Home » 2020 » June » 16

Daily Archives: June 16, 2020

პირბადე, დეზინფექცია – რა იცვლება აეროპორტებში?

COVID-19-მა შესაძლოა მგზავრის აეროპორტებში მისვლის დრო გაზარდოს, რასაც თავის მხრივ ის რეგულაციები განაპირობებს, რისი დანერგვაც COVID-19-ის პანდემიამ ქვეყნების საავიაციო ხელისუფლებებს აიძულა – ამის შესახებ შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” ხელმძღვანელმა თამარ არჩუაძემ 2020 წლის ტურიზმისა და მასპინძლობის ონლაინ კონფერენციაზე განაცხადა. მანვე აეროპორტების მზაობასა და მოსალოდნელ პროცედურებზე ისაუბრა და არჩუაძის განმარტებით, ახალი რეგულაციების თანახმად, აეროპორტენში სავალდებუილო იქნება პირბადის ტარება, დეზინფექცია, სოციალური დისტანციის ...

Read More »

აპრილის მონაცემებით, ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონება გაიზარდა

2020 წლის აპრილის მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებულმა ქონებამ 222 მლნ ლარი შეადგინა. აღნიშნულის შესახებ ეროვნული ბანკის “საფინანსო სექტორის მიმოხილვაშია” ნათქვამი. მიმოხილვის თანახმად, წლიურად ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების ღირებულება 56.4 მლნ ლარით გაიზარდა. კერძოდ, 2019 წლის აპრილში ეს მაჩვენებელი 165.6 მლნ ლარი იყო. ამასთან, სებ-ის მიმდინარე წლის აპრილის მონაცემებით, ჩამოწერილი სესხების მოცულობამ 7.3 მლნ ლარი შეადგინა, მაშინ როცა 2019 წლის ...

Read More »

კოსტავას 68-ში მდებარე საქართველოს პირველი არხის შენობა აუქციონზე გაიყიდება

საქართველოს პირველმა არხმა თბილისში, კოსტავას 68-ში მდებარე შენობის გასხვისებაზე აუქციონი გამოაცხადა. ამ საკითხზე დღეს გაიმართა სამეურვეო საბჭოს სხდომა, სადაც შენობის აუქციონზე გატანის საკითხს ერთხმად დაუჭირეს მხარი. აუქციონის პირობები განთავსებულია ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე eauction.ge. აღნიშნული უძრავი ქონების შეძენასთან დაკავშირებით, მსურველებს მოსაფიქრებლად 30-დღიანი ვადა აქვთ. საქართველოს პირველი არხის მიერ ჩადებულია პირობა, რომ მყიდველი ტერიტორიის განკარგვას პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე ტელევიზიის ახალი შენობის ...

Read More »

გიორგი კაკაურიძე – შრომის ანაზღაურების ფონდს შემცირება ეხება, თუმცა საჯარო სექტორის თანამშრომლებს ხელფასები არ აკლდება

ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ანტიკრიზისულ ბიუჯეტში შრომის ანაზღაურების ნაწილი შემცირდა, თუმცა ეს საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის ხელფასის დაკლების ხარჯზე არ მომხდარა. როგორც კაკაურიძემ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ სხდომაზე, ფრაქციის წევრ მარიამ ჯაშის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, შრომის ანაზღაურების ფონდი ვაკანტური თანამდებობების რესურსების ხარჯზე შემცირდა. „შრომის ანაზღაურების ფონდს შემცირება, რა თქმა უნდა, ეხება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ხელფასების დაკლება ხდება საჯარო სექტორის ...

Read More »

„რაც უფრო ადრე მივიღებთ ანტიდემპინგურ კანონს, მით უფრო დაჩქარდება ადგილობრივი წარმოების განვითარება“

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ – აფბას ანალიტიკოსის, ბაჩანა ჯინჭარაძის განცხადებით, ანტიდემპინგური კანონმდებლობის მიღება სავსებით შესაძლებელი იყო მთავრობისვე დათქმულ ვადებში. მისივე თქმით, ქვეყანა დიდი მოცულობის საგარეო ვალს იღებს, საიდანაც შეიძლებოდა ანტიდემპინგური კანონმდებლობის მიღებისათვის შესაბამისი თანხების გამოყოფა. „ადგილობრივი წარმოების განვითარების გაცხადებული კურსის და პოლიტიკის დანერგვის მცდელობის პარალელურად, ანტიდემპინგური კანონმდებლობა კვლავ თაროზე შემოვდეთ, რაც, ჩემი აზრით, შეცდომაა. არ შეიძლება ცალი ხელით ადგილობრივ ...

