Home » 2020 » June » 13

Daily Archives: June 13, 2020

სპეციალისტების ვარაუდით, აბასთუმნის ტყეში ხანძარი ხელოვნურად არის გაჩენილი

სპეციალისტების ვარაუდით, აბასთუმნის ტყეში ხანძარი ხელოვნურად არის გაჩენილი. როგორც ადგილზე მყოფი სპეციალისტები აცხადებენ, ტყე კონტროლდება სპეციალური დრონით, რომელიც იმგვარადაა დაპროგრამებული, რომ უმცირეს ნაპერწკალსაც კი აფიქსირებს, რათა დროულად მოხდეს ხანძრის გავრცელების პრევენცია. დრონმა ხანძრის კერის დაფიქსირებამდე რამდენჯერმე გადაუფრინა ტყის მასივს და ხანძრის ნიშნები არაფერი დაფიქსირებულა. გარდა ამისა, სპეციალისტების განცხადებით, მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ წუხელ, მთელი ღამის განმავლობაში წვიმდა და ტყე პრაქტიკულად სველია, ...

Read More »

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი ავტოავარიის დროს ბავშვს დაეჯახა

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი არსენ ტოროსიანი მანქანით დაეჯახა 10 წლის ბავშვს. სომხური წყაროების ცნობით, ამის შესახებ ტოროსიანმა თავადვე გაავრცელა ინფორმაცია ფეისბუკის საშუალებით. „მინდა გაცნობოთ, რომ საათ-ნახევრის წინ მოხდა ავარია, ჩემი ავტომობილის საჭესთან მე ვიმყოფებოდი. მივდიოდი სამსახურში და ვარდანიანცის ქუჩაზე გავიტანე 10 წლის ბიჭი. ბავშვი პირადად მივიყვანე საავადმყოფოში, სადაც იგი გამოიკვლიეს. მას აღმოაჩნდა ნაკაწრები მარჯვენა ხელზე“, – წერს ტოროსიანი და დასძენს, რომ ბავშვი ...

Read More »

ოთხმა ევროპულმა ქვეყანამ კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებით ხელშეკრულება გააფორმა

ოთხმა ევროპულმა ქვეყანამ, იტალიამ, გერმანიამ, საფრანგეთმა და ნიდერლანდებმა კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებით, ბრიტანულ-შვედურ ფარმაცევტულ და ბიოფარმაცევტულ კომპანიასთან, AstraZeneca-სთან ხელშეკრულება გააფორმა, – ამის შესახებ Reuters-ი იტალიის ჯანდაცვის მინისტრის, რობერტო სპერანცას Facebook-სტატუსზე დაყრდნობით წერს. კონტრაქტი ქვეყნებისთვის 400 მილიონი დოზა ვაქცინის გადაცემას ითვალისწინებს. საუბარია ექსპერიმენტულ ვაქცინაზე, რომელზეც ოქსფორდის უნივერსიტეტის წამყვანი მეცნიერები მუშაობენ და, სავარაუდოდ, კვლევები შემოდგომაზე დასრულდება. იტალიის ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ვაქცინის პირველ პარტიას 2020 ...

Read More »

იმუშავე საიდანაც გინდა – აქ და ახლა თიბისი თავის გუნდს სამუშაო ლოკაციის არჩევანის თავისუფლებას აძლევს

აქ.ახლა, თიბისის გრძელვადიანი სტრატეგიული გადაწყვეტილებით, გუნდის თითოეულ წევრს აქვს სრული თავისუფლება, თავად აირჩიოს საიდან იმუშავებს – ოფისიდან, სახლიდან თუ მისთვის სასურველი ნებისმიერი სხვა ადგილიდან. კომპანიის ეს გადაწყვეტილება თიბისელებს სამსახურისა და პირადი ცხოვრების უკეთ დაბალანსების შესაძლებლობას მისცემს. თიბისისთვის თითოეული თანამშრომლის ბედნიერება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. კომპანიამ გუნდის წევრების მოსაზრების გასარკვევად, გამოკითხვა ჩაატარა და გადაწყვეტილებაც სწორედ ამ კვლევის შედეგების საფუძველზე მიიღო. გამოკითხვის მიხედვით, თიბისელების ...

Read More »

„ინვესტორისთვის უფრო მნიშვნელოვანია ადგილობრივი ეკონომიკური ზრდის რისკები, ვიდრე კურსის მოკლევადიანი რყევები“

„როდესაც ინვესტორი გრძელ ვადას უყურებს, მისთვის უფრო მნიშვნელოვანია ადგილობრივი ეკონომიკური ზრდის რისკები, ვიდრე კურსის მოკლევადიანი რყევების რისკები“, – ამის შესახებეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე აცხადებს. გვენეტაძე იმ რისკებზე საუბრობს, რომელიც მულტისავალუტო რეჟიმს ახლავს.  კობა გვენეტაძე განმარტავს, რომ პირობებში ქვეყანაში მიმოქცევაში არსებული ვალუტების მერყეობა ერთმანეთის მიმართ მნიშვნელოვნად გაზრდის ეკონომიკაში რისკებს. „მულტისავალუტო რეჟიმი, მისი ზედაპირული მიმზიდველობის მიღმა, არაერთ პრობლემასთანაა დაკავშირებული. მულტისავალუტო რეჟიმის ...

