Home » 2020 » June » 12

Daily Archives: June 12, 2020

„თეგეტა მოტორსის“ თანამშრომლებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ

თეგეტა მოტორსის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით და ვირუსის შემდგომი გავრცელების პრევენციის მიზნით, 10 ივნისს, კომპანიის 350-მდე თანამშრომელს ჩაუტარდა კორონავირუსის (Covid 19) გამოსავლენი ტესტი. ვირუსი არ დაუდასტურდა არცერთ მათგანს. ამასთანავე, კომპანიის ის თანამშრომლები რომლებიც უშუალო კონტაქტში იმყოფებოდნენ ინფიცირებულთან, გადაიყვანეს კარანტინში და დამატებით ჩაუტარდათ ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა. 12 ივნისს, PCR ტესტირების შედეგად „თეგეტა მოტორსის“ არცერთ სხვა თანამშრომელს არ დაუდგინდა კორონავირუსი (Covid 19). „თეგეტა მოტორსი“, ...

Read More »

WENDY’S-სა და DUNKIN-ში დარბაზებში შეკვეთის განახლებული ტექნოლოგიები დაინერგა

ამერიკული ქსელ WENDY’S-ისა და DUNKIN-ში რესტორნების დარბაზებში შეკვეთების მიღების განახლებული ტექნოლოგიები დაინერგა. მალე მომხმარებელი რესტორნებში მენიუს შეკვეთას QR კოდის საშუალებით, DUNKIN-ში კი თანამედროვე კიოსკების მეშვეობით შეძლებს, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს მომსახურების დროს, უკონტაქტოს გახდის სასურველი მენიუს შეკვეთის პროცესს და მეტად დაცული და უსაფრთხო იქნება ანგარიშსწორება. მომხმარებლისთვის სავალდებულოა დეზობარიერის  და თერმოსკრინინგის გავლა, ხელების სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება, ორ მეტრიანი დისტანციის დაცვა; რეკომენდებულია უნაღდო ანგარიშსწორება. მომხმარებელს ...

Read More »

ლევან კოღუაშვილი და ნესტან-ნენე კვინიკაძე – ქართული კინო აქ.ახლა

თიბისის Live-სესიები – აქ.ახლა – გრძელდება. 12 ივნისს, 19:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს ვირტუალურად დაესწროს რეჟისორ ლევან კოღუაშვილის სესიას თიბისის Facebook გვერდის (https://www.facebook.com/tbcbank/) დახმარებით. ლაივ-ჩართვა დიალოგის რეჟიმში ჩატარდება, რომლის მოდერატორი მწერალი ნესტან-ნენე კვინიკაძე იქნება. სესიის – „ქართული კინო – აქ.ახლა“ ფარგლებში, ლევან კოღუაშვილი რეჟისორის პროფესიის თავისებურებებთან ერთად, თავის მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმებზე ისაუბრებს. რეჟისორი გაგვიზიარებს გამოცდილებას იმის შესახებ, თუ ...

Read More »

ნენსკრა ჰიდრომ“ სვანეთში შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით ვებ-გვერდი შექმნა

ნენსკრა ჰესის საპროექტო კომპანიამ – სს „ნენსკრა ჰიდრომ“ სვანეთში შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით ვებ-გვერდი – www.chubekhevi.ge  შექმნა.  ორენოვანი ვებ-გვერდი „ნენსკრა ჰიდროს“ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში შეიქმნა და მესტიის მუნიციპალიტეტის ჯერ კიდევ უცნობი ადგილების – ნენსკრასა და ნაკრას ხეობების ტურისტული პოტენციალის შესახებ ქართველი და უცხოელი დამსვენებლების ინფორმირებას ისახავს მიზნად. ვებ-გვერდის დასახელება – „ჩუბეხევი“ ისტორიული სახელია ზემო სვანეთის იმ ორი ხეობისა, სადაც ჭუბერისა ...

Read More »

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კურსის ფორმირების მექანიზმს ხსნის

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძე სავალუტო ბაზარზე კურსის მოკლევადიანი მერყეობის მიზეზებს განმარტავს. გვენეტაძემ აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. „ვალუტის კურსი, ანუ ერთი ვალუტის მეორე ვალუტით გამოსახული ფასი, სავალუტო ბაზარზე ყალიბდება, სადაც ვალუტას ზოგი ყიდის, ზოგიც კი, ყიდულობს. არსებობს მოსაზრება, რომ ვალუტის კურსის ფორმირება ბანკების მიერ ხდება, რადგანაც სწორედ ისინი ყიდიან და ყიდულობენ ვალუტას, თუმცა, ეს ბოლომდე ასე არ არის. ...

