Home » 2020 » June » 11

Daily Archives: June 11, 2020

პოლონეთის პრეზიდენტი: პოლონეთში ერთნაირსქესიანთა ქორწინება არ იქნება

პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებით, ქვეყანაში ერთნაირსქესიანთა ქორწინება და ერთნაირსქესიანთა წყვილების მიერ შვილების აყვანა არ მოხდება. “ოჯახის ინსტიტუტის დაცვას, ჩემი აზრით, სახელმწიფოს ნორმალური ფუნქციონირებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ოჯახი, ჩვენი კონსტიტუციის ნორმების მიხედვით, კაცისა და ქალის კავშირია. არ არის და ვერ იარსებებს რაიმე სხვა ფორმის ოჯახები”, – თქვა პოლონეთის პრეზიდენტმა. ასევე, დუდამ თქვა, რომ არც ერთნირსქესიანთა წყვილებს მისცემს შვილების აყვანის უფლებას. ...

Read More »

უკრაინის ელჩი – სააკაშვილი არ არის საქართველოს მოქალაქე, მაგრამ არის ქართველი და არასოდეს შეწყვეტს ქართველობას, საქართველო სულ მის გულშია

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის ელჩ იგორ დოლგოვთან შეხვედრა დასრულდა. დოლგოვის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებული საკითხის გარდა, მხარეებმა სხვა თემებიც განიხილეს, მათ შორის პანდემიასთან ბრძოლის კუთხით. „პირველ რიგში, მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენ არასოდეს ვზღუდავთ მხოლოდ ერთი საკითხით ჩვენს დისკუსიებს, რომელიც ასეთ მაღალ დონეზე იმართება. თუნდაც ეს იყოს ძალიან მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული. ასე რომ, ჩვენ სხვა ბევრი საკითხიც განვიხილეთ, მათ შორის ...

Read More »

პანდემიაზე დამანგრეველი ის ეკონომიკური ზომებია, რომელიც მივიღეთ – ნილ ფერგიუსონი

როგორ შეცვლის სამყაროს ახალი კორონავირუსი, რას ნიშნავს ის საერთაშორისო თუ შიდა პოლიტიკისთვის და უნდა ველოდოთ თუ არა რადიკალურ ცვლილებებს ჩვენს ცხოვრებაში – ამ თემებზე “ამერიკის ხმის” ჟურნალისტი ანი ჩხიკვაძე ცნობილ ისტორიკოსს, ჰუვერის ინსტიტუტის უფროს მკვლევარს და ასევე ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორ ნილ ფერგიუსონს ესაუბრა. როგორც ისტორიკოსი, თქვენ სწავლობთ, თუ როგორ შეცვალა წინა პანდემიებმა საზოგადოება. რას უნდა ველოდოთ ახალი კორონავირუსის პანდემიის შემდეგ? ...

Read More »

„სპორტული დარბაზების გახსნას ცოტა დრო კიდევ დასჭირდება, ჯერ შეზღუდვების მოხსნის შედეგები უნდა ვნახოთ“

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, სპორტული დარბაზები, რა თქმა უნდა, გაიხსნება, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ. „რა თქმა უნდა გაიხსნება, ალბათ ცოტა დრო კიდევ დასჭირდება. ამდენი რამე გაიხსნა, ჯერ შედეგები ვნახოთ და მერე ალბათ ესენიც გაიხსნება. დახურულ სივრცეებში ადამიანები ჭადრაკის სათამაშოდ ხომ არ შედიან, ფიზიკური, ძლიერი დატვირთვა აქვთ, ნიღბებით ხომ ვერ ივარჯიშებენ? გივარჯიშიათ ოდესმე იქ? არ ყოფილხართ? ...

Read More »

ეკონომიკის რა ტიპის სტიმულირება მუშაობს?- ჯოზეფ სტიგლიცი და ჰამიდ რაშიდი

COVID-19-ის თავდაპირველი შოკის დროს, გასაგები იყო, რომ მთავრობებისა და ცენტრალური ბანკების პასუხი ლიკვიდურობის მასიური ინექცია იქნებოდა. თუმცა ახლა პოლიტიკის შემქმნელებმა უკან უნდა გაიხედონ და განიხილონ, ეკონომიკის სტიმულირების რომელი ფორმებია რეალურად საჭირო და რომელმა შეიძლება უფრო მეტი ზიანი მოიტანოს, ვიდრე სარგებელი. ავტორები: ჯოზეფ სტიგლიცი, ეკონომისტი, ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკის დარგში ჰამიდ რაშიდი, ეკონომისტი, გაეროს განვითარების პროგრამის კვლევის დეპარტამენტის ხელმძღვანელი (პირადი მოსაზრება) ...

