Home » 2020 » June » 18

Daily Archives: June 18, 2020

გიორგი გახარია – ჩვენ ბევრი რამის წარმოება შეგვიძლია და ამას ვაჩვენებთ

პრემიერ-მინისტრ, გიორგი გახარიას განაცხადებით, საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა არ შეიცვლება, მაგრამ კიდევ უფრო ეფექტური გახდება. როგორც პრემიერმა აღნიშნა, პოსტკრიზისული აღდგენის გეგმა დაბალანსებული უნდა იყოს. „მოგეხსენებათ, ჩვენ სხვადასხვა ეკონომიკური პლატფორმის ჯგუფებთან ვსაუბრობთ. ეს იყო აბსოლუტურად გააზრებულად გაკეთებული იმისთვის, რომ შემდგომი პოსტკრიზისული, საშუალო და გრძელვადიანი ეკონომიკის აღდგენის გეგმა უნდა იყოს აბსოლუტურად დაბალანსებული. უნდა ითვალისწინებდეს როგორც ჩვენს დღევანდელ მდგომარეობას, ასევე იმ კონკურენტულ უპირატესობებს, რომელიც ქვეყანას ...

Read More »

რობოტი „პეპერი“ მედიკოსებს სამედიცინო დაწესებულებებში ასისტენტობას გაუწევს

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, რობოტი „პეპერი“ მედიკოსებს სამედიცინო დაწესებულებებში ასისტენტობას გაუწევს. როგორც ეკატერინე ტიკარაძემ სამინისტროს 2019 წლის ანგარიშის წარდგენისას გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, ექიმის ციფრული ასისტენტი – „პეპერი“ საქართველოში გუშინ ჩამოიყვანეს. „პეპერი“ გუშინ ჩამოფრინდა საქართველოში. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ის ქართულ ენას ჯერ სრულყოფილად ვერ ფლობს. ასევე, ჩვენ ვერ ვფლობთ მის შესაძლებლობებს. ის გახლავთ ექიმის ასისტენტი, რომელიც გამოიყენება როგორც ინტენსიური მოვლის განყოფილებებში, ასევე სხვადასხვა ...

Read More »

“შრომის ახალი კანონმდებლობა დაბალანსებული უნდა იყოს, ის ბიზნესს ცხოვრებას არ უნდა ურთულებდეს”

პრემიერი ამბობს, რომ შრომის ახალი კანონმდებლობა დაბალანსებული უნდა იყოს, ის ბიზნესს ცხოვრებას არ უნდა ურთულებდეს. “კანონმდებლობა სოციალურ გარემოს და ბიზნესის სოციალურ პასუხისმგებლობას უფრო მდგრადს უნდა ხდიდეს. „ბევრი გვისაუბრია ამაზე და შეიძლება ვთქვათ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს იყოს დაბალანსებული კანონმდებლობა და რაც პარლამენტშია იმის შეცვლა შესაძლებელია და კიდევ ვმსჯელობთ, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

Read More »

ვახო ჭუმბურიძე: პირი, რომელიც ჩემი შვილის დევნას და ზეწოლას ახორციელებდა, პოლიციის შენობაში ტაშს გვიკრავდა

გამარჯობა,მე ვარ ვახო – თინის მამა!ცოტას მოგიყვებით ჩვენს შესახებ თქვენის ნებართვით თინის დაბადებას დავესწარი და ეს პატარა არსება რომ მანახეს, რომელიც არ ტიროდა და უბრალოდ თვალებს აცეცებდა გული, სული შემეკრა და მას მერე სიგიჟემდე მიყვარს. მე პატარა ვიყავი, ისიც პატარა იყო და ერთად გავიზარდეთ. ახლა უკვე 15 წლის ქალიშვილი მყავს და მუდამ ვამაყობ მისით, რომელმაც დამოუკიდებლად გადაწყვიტა სამსახურის დაწყება და ...

Read More »

ანგელა მერკელი – ევროპამ თავისი დაუცველობა აჩვენა

კორონავირუსი ყველაზე დიდი გამოწვევაა რის წინაშეც ევროკავშირი ოდესმე მდგარა, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გერმანიის პარლამენტში განაცხადა. მისივე თქმით, პანდემიის პერიოდში „ევროპამ თავისი დაუცველობა აჩვენა“. „პანდემიამ ცხადყო, ჯერ კიდევ რამდენად მყიფეა ევროპული პროექტი,“- განაცხადა მერკელმა. მისივე თქმით, კორონავირუსთან ბრძოლაში ევროპის ქვეყნების ერთობა და სოლიდარობა ძალიან მნიშვნელოვანია. „ერთობა და სოლიდარობა ისეთი მნიშვნელოვანი არასდროს ყოფილა, როგორც დღეს არის“, – განაცხადა მერკელმა. ...