Read More »

დისტანციურ რეჟიმში მუშაობით ჩვენი გუნდის წევრები უფრო ბედნიერები და პროდუქტიულები არიან – ვახტანგ ბუცხრიკიძე

თიბისი ბანკის CEO დარწმუნებულია, რომ თიბისი აღარ იქნება ისეთი, როგორიც თებერვალში იყო და მუშაობის ახალ ეტაპზე გადადის. ვახტანგ ბუცხრიკიძე ამბობს, რომ თიბისისთვის ახალი რეალობა გამოწვევებთან ერთად, ახალი შესაძლებლობების მომცემი აღმოჩნდა. თიბისის გადაწყვეტილებით, გუნდის თითოეულ წევრს თავისუფლებას აძლევს აირჩიოს საიდან იმუშავებს – ოფისიდან, სახლიდან თუ მისთვის სასურველი ნებისმიერი სხვა ადგილიდან. კომპანიას მიაჩნია ეს გადაწყვეტილება თიბისელებს სამსახურისა და პირადი ცხოვრების უკეთ დაბალანსების შესაძლებლობას მისცემს. ...

Read More »

ევროკავშირის COVID-19-ის საწინააღმდეგოდ მთლიანი დაფინანსება 36 მილიარდ ევროს აღწევს

მიმდინარე კვირაში ევროკომისიამ დაამტკიცა დასკვნები “Team Europe” პაკეტთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირის COVID-19-ის პანდემიაზე გლობალური პასუხის ნაწილია. ამ დასკვნებში ევროკომისია გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ‑19-ის პანდემიის გლობალური გავრცელების გამო, რომელსაც კვლავაც ეწირება ადამიანების სიცოცხლე მთელ მსოფლიოში, და აქვს მასშტაბური სოციალური და ეკონომიკური გავლენა. დღეისათვის ევროკავშირის მიერ უკვე მობილიზებულია 36 მილიარდი ევრო, რომელიც გამოყენებული იქნება COVID-19-ის კრიზისის დამანგრეველ შედეგებთან საბრძოლველად ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებსა ...

Read More »

ბოლო 8 წლის განმავლობაში საქართველო უფრო დემოკრატიული და სტაბილური ხდება – აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში

საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი უილიამ კორტნი აშშ-ს რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტის ანგარიშს სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც კორტნი აღნიშნავს, ბოლო რვა წლის განმავლობაში საქართველო უფრო დემოკრატიული და სტაბილური ხდება. „რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტის ანგარიში სწორად უჭერს მხარს საქართველოს მხარდამჭერ აქტს, თუმცა არასწორია მტკიცება, რომ ბიძინა ივანიშვილი პუტინის „ახლო მოკავშირეა“ და „ჩართულია საქართველოს დესტაბილიზაციაში“. ბოლო რვა წლის განმავლობაში საქართველო უფრო დემოკრატიული და სტაბილური ხდება“, – აღნიშნავს ...

Read More »

მალხაზ მაჩალიკაშვილი – გადავწყვიტე მაჟორიტარობა, მე უნდა ვიყო პარლამენტში

მალხაზ მაჩალიკაშვილმა გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“ განმარტა, რომ ის ამას ყველა იმ ადამიანისთვის აკეთებს, რომლებიც მახინჯი სისტემისგან დაიჩაგრნენ. „ამ ორი წლის და ხუთი თვის განმავლობაში ყველა იმ ადამიანის შესაძლებლობებს გადავაბიჯე, იმდენი ჯოჯოხეთი გამოიარე, ყველაფერი გავაკეთე ქვეყნის საზოგადოების იმ ნაწილისთვის რომ მეთქვა, თემირლანი არ ყოფილა დამნაშავე. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ჩემ ტკივილთან ერთად იმ ადამიანების ტკივილი და გაუბედურებული, უსამართლოდ დაჩაგრული ადამიანების ტკივილიც დაემატა. ...

Read More »

დარჩება თუ არა საქართველო ევროპული და უსაფრთხო ინტერნეტის გარეშე? – რა გადაწყვეტილებას მიიღებს კომუნიკაციების კომისია 25 ივნისს

25 ივნისს, კომუნიკაციების კომისია კიდევ ერთხელ იმსჯელებს „კავკასუს ონლაინის“ საკითხზე. დიდი ალბათობით, სწორედ ამ დღეს გადაწყდება ჩამოართმევენ თუ არ კომპანიას ლიცენზიას იმ ხარვეზის გამო, რომელიც მას 2019 წელს დაუფიქსირდა, რისთვისაც „კავკასუს ონლაინმა“ ჯარიმაც გადაიხადა და კომუნიკაციების კომისიას სადავო საკითხზე ამომწურავი ინფორმაციაც მიაწოდა. თუმცა, კომუნიკაციების კომისიაში აცხადებენ, რომ საჭიროა კომპანიის მიერ უნებართვოდ გასხვისებული წილის საწყის მდგომარეობაში დაბრუნება. წილის არსებულ მდგომარეობაში არსებობის ...

Read More »