Home » 2020 » June » 10

Daily Archives: June 10, 2020

„თეგეტა მოტორსი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

„თეგეტა მოტორსი“ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიაა. ჩვენ ვადასტურებთ, რომ კომპანიის ადმინისტრაციის ერთ-ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა ვირუსი (COVID-19). აღნიშნული თანამშრომელი უკვე ერთი კვირაა რაც თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, რადგანაც როგორც ჩვენთვის ცნობილია, მას შესაძლო კონტაქტი ჰქონდა საბურთალოს კლასტერთან. აღნიშნული თანამშრომელს შეხება არ ჰქონდა მომხმარებელთან. ის საოფისე საქმიანობას ასრულებდა და ცენტრალურ ოფისში მუშაობდა. იდენტიფიცირებულია მისი ყველა კონტაქტი და ისინი გადაყვანილია იზოლაციაში. ამავდროულად ყველა თანამშრომელს ...

Read More »

დონალდ ტრამპი – „ფოქსი ნიუსი“ დაკარგულია

აშშ-ის პოლიციისთვის დაფინანსების გადახედვის საკითხის განხილვისას კონგრესიდან ამერიკული ტელეკომპანია „ფოქს ნიუსის“ პირდაპირი ეთერის უეცარ შეწყვეტას ქვეყნის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის უკმაყოფილება მოჰყვა. ტელეკომპანია საკითხის განხილვას კონგრესიდან პირდაპირ ეთერში გადასცემდა. აშშ-ის პრეზიდენტი მომხდარს „ტვიტერის“ მეშვეობით გამოეხმაურა. „დაუჯერებელია! „ფოქს ნიუსმა“ კონგრესის მოსმენის ტრანსლირება ზუსტად მნიშვნელოვანი მომხსენებლის გამოსვლამდე შეწყვიტა. ეს „სიენენის“ საქციელს უფრო ჰგავს. „ფოქსი“ დაკარგულია“, – წერს ტრამპი.

Read More »

„ჩვენი ეკონომიკის სტრუქტურა მეტწილად დამოკიდებულია რეგიონში და მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე“

ჩვენ გვაქვს მცირე, ღია ტიპის ეკონომიკა და მეტწილად ჩვენი ეკონომიკის სტრუქტურა დამოკიდებულია რეგიონში და მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე, აქედან გამომდინარე, ის კლება, რომელიც პროგნოზების თვალსაზრისით არსებობს, მეტწილად დაკავშირებულია ჩვენ გახსნილობასთან – ამის შესახებ ეკონომისტმა, ანდრია გვიდიანმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, მოთხოვნა მომსახურების სფეროსა და ზოგადად სერვისებზე შემცირებულია არამარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში და მისივე განმარტებით, ამან გადაცემის მექანიზმით საქართველოს ...

Read More »

„ჩვენი მიზანია კონკურენცია გავუწიოთ თურქულ პროდუქციას“ – კომპანია „ცეზარმა“ რძემჟავა პროდუქტების წარმოება დაიწყო

რძის პროდუქტების კომპანია ცეზარმა, რომელიც ამ დრომდე ძირითადად ყველის წარმოებაზე იყო ორიენტირებული, თავის ასორტიმენტს მაწონიც დაუმატა და მომავალში გეგმავს კიდევ უფრო გაზარდოს რძემჟავა პროდუქტების წილი წარმოებაში. კომპანიის დამფუძნებლის ცეზარ კახაძის განცხადებით, მაწვნის წარმოება რამდენიმე მიზეზის გამო დაიწყეს. გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე რძის ჭარბი მიწოდებაა წლის დანარჩენ სეზონებთან შედარებით, შედეგად მათ აქვთ საკმარისი რძე იმისათვის რომ ყველთან ერთად მაწონიც აწარმოონ, გარდა ამისა ამ ...