Read More »

2020 წლის კვარტალური მონაცემების შედეგად, ევროინს ჯორჯიამ საცალო გაყიდვების მიხედვით მე-5 ადგილზე გადაინაცვლა

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ განახლებული 2020 წლის კვარტალური მონაცემების შედეგად, ევროინს ჯორჯიამ საცალო გაყიდვების მიხედვით რეიტინგში მე- 5 ადგილზე გადაინაცვლა. “როგორც იცით 2020 წლის განახლებული I კვარტალური მონაცემების შედეგად, ევროინს ჯორჯიამ საცალო გაყიდვების მიხედვით რეიტინგში მე- 5 ადგილზე გადაინაცვლა! გასულ წელს სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯია სადაზღვევო ბაზარზე მე-11 ადგილს იკავებდა. დამეთანხმებით რომ კომპანიისთვის ეს შედეგი ასეთ მოკლე დროში ...

Read More »

„თეგეტა მოტორსი“ შიდა ტურიზმის მხარდასაჭერად კამპანიას იწყებს

„თეგეტა მოტორსი“ ახალ კამპანიას იწყებს – „თეგეტა ახალი თავგადასავლებისთვის“. საქართველოში უამრავი საოცარი ადგილია, რომელიც არ გინახავთ, ან შეიძლება ახლიდან აღმოაჩინოთ. სწორედ ამ მიზანს ემსახურება „თეგეტას“ ახალი კამპანია.  „თეგეტაში“ ყველაფერი დაგხვდებათ იმისთვის, რომ მზად შეხვდეთ ახალ თავგადასავლებს – პროდუქტების ფართო ასორტიმენტი, მაღალი ხარისხის სერვისი, საუკეთესო შეთავაზებები დამრავალფეროვანი აქციები. ეს ყველაფერი დაგეხმარებათ, თქვენი მოგზაურობა კომფორტული და უსაფრთხო გახადოთ. კამპანიის ფარგლებში მიიღებთ უსასრულო გარანტიას პრემიუმ ბრენდების მსუბუქი და სატვირთოავტომობილების საბურავების, მსუბუქი ავტომობილების სავალი ნაწილების, სამუხრუჭე ხუნდებისა და აკუმულატორების შეძენისას, რაც გულისხმობს, რომ „თეგეტა“ უსასყიდლოდ აღგიდგენთ ან აგინაზღაურებთ შეძენილი ...

Read More »

გიორგი გახარია: სრულად ვეთანხმები იმას, რომ 8 მარტის შეთანხმება უნდა შესრულდეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, პოლიტიკურ პარტიებს შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმება უნდა შესრულდეს. მისივე თქმით, საკონსტიტუციო პროცესი მიმდინარეობს და დარწმუნებულია, დასრულდება ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას შეეფერება. “რა თქმა უნდა, სრულად ვეთანხმები იმას, რომ 8 მარტის შეთანხმება უნდა შესრულდეს, როგორც იცით, საკონსტიტუციო პროცესი მიმდინარეობს, დარწმუნებული ვარ, საკონსტიტუციო პროცესი დასრულდება ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას შეეფერება. არაერთხელ მითქვამს, რომ ჩემთვისაც საარჩევნო სისტემა ...

Read More »

ვითიბი ბანკში სესხის აღება ბანკში მიუსვლელად, ვიდეო ბანკით გახდა შესაძლებელი

ვითიბის ვიდეო ბანკით სესხის აღება შესაძლებელი გახდა. ამ ეტაპზე ბანკში ვიზიტის გარეშე კლიენტს შეუძლია აიღოს სამომხმარებლოს სესხი, საკრედიტო ბარათი და ოვედრაფტი. სრული პროცესი, განაცხადის შევსებიდან სესხის აღებამდე, დისტანციურად ხორციელდება. საკრედიტო ბარათს ბანკი კლიენტს სასურველ მისამართზე მიაწვდის. ვიდეო ბანკით სარგებლობა შესაძლებელია მობილური აპლიკაციის გამოყენებით ან ვიდეოზარით საიტიდან https://videobank.ge. აპლიკაცია VTB Video Bank ხელმისწვდომია როგორც iPhone-ის ისე Android-ის სისტემის ტელეფონებისთვის. “პანდემიის პერიოდში დისტანციურმა ...

Read More »

საქართველოში COVID-19-ის კლინიკური მართვის სისტემა „საათივით გამართულად“ მუშაობდა და მუშაობს – ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, პიროვნებების მცირერიცხოვანი ჯგუფი, მათ შორის უცხოეთში მომუშავე ზოგიერთი ქართველი ექიმი, ყოველგვარი სერიოზული არგუმენტების გარეშე აკრიტიკებს და იწუნებს ქვეყნის საპასუხო ღონისძიებებს COVID-19-ის საწინააღმდეგოდ. „ჩვენი ოპონენტები უაპელაციოდ აცხადებენ, რომ ქვეყნის კლინიკური სექტორი სრულიად მოუმზადებელი და გაუმართავი შეხვდა COVID-19-ის ეპიდემიას და კიდევ უფრო მოუმზადებელი შეხვდება ამ ეპიდემიის მეორე ტალღას. რომ ...

Read More »