Home » 2020 » June » 17

Daily Archives: June 17, 2020

ირაკლი კოვზანაძე არჩილ მესტვირიშვილს: სებ-ი უზრუნველყოფს ფასების სტაბილურობას?

საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზით, მიმდინარე წლის ბოლოს ინფლაციის მაჩვენებელი 3% იქნება, – განცხადება საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, სადაც 2020 წლის  ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა გააკეთა. საკითხით კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე დაინტერესდა, რომელმაც სებ-ის ვიცე-პრეზიდენტს რამდენიმე კითხვა დაუსვა. ირაკლი კოვზანაძე: არსებული მაღალი დეფიციტის პირობებში, რომელიც ბიუჯეტშია ჩადებული, თქვენ უზრუნველყოფთ ფასების სტაბილურობის შენარჩუნებას? ეროვნულ ბანკს შეუძლია ამის უზრუნველყოფა? არჩილ მესტვირიშვილი: ჩვენი ...

Read More »

ირაკლი კოვზანაძემ აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ფინანსთა სამინისტროდან ეროვნულ ბანკში გადატანა დაბლოკა

“ჩვენ ვერ დავეთანხმებით ეგრეთწოდებული SARAS-ის ანუ ბუღალტრული აღრიცხვის და აუდიტის სტანდარტების სამსახურის გადატანას ფინანსთა სამინისტროდან ეროვნულ ბანკში”, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა. “ჩვენ ვერ დავეთანხმებით ეგრეთწოდებული SARAS-ის ანუ ბუღალტრული აღრიცხვის და აუდიტის სტანდარტების სამსახურის გადატანას ფინანსთა სამინისტროდან ეროვნულ ბანკში. ეს ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს და ბევრ დებულებას. კომიტეტი ამაზე თანხმობას ვერ მისცემს. ეს არის ჩვენი პოზიცია ...

Read More »

რატომ ზრდით ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს 9-მდე, რათა იქ პოლიტიკური დესანტი ჩაასხათ? – გოცირიძე

საქართველოს პარლამენტი განიხილავს ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომელიც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა რაოდენობის 2 წევრით, 9 წევრამდე გაზრდას ითვალისწინებს. ამ 9 წევრიდან ერთი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ხოლო 3 ვიცე-პრეზიდენტი იქნება. 3 ვიცე-პრეზიდენტიდან კი, ერთი საპენსიო სისტემას გაუწევს ზედამხედველობას. ცვლილებას ეწინააღმდეგება სებ-ის ყოფილი პრეზიდენტი და ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე. მისი თქმით, 7 წევრისგან შემდგარ საბჭოში ახალი წევრების ...

Read More »

ირაკლი კოვზანაძე კავკასიაში EBRD-ის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე კავკასიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის(EBRD)-ის რეგიონულ დირექტორს კატარინა ბიორლინ ჰანსეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, EBRD-ის ინიციატივით, გამართულ შეხვედრაზე საფინანსო სფეროში, მათ შორის, საბანკო სექტორში არსებული ვითარება და გამოწვევები განიხილეს.  ირაკლი კოვზანაძემ EBRD-ის რეგიონულ დირექტორს პანდემიის პერიოდში ქვეყნის საბიუჯეტო და საფინანსო სექტორში გაწეული დახმარებების გამო მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა ...

Read More »

თითოეული კაშხალი წყალსაცავზე ათასჯერ დიდ ტერიტორიას იცავს წყალდიდობისგან

„ნენსკრა ჰიდრო“ მდინარე ვერეზე კაშხლის აგების შესახებ გეოლოგების მოსაზრებას ეხმაურება, რომლის აუცილებლობაზეც ისინი თბილისის 13 ივნისის სტიქიის შემდეგ ალაპარაკდნენ და აცხადებს, რომ სტერეოტიპს – „ადამიანი უძლურია სტიქიის წინაშე“ –ანგრევს კაშხლების დანიშნულება. „თბილისის 13 ივნისის წყალდიდობის შემდეგ, რომელმაც 23 ადამიანი იმსხვერპლა, გეოლოგები, მსგავსი სტიქიის პრევენციის მიზნით, მდინარე ვერეზე კაშხლის აგების აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ. მაშინდელი წყალდიდობის გამომწვევი მეწყრული ზონა დღესაც აქტიურია. სტერეოტიპს – ...