Read More »

ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე გამოტანილი $40 მლნ-დან $29.6 მლნ გაიყიდა

ეროვნულმა ბანკმა მორიგი ინტერვენცია განახორციელა. სავალუტო აუქციონზე სებ-ის მიერ გასაყიდად გამოტანილი $40 მლნ-დან 29,65 მლნ დოლარი გაიყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.0372 შეადგინა.

Read More »

რომან გოცირიძე – ლარის მიმდინარე მკვეთრ რყევებში დამნაშავეა ეროვნული ბანკი

„ლარის მიმდინარე მკვეთრ რყევებში დამნაშავეა ეროვნული ბანკი”, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძე აცხადებს. გოცირიძის თქმით, ლარის მკვეთრი რყევების განეიტრალება ევალება ეროვნულ ბანკს. „როდესაც ბიუჯეტის დეფიციტი უპრეცედენტო მასშტაბს აღწევს, მთავრობა 5 მილიარდი ლარის ეკვივალენტ საგარეო ვალს იღებს და იწყებს მის ხარჯვას, როცა ეს ფული ეროვნული ბანკის რეზერვებში ხვდება უცხოური ვალუტის სახით, ლარის მკვეთრი რყევების განეიტრალება ევალება ეროვნულ ...

Read More »

რუსეთში საბანკო სექტორის მოგება 64-ჯერ შემცირდა

რუსეთში, მაისის თვის მონაცემებით, რუსული საბანკო სექტორის მოგებამ მხოლოდ 500 მილიონი რუბლი შეადგინა. ამის შესახებ რუსეთის დუმაში სიტყვით გამოსვლისას რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა, ელვირა ნაბიულინამ განაცხადა. ”ხუთი თვის შედეგების თანახმად, კომერციულმა ბანკების წმინდა მოგებამ 561 მილიარდი რუბლი შეადგინა,” – განაცხადა ელვირა ნაბიულინამ და დასძინა, რომ ამ თანხის უმეტესობა წლის პირველ სამ თვეში გენერირდა. ”როდესაც პანდემიის გავლენა ჯერ კიდევ შეზღუდული იყო”. ...

Read More »

ღარიბაშვილი ვაზნების ქარხნის მშენებლობაზე: ეს საშვილიშვილო პროექტია, რომელსაც მე ჯარს დავუტოვებ

ჩემი დავალებით, უკვე დავიწყეთ მუშაობა ნატოს სტანდარტების შესაბამისი ყუმბარმტყორცნების, ყუმბარების, რაკეტების წარმოებაზე. ჩვენს შესაბამის და უნიკალურ ხალხს, რომელებიც იქ მუშაობენ მინდა, მადლობა გადავუხადო, რადგან მათი ღვაწლი საქართველოს წინაშე არის უაღრესად დიდი და ამ ადამიანებს, მათ ხედვებსა და გონებრივ პოტენციალს სჭირდება სწორი გამოყენება და ათვისება” – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“. გადაცემაში საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა დაპირებული ვაზნების ქარხნის მშენებლობაზეც გაამახვილა ...

Read More »

„რომ არა ანტიკრიზისული გეგმა, თბილისში სამშენებლო სექტორში 15-20 ათასი სამუშაო ადგილი დაიკარგებოდა“

m2-ის უძრავი ქონების თანადირექტორის, შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის გარეშე მხოლოდ თბილისში სამშენებლო სექტორში 15-20 ათასი სამუშაო ადგილი დაიკარგებოდა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ განაცხადა. „ჩვენ დიდი კომპანია ვართ და, რომ არა ანტიკრიზისული გეგმა, რაღაც გადაჯგუფებას მოვახდენდით, რაღაც ხარჯების ოპტიმიზაციას ჩავატარებდით, შეგვეძლო ზოგიერთი პროექტი დროში გაგვეწელა. გამომდინარე იქიდან, რომ დიდი საბინაო ფონდი გვაქვს, შევძლებდით ამ კრიზისის გადალახვას, ...

Read More »

თხევად გაზზე შესაძლოა აქციზის განაკვეთი შეიცვალოს

იმპორტირებული თხევადი გაზის აქციზის გადასