Home » 2020 » June » 15

Daily Archives: June 15, 2020

“კავკასუს ონლაინს” შესაძლოა ავტორიზაცია შეუჩერდეს

კომუნიკაციების კომისიამ შპს „კავკასუს ონლაინი“ და შპს „რკინიგზის ტელეკომი“ წილების კომისიის თანხმობის გარეშე გასხვისების გამო, 30-30 ათასი ლარით დააჯარიმა. ომისიამ კომპანიებს 17 ოქტომბერს გაფრთხილება მისცა და სამართალდარღვევის აღმოსაფხვრელად ვადა განუსაზღვრა. კომპანიები ვალდებული იყვნენ 3 დეკემბრამდე წილების გასხვისებამდე არსებული მდგომარეობა აღედგინათ და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია კომისიაში წარედგინათ. თუმცა, კომპანიების მხრიდან აღნიშნული ვალდებულება არ შესრულებულა. „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, წლის ...

Read More »

ირაკლი გოგავა – ამერიკის “მდუმარე უმრავლესობა” იქოქება

“ამერიკის “მდუმარე უმრავლესობა” იქოქება”, – ამის შესახებ პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა სოციალურ ქსელში წერს. პოლიტოლოგი თავის პოსტში ტრამპის წინასაარჩევნო შეხვედრის გამართვას ეხმიანება. 19 ივნისს დონალდ ტრამპი ოკლახომის შტატის ქალაქ ტულსაში წინასაარჩევნო შეხვედრას ატარებს. 19 ივნისი ეროვნული დღესასწაულია – ამ თარიღს “თავისუფლების დღეს ” უწოდებენ აშშ-ში, რადგან 1865 წელს 19 ივნისს ტეხასში გაუქმდა მონობა, გენერალმა გრანერმა წაიკითხა რა განკარგულება. საინტერესო კი ისაა, ...

Read More »

ბათუმში Cinema Park-ი იხსნება

“შპს “სტადიონი”, ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრთან ერთად „Cinema Park” პროექტს იწყებს. “Drive In” კინოთეატრის მეშვეობით სასურველი ფილმების ყურებას საკუთარი ავტომობილიდან შეძლებთ”, – აღნიშნულია კომპანიის ფეისბუქ გვერდზე.

Read More »

არგენტინაში მღვდელმა პროტესტის ნიშნად ეკლესია კაფე-ბარად „გადააკეთა“

არგენტინაში მღვდელმა პროტესტის ნიშნად ეკლესია კაფე-ბარად „გადააკეთა“. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს. სანტა-ფეს პროვინციის ქალაქ სან-ლორენსოში მდებარე ევანგელისტურ ტაძარში მაგიდები განთავსდა, მიმტანებად გადაცმული პასტორები კი ლანგრებით სახარების ეგზემპლარებს არიგებდნენ. ასეთი გადაწყვეტილება ტაძრის წინამძღვარის, პასტორ დანიელ კატანეოს განცხადებით, ამ პერფორმანსის მიზანი ქვეყანაში რელიგიურ შეკრებებზე დაწესებული აკრძალვის მოხსნაა. „ბარები და მაღაზიები იხსნება, ტაძრებში კი კვლავ შეზღუდვები მოქმედებს. რატომ ვხვდების დისკრიმინაციის მსხვერპლი? ...

Read More »

„მადლობა უნდა გადავუხადოთ აშშ-ს, მათ გარეშე ლუგარის ლაბორატორია ვერ შეიქმნებოდა საქართველოში“

საქართველოს მთავრობის მეთაურმა, გიორგი გახარიამ ლოპოტის ტბაზე, დიპლომატებთან შეხვედრისას, აშშ-ის მთავრობას მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ საქართველოს დღეს ლუგარის ლაბორატორია აქვს. მისივე განცხადებით, მთავრობის მიზანია, აღნიშნულმა ლაბორატორიამ დღეში 10 ათასი PCR-ტესტის ჩატარება შეძლოს. „მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ეტაპობრივად გავხსენით ეკონომიკა. დღეს ჩვენი აქ შეკრების მიზეზი და შესაძლებლობაც, რამაც მოგვცა შეკრების საშუალება, არის ის, რომ ქვეყანაში შიდა ტურიზმი არის გახსნილი, მაგრამ დღეს ჩვენს ...