Read More »

ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა

დღეს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 20 მილიონი აშშ დოლარი გაიყიდა,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. „2020 წლის 17 ივნისს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.0383 შეადგინა,”-აღნიშნულია ინფორმაციაში.

Read More »

თბილისის მუნიციპალურ ავტობუსებზე ველოსიპედების სამაგრები დამონტაჟდება

თბილისის მუნიციპალურ ავტობუსებზე იგეგმება ველოსიპედების სამაგრების დამონტაჟება. თბილისის მერმა, კახა კალაძემ მოადგილე მაია ბითაძეს დაავალა, რომ მოიკვლიოს ავტობუსებზე ველოსიპედების დამაგრების საკითხი და პროექტის განხორციელება ეტაპობრივად დაიწყოს.    „დედაქალაქში ველოსიპედი ძალიან პოპულარული ხდება, ჰყავს ბევრი მომხმარებელი. იცით, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ველოსიპედის ატანა აკრძალულია. შესაბამისად, გვინდა საუკეთესო ქალაქების მაგალითები გადმოვიტანოთ. ყველა განვითარებულ ქალაქში არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, წინ ან უკანა ...

Read More »

უცხოური მედია – ქვეყანა საბანკო სექტორის განვითარებისას აქცენტს აკეთებს უცხოელ ინვესტორებზე

,,8 რამ, რაც სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოში უკეთესად ხდება“,- ამ სათაურით ,,weproject.media” სტატიას აქვეყნებს. სტატიის თანახმად, საქართველოში კორუფცია და ბიუროკრატია თითქმის ყველგან აღმოიფხვრა და ქვეყანა მსოფლიოს 181 ქვეყნიდან 41 ადგილზეა საერთაშორისო ანტი-კორუფციული ორგანიზაციის „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ 2020 წელს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად.სტატიის ავტორი ქართულ სამზარეულოზე, კლიმატის მრავალფეროვნებაზე, მეღვინეობაზე, ქართულ პოლიფონიაზეც საუბრობს. ,,ქართული სამზარეულო განსაკუთრებით პოპულარულია ევროპასა და შეერთებულ შტატებში. ადამიანებს განსაკუთრებით მოსწონთ ხინკალი, ქართული ყველი და ხაჭაპური. ...

Read More »

გიორგი ვაშაძე – მივმართავ პრემიერსა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ნუ იმალებით

პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, საქართველოში საბანკო სექტორის სახით ჩამოყალიბებულია მონოპოლიური კარტელი, რომელიც თითოეულ მოქალაქეს ძარცვავს. როგორც ვაშაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ევროკავშირში ბანკების საუკეთესო მოგების მაჩვენებლად 10% ითვლება, საქართველოს შემთხვევაში კი, საბანკო სექტორი 25%-იანი მარჟის მოგებით მუშაობს. „ევროკავშირში საშუალოდ 10%-იანი მოგება ითვლება საუკეთესო მაჩვენებლად ბანკებისთვის და ალბათ გაინტერესებთ, რამდენია საქართველოში ეს ყველაფერი. 26% დააფიქსირა 2019 წელს ...

Read More »

Drive in კინოთეატრის ლოკაცია და გახსნის თარიღი ცნობილია

Drive in კინოთეატრის ლოკაცია და გახსნის თარიღი ცნობილია. „მალე, ლისის ტბასთან, ახალ იპოდრომზე “კავეას” ქსელი კინოთეატრს მანქანებისთვის გახსნის და მაყურებლები უახლეს რეპერტუართან და მსოფლიო პრემიერებთან ერთად, კინომარათონებს და სხვა ივენთებს იხილავს. ლისის ახალი იპოდრომის პარკინგზე, კავეა drive-in კინოთეატრი საწყის ეტაპზე მინიმუმ 200 ავტომობილზე იქნება გათვლილი, მოეწყობა სპეციალური სივრცე სხვა სახის ტრანსპორტისა ავტომობილების გარეშე მოსული მაყურებლისთვისაც. მოთხოვნის შემთხვევაში ეს რაოდენობა გაიზრდება. ...

Read More »