Read More »

„ცხოვრების დონე და ფასების სტაბილურობა, რომელიც პირდაპირი ვალია ეროვნული ბანკის, ჩვენს ქვეყანაში არასოდესაა დაცული“

„ცხოვრების დონე და ფასების სტაბილურობა, რომელიც პირდაპირი ვალია ეროვნული ბანკის, ჩვენს ქვეყანაში არასოდესაა დაცული“, – ამის შესახებ, დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძე აცხადებს.მისივე თქმით, ეროვნული ბანკი უფრო მეტ ყურადღებას ანიჭებს სტატისტიკას ბუღალტერიას, რომ თავისი მაჩვენებლები მაქსიმალურად მორგებული ჰქონდეთ საერთაშორისო სტანდარტებს. „გამომდინარე იქედან, რომ ეროვნული ბანკი უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ სტატისტიკას და ასე ვთქვათ ბუღალტერიას, რომ თავისი მაჩვენებლები მაქსიმალურად მორგებული ჰქონდეთ საერთაშორისო სტანდარტებს. ...

Read More »

თურქეთმა COVID-19-ის საწინააღმდეგო პრეპარატი წარმოადგინა

თურქეთის მრეწველობისა და ტექნოლოგიის მინისტრმა მუსტაფა ვარანკმა COVID-19-ის საწინააღმდეგო ადგილობრივი წარმოების პირველი პრეპარატი წარმოადგინა. “კლინიკური კვლევის დასრულებისა და ლიცენზიის მინიჭების შემდეგ, პრეპარატი გამოყენებული იქნება არა მარტო თურქეთში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. დარწმუნებული ვარ, თურქეთი მიაღწევს სერიოზულ წარმატებებს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში”, – განაცხადა მინისტრმა. პრეპარატი “ფავიპირავირი” (Favipiravir) TBÜTAK-ის სამეცნიერო და ტექნიკური კვლევითი საბჭოს სპეციალისტებმა შექმნეს. წამლის შექმნაზე 32 მეცნიერი 40 დღის ...

Read More »

რუსეთმა ასადი ფულის გარეშე დატოვა – სირიის ვალუტა 4 დღეში 50%-ით გაუფასურდა

სირია მძიმე სავალუტო კრიზის განიცდის. სირიული ფუნტი დოლართან მიმართებით საგრძნობლად გაუფასურდა და გასული კვირის შუაში ისტორიული მინიმუმიც კი დააფიქსირა. ვალუტა განიცდის ყოველღიურ ვარდნას: გასულ ხუთშაბათს, 4 ივნისს, დოლარის ფასმა პირველად მიაღწია 2000 ფუნტის ნიშნულს. სამშაბათს, 9 ივნისს, ღირებულებამ 3000 ფუნტს მიაღწია, ხოლო ოთხშაბათს 3500 ფუნტს. კვირის განმავლობაში, სირიული ფუნტისთვის დოლარი 75%–ით გაძვირდა, წლის დასაწყისიდან 250% ით, ხოლო სამოქალაქო ომის 9 ...

Read More »

თურქეთში ქართველი მუშახელი სხვა ქვეყნების წარმომადგენლებმა ჩაანაცვლეს

კორონავირუსის პირობებში ჩაკეტილი საზღვრების გამო თურქეთში, რიზეში, ქართველი დასაქმებულები სენეგალიდან, ავღანეთიდან და უზბეკეთიდან ჩასულმა მიგრანტებმა ჩაანაცვლეს. ინფორმაციას ამის შესახებ Hurriyetdaily ავრცელებს. პარალელურად, საქართველოში, ბათუმში, დასაქმებულთა აქციები იმართება. მათი ჯგუფი, უმეტეს წილად ქალები, ამბობენ, რომ საზღვრის ჩაკეტვის შემდეგ, მათ შემოსავლის ერთადერთი წყარო გაუქრათ. ამასთანავე მთავრობის ერთჯერად 300-ლარიან დახმარებას კი ვერ იღებენ. იმის შემდეგ, რაც საქართველომ საზღვარი ჩაკეტა, თურქეთში ჩაის პლანტაციებზე მუშახელის ნაკლებობა გაჩნდა. გამოცემა ...

Read More »

ქორწილის, ქელეხის, იუბილის, ნათლობისა და სხვა ტიპის თავყრილობის გამართვის შემთხვევაში, სუფრაზე მყოფი ყველა პირი სათითაოდ, 2 000 ლარით დაჯარიმდება

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი საზოგადოებას ქორწილის, ქელეხის, იუბილისა და ნათლობის გადახდისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს. როგორც ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, 10-ზე მეტი პირის თავშეყრა დაჯარიმდება და 2000-ლარიანი ჯარიმა გამოყნებული იქნება ყველა იქ მყოფი პირის მიმართ, ასევე 10 000-ლარიანი ჯარიმა იურიდიული პირის მიმართ. „რამდენიმე ჩემმა კოლეგამაც მკითხა, როდემდე არის შეზღუდვები ქორწილების გადახდასთან დაკავშირებით. სოციალურ ღონისძიებებზე, როგორიც არის ნათლობა, იუბილე, მოგეხსენებათ, რომ ...

Read More »