Read More »

გელა ხანიშვილი: საქართველო გრძელვადიან პერიოდში იმპორტირებულ ხორბალზე იქნება დამოკიდებული

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ საქართველო გრძელვადიან პერიოდში იმპორტირებულ ხორბალზე იქნება დამოკიდებული. როგორც გიორგი ხანიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აღნიშნავს, ამის მიზეზი საქართველოს მცირე მიწიანობაა. „საქართველო წელიწადში დაახლოებით 600 000 ტონა სასურსათო ხორბალს მოიხმარს. ჩვენი წარმოების პარამეტრები დაახლოებით 150 000 ტონის ფარგლებშია. 1 ჰექტარზე ჩვენი მეზობელი ქვეყნების საშუალოზე მაღალ მოსავალს ვაწარმოებთ. მაგალითად, ყაზახეთს 1 ჰექტარზე 0.8 ტონა მოსავლიანობა აქვს, რუსეთში 2.5 ტონა. ...

Read More »

“თხევადი გაზის ღირებულება გაიზრდება” – მთავრობა სექტორს აქციზის გადასახადს უზრდის

იმპორტირებული თხევადი გაზის აქციზის გადასახადი შესაძლოა გაიზარდოს. საკითხზე პარლამენტში ორი მოსმენა გაიმართა. როგორც პარლამენტის წევრმა სულხან მახათაძემ განმარტა, საგადასახადო ცვლილება ითვალისწინებს დღეს არსებულ კანონმდებლობაში დაბეგვრის იმ ორეტაპიანი მოდელის ცვლილებას, რომელიც თხევადი აირების ნაწილში მოქმედებს. „კერძოდ, პირველი ეტაპია, როდესაც თხევადი აირი მიეწოდება მოსახლეობას და მისი ღირებულებაა 120 ლარი 1 ტონაზე. მაგრამ, როდესაც თხევადი აირი მიეწოდება სატრანსპორტო საშუალებებს, ამას ემატება 180 ლარი. ...

Read More »

რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა გუსტავო ლოპესის დამარცხების შედეგად

14 ივნისს, მერაბ დვალიშვილი UFC-ში უსტავო ლოპესი დაამარცხა, რითაც ჯამში 23 500 დოლარი გამოიმუშავა. აქედან 10 000 დოლარი გარანტირებული ჰქონდა, ხოლო დამატებით 10 000 გამარჯვებისთვის მიიღო. 3 500 დოლარი სასპონსორო თანხას ითვალისწინებს, რაც შეეხება დამარცხებულ გუსტავო ლოპესს, დვალიშვილთან ბრძოლით მან 19 ათასი დოლარი გამოიმუშავა, საიდანაც ბრძოლისთვის 14 ათასი გარანტირებული ჰქონდა, დანარჩენი 5 ათასი კი სასპონსორო თანხაა.

Read More »

მაისში ფულადი გზავნილების მოცულობა 9.6 პროცენტით შემცირდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2020 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 131.8 მლნ აშშ დოლარი (421.6 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 9.6 პროცენტით (13.9 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2019 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ცენტრალური ბანკის მონაცემებით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.8 პროცენტი იმ 14 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ მაისში ერთ მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. პირველ ადგილს, ...

Read More »

კონგრესმენი ბეიკონი ივანიშვილის შესახებ ჩანაწერზე: დოკუმენტის ეს ნაწილი მე არ დამიწერია, ტექსტის შედგენაზე ტექნიკურმა ექსპერტებმა იმუშავეს

„რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა, დონ ბეიკონმა კომენტარი გააკეთა დოკუმენტზე, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი და ვიქტორ მედვედჩუკი რუსეთის პრეზიდენტის ახლო მოკავშირეებად არიან მოხსენიებულნი. გადაცემა Пограничная ZONA-სთვის მიცემულ ინტერვიუში კონგრესმენმა აღნიშნა, რომ დოკუმენტის ეს ნაწილი მას არ დაუწერია და საამისოდ ტექნიკური ექსპერტები აიყვანეს. ჟურნალისტის კითხვას, თუ როგორ შედგა დოკუმენტი, დონ ბეიკონმა უპასუხა: „მე ამ დოკუმენტის ეს ნაწილი არ დამიწერია. ჩვენ ტექნიკური ექსპერტები ავიყვანეთ, რომლებიც დაგვეხმარნენ დოკუმენტის შედგენაში. ...

Read More »