Home » 2020 » June » 19

Daily Archives: June 19, 2020

სათამაშო ბიზნესის დაბეგვრის წესში ცვლილება შედის

წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვის მფლობელებისთვის გაუქმდება დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება და სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს გათამაშების ეტაპის დაწყებამდე გადაიხდის, რაც საპრიზო ფონდის 10%-ის ოდენობით განისაზღვრება. ხოლო სისტემურ ელექტრონული ფორმით თამაშობის მოწყობის შემთხვევაში, გადასახდელი მხოლოდ საპრიზო ფონდის 10% იქნება. შესაბამისი ცვლილებები “ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” და ასევე, “სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონში შედის, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს. დღეისთვის ...

Read More »

თიბისის Live-სესიები – აქ.ახლა – გრძელდება

თიბისის Live-სესიები – აქ.ახლა – გრძელდება. „თიბისის“ ინფორმაციით, 19 ივნისს, 20:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს პოეტის – ვახტანგ ჯავახაძის სესიას ვირტუალურად დაესწროს თიბისის Facebook გვერდის (https://www.facebook.com/tbcbank/) დახმარებით. „ლაივ-ჩართვა დიალოგის რეჟიმში ჩატარდება, რომლის მოდერატორი მწერალი – ტორესა მოსი იქნება. სესიის – „გალაკტიონი აქ.ახლა“ ფარგლებში, ვახტანგ ჯავახაძე და ტორესა მოსი პოეტის შემოქმედებაზე და მათ შორის კრებულზე – „არტისტულ ყვავილებზე“ ისაუბრებენ. გალაკტიონ ტაბიძის ...

Read More »

სოციალური სამსახური უხეშად არღვევს კანონს, უარს ამბობს სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის რეაგირებაზე – „ახალგაზრდა ადვოკატები“

სოციალური სამსახური უხეშად არღვევს კანონს, ფარულ გარიგებაშია მშობელთან, უარს ამბობს სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის რეაგირებაზე და 74 წლის ბებიას განზრახ არ აძლევს უფლებას შვილიშვილთან ურთიერთობაზე – „ახალგაზრდა ადვოკატები“ სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილების აღუსრულებლობას ხელს უწყობს, არ გამოსცემს სამართალდამრღვევისთვის ადმინისტრაციულ სახდელს სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობისთვის და არ ადგენს დროებით წესს, რომელიც ...

Read More »

თიბისი ბიზნესისთვის და აწარმოე საქართველოში ერთობლივი შეთავაზება ბიზნესებს

აქ.ახლა, „თიბისი ბიზნესისთვის“ და „აწარმოე საქართველოში”, მცირე და საშუალო ბიზნესების ხელშეწყობისთვის, დაკრედიტების ახალ პროექტს იწყებენ. პროექტი ბიზნესესხით სარგებლობისას უზრუნველყოფის კომპონენტში სახელმწიფოს მხრიდან 90%-მდე თანამონაწილეობას გულისხმობს. სესხის მინიმალური მოცულობა – 50,000 ლარია, მაქსიმალური კი – 5,000,000 ლარი. ინიციატივის მიზანს ბიზნესსესხებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა წარმოადგენს მათთვის, ვისაც საკმარისი უზრუნველყოფის შესაძლებლობა არ აქვს. პროექტით სარგებლობა იმ ბიზნესებს შეუძლიათ, რომელთა წლიური რეალიზაცია არ აღემატება 20 ...

Read More »

ირაკლი კოვზანაძე საქართველოში USAID-ის ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე საქართველოში USAID-ის ოფისის ხელმძღვანელს, ადამ შმიდტს შეხვდა. USAID -ის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე, ანტიკრიზისული ბიუჯეტი, ასევე საფინანსო სფეროში, მათ შორის საბანკო სექტორში არსებული ვითარება და გამოწვევები განიხილეს. მათივე ცნობით, საუბარი შეეხო ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებს და პანდემიის შედეგად დაზარალებულ სექტორებს. შეხვედრაზე ისაუბრეს კიდევ უფრო თუ როგორ უნდა გაძლიერდეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შესაძლებლობები საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელებისას.  ირაკლი კოვზანაძემ მადლობა გადაუხადა საქართველოში ...