Read More »

პუტინმა თვითიზოლაციიდან გამოსვლაზე უარი განაცხადა

პუტინმა თვითიზოლაციიდან გამოსვლაზე უარი განაცხადა კრემლის პრესმდივანის, დიმიტრი პესკოვის განაცხადებით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აგრძელებს კონტაქტების შეზღუდვას, მიუხედავად მოსკოვში თვითიზოლაციის რეჟიმის გაუქმებისა. მისი თქმით, პრეზიდენტი ვიდეოკონფერენციას იყენებს თავის ქვეშევრდომებთან კომუნიკაციისთვის და არ არის მითითებული კონკრეტული თარიღი, თუ როდის დაბრუნდება იგი ნორმალურ სამუშაო რეჟიმს. შეგახსენებთ, რომ პესკოვის მიერვე გაცხადებული ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი ნოვო ოგარევოს რეზიდენციიდან მუშაობს და მასთან მიახლოება კორონავირუსზე ...

Read More »

ბიზნესომბუდსმენის ოფისი „ლიდერფუდის“ საქმეზე კომენტარს, ჯერ-ჯერობით, თავს არიდებს

ბოლო ორი დღის განმავლობაში, „კომერსანტი“ ცდილობდა ბიზნესომბუდსმენის ოფისისგან გარკვეული პასუხი მიეღო იმის თაობაზე, როდის გააკეთებენ, ან საერთოდ გააკეთებენ თუ არა კომენტარს „ლიდერფუდის“ დამფუძნებლის, დავით ზეიკიძის მათდამი 8 ივნისს გაკეთებულ მიმართვაზე. ამ დრომდე მედიაჰოლდინგმა დასმულ შეკითხვებზე პასუხი ვერ მიიღო. შეგახსენებთ, დავით ზეიკიძემ ბიზნესომბუდსმენ მიხეილ დაუშვილს საჯარო წერილით მიმართა და მისგან, როგორც ბიზნესსექტორსა და ხელისუფლებას შორის დამაკავშირებელი რგოლისგან, პოზიციის გამოხატვა მოითხოვა „ლიდერფუდის“ ...

Read More »

„ვმუშაობთ აქტიურად ევროკავშირთან და ევროპალატასთან, რომ ქართულ მწარმოებლებს პირდაპირი წვდომა ჰქონდეთ ევროპულ ბაზრებთან“

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა და ევროპალატის დირექტორთა საბჭოს წევრმა გიორგი პერტაიამ, ევროპალატის პრეზიდენტმა, კრისტოფ ლეიტლმა, თურქეთის პალატათა და ბირჟათა გაერთიანების პრეზიდენტმა, რიფატ ჰისარჩიკლიოღლუმ და სერბეთის სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, მარკო კადესმა ონლაინ შეხვედრა გამართეს ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰელისთან, ონლაინ შეხვედრისას ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით მიზნობრივ დახმარებებზე, ბიზნეს სექტორში პანდემიის ფონზე შექმნილ გამოწვევებსა და ...

Read More »

„ეკონომიკა იხსნება, ბიზნესი იქოქება, მაგრამ სიფრთხილე უნდა დავიცვათ“

„ეკონომიკა იხსნება, ბიზნესი იქოქება, მაგრამ სიფრთხილე უნდა დავიცვათ“ – ასე გამოეხმაურა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დღეს გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოში ინფიცირების ახალი შემთხვევების შესახებ, რომლის დროსაც ინფექციის გავრცელების წყარო ჯერჯერობით დადგენილი არ არის. „ჩვენ ეტაპობრივად ვხსნით ეკონომიკას და ამ მონაპოვარს უნდა გავუფრთხილდეთ. იცით, რომ აქტიურად ვმუშაობთ 15 ივნისს შიდა ტურიზმის გასახსნელად. ვემზადებით, სრული მასშტაბით ...

Read More »

რუსეთი მოქალაქეებისთვის ქვეყნიდან გასვლის საბჭოთა პრაქტიკას აბრუნებს

რუსეთი ქვეყნიდან გასვლის საბჭოთა პრაქტიკაში ბრუნდება. საუბარია სანებართვო პროცედურებზე, რომლის მიხედვითაც მოქალაქეებს შეეძლებათ საზღვარგარეთ გამგზავრება. რუსეთის ფედერაციამ დაადგინა საპატიო მიზეზები, რომელთა გათვალისწინებით, კორონავირუსული შეზღუდვების პირობებში, მოქალაქეები ქვეყნის საზღვარს დატოვებენ. რუსეთის პრემიერ-მინისტრის, მიხაილ მიშუსტინის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულების თანახმად, რუსებს შეეძლებათ საზღვრის გადაკვეთა, თუკი ისინი დაადასტურებენ, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები ნათესავების მოსანახულებლად მიდიან, ასევე სამუშაოდ, სამკურნალოდ ან საზღვარგარეთ სასწავლებლად. იგივე შეზღუდვები იმოქმედებს იმ ...

Read More »