Read More »

ლუკაშენკო – მინსკი შეძლებს ბუნებრივი იარის ალტერნატიული შემომტანის პოვნას

„მინსკი შეძლებს ბუნებრივი იარის ალტერნატიული შემომტანის პოვნას გარდა „გაზპრომისა“, რომელიც ამჟამად უზრუნველყოფს რესპუბლიკის საჭიროებების 100%-ს“, – ამის შესახებ ბელორუსიის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ სამშაბათს გროდნოში სამუშაო ვიზიტის დროს განაცხადა. მისი თქმით, მსოფლიოში ნახშირწყალბადების სიმრავლეა და ბაზრებზე შესასვლელად არსებობს ძლიერი კონკურენცია. „მადლობა ღმერთს, რომ ნავთობის ჰყოფნის მსოფლიოს. გსურს – აიღე. ფასები გონივრულია. ბუნებრივი აირიც საკმარისადაა უკვე. მთავარი მოთამაშეების მხრიდან მიდის ბრძოლა ევროპის ...

Read More »

ანტიდემპინგური კანონის მიღება პარლამენტში კვლავ „გაიჭედა“

საქართველოში ანტიდემპინგური კანონის მიღების ვადებმა კვლავ გადაიწია. ზოგადად, დემპინგზე და მისგან მომდინარე პრობლემებზე საქართველოში უკვე დიდი ხანია საუბრობენ როგორც ადგილობრივი წარმოების დონეზე, ასევე მისი მოგვარების საკანონმდებლო დონეზეც. დემპინგი არის პროცესი, როცა საქონელი ბაზარზე იმაზე უფრო დაბალ ფასად შედის, ვიდრე მისი ნორმალური ღირებულებაა, ანუ გამყიდველი საქონელს თვითღირებულებაზე იაფად ყიდის, რისი მთავარი მიზანიც ბაზრის დასაკუთრებაა. საქართველოს პარლამენტმა ჯერ კიდევ 2015 წელს დაასრულა ...

Read More »

შვეიცარიის მთავრობამ საქართველოში აგრარული სკოლისთვის – „კავკასია“, $300 000 გამოყო

შვეიცარიის მთავრობამ დამატებით 300 000 დოლარი გამოყო საქართველოში შვეიცარიული აგრარული სკოლის – „კავკასია“ გასახსნელად. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოში შვეიცარიის საელჩო ავრცელებს. „შვეიცარიის მთავრობამ დამატებით 300’000 დოლარი გამოყო საქართველოში შვეიცარიული აგრარული სკოლის „კავკასია“ გასახსნელად, რომელიც შვეიცარიის სახელგანთქმული აგრარული სასწავლებლის „Plantahof“ 200-წლიან გამოცდილებას დაეყრდნობა. შვეიცარიული აგრარული სკოლა 2021 წლის გაზაფხულზე სტუდენტების პირველ ნაკადს მიიღებს. სტუდენტები და ფერმერები გადამზადდებიან მეცხოველეობის, რძისა და ყველის წარმოების ...

Read More »

„დადგა ეს სასიხარულო დღე – ჩვენ გავხსენით შიდა ტურიზმი, ვულოცავ სრულიად საქართველოს“

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოში აკრედიტირებულ ელჩებს მადლობა გადაუხადა საქართველოში პანდემიის შემდგომ ტურისტული სეზონის გახსნის საქმეში გაწეული თანადგომისთვის. „დადგა ეს სასიხარულო დღე – ჩვენ გავხსენით შიდა ტურიზმი, გავხსენით ეს სეზონი. ვულოცავ სრულიად საქართველოს, გილოცავთ თქვენ იმიტომ, რომ თქვენ ხართ ჩვენი უდიდესი გულშემატკივარი და ჩვენს თითოეულ წარმატებაში თქვენი ძალიან დიდი წვლილია“ – მიმართა ნათია თურნავამ ყვარელში შეკრებილ უცხოელ ელჩებს. ნათია ...

Read More »

თურნავა – ჩვენ ავამოქმედეთ „მწვანე კორიდორები“ სხვადასხვა ქვეყნებთან მეზღვაურთა დროული დაბრუნებისთვის

საქართველოში მეზღვაურის პროფესია „საკვანძოდ“ გამოცხადდა. შედეგად, გემზე მყოფი ქართველი მეზღვაურები სამშობლოში უფრო მარტივად დაბრუნდებიან. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მეზღვაურები დაბალი რისკის მქონე პირებს წარმოადგენენ, რადგან მათ პანდემიის გამო ნაპირთან კონტაქტი შეზღუდული აქვთ. ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ სამშობლოში დაბრუნების გამარტივებული პროცედურა არ გულისხმობს უსაფრთხოების ნორმების შერბილებას. „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ დღეის მდგომარეობით 600-ზე მეტ მეზღვაურს გაუწია დახმარება. ჩვენ ...

Read More »