Read More »

დავით ზეიკიძე: ჩემს სიძედ წოდებულ ირაკლი დუმბაძე ყველაფერზე საუბრობს იმის გარდა, როგორ, საიდან დაიწყო არაფრისმქონე უპოვარმა ეს ბიზნესი

„ლიდერფუდთან“ დაკავშირებული სამართლებრივი პროცესი დრამატულ ხასიათს იღებს. საქმე ეხება დავას „ლიდერფუდის“ 50%-იან წილზე, რაც საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა დაუსწრებელი გადაწყვეტილების საფუძველზე მოსარჩელე ირაკლი დუმბაძეს მიანიჭა. დაუსწრებელი გადაწყვეტილების საფუძველს მოპასუხე მხარის მიერ შესაგებელი სარჩელის შეტანის ვადის გაშვება გახდა. მოპასუხე მხარე სარჩელის ჩაბარების ფაქტს სადაოს ხდის და უკვე უზენაეს სასამართლოს თხოვს არსებითი განხილვისთვის საქმის საქალაქო სასამართლოსთვის დაბრუნებას. ირაკლი დუმბაძემ ახლახანს გავრცელებულ განცხადებაში, ...

Read More »

ლუკაშენკო – ხელისუფლებამ ქვეყნის დესტაბილიზაციის გეგმა ჩაშალა

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ქვეყნის დესტაბილიზაციის გეგმა ჩაშალა. „სიტუაციას ვადევნებ თვალს და ვხედავ, რომ გარკვეული ძალები, რომლებიც სიტუაციის არევას ცდილობენ ქვეყანაში, გააქტიურდნენ. ჩვენ ეს ადრეც გვინახავს. თუმცა, მაინც მოვახერხეთ ზოგიერთი ნაბიჯის წინასწარ გადადგმა და ბელარუსში სიტუაციის დესტაბილიზაციის მასშტაბური გეგმის ჩაშლა შევძელით“, – განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

Read More »

როგორი იცავენ პერსონალურ მონაცემებს ევროპაში და როგორ დაიცავენ საქართველოში?

როგორი იცავენ პერსონალურ მონაცემებს ევროპაში და როგორ დაიცავენ საქართველოში? თანამედროვე სამყაროში, საინფორმაციო ტექნოლოგიების, სოციალური ქსელების და სხვადასხვა ტიპის კიბერსისტემების განვითარების ფონზე, სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხი. ჩვენი ქვეყნის შემთხვევაში კი ამას ემატება ევროკავშირთან ასოცირების პროცესი, რომლის მიხედვითაც საქართველომ უნდა გააუმჯობესოს პერსონალური მონაცემების დაცვის პრაქტიკა და მოახდინოს კანონმდებლობის მაქსიმალური ჰარმონიზაცია ევროპულთან. სწორედ ამ მნიშვნელოვან საკითხებზე ვესაუბრეთ ...

Read More »

ოპოზიციამ თბილისის ექვს ოლქში მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინა

ოპოზიციამ თბილისის ექვს რეგიონში მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია ლეიბორისტული პარტიის ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ დადასტურდა. ვაკე – ელენე ხოშტარია (ევროპული საქართველო).გლდანი – ნიკა მელია (ენმ).ისანი – გიორგი ვაშაძე (ახალი საქართველო).სამგორი – ლევან ხაბეიშვილი (ენმ).მთაწმინდა და კრწანისი – შალვა შავგულიძე (თავისუფალი დემოკრატები).ნაძალადევი – შალვა ნათელაშვილი (ლეიბორისტული პარტია).

Read More »

უმსხვილესი საექსპორტო პროდუქტები ადგილობრივ ექსპორტში – რა გავიდა ქვეყნიდან იანვარ-მაისში

2020 წლის იანვარ-მაისში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 258.1 მლნ. აშშ დოლარით. აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 28.9 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 108.8 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 12.2 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 73.0 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.2 პროცენტი). 2020 წლის იანვარ-მაისში ათი ...

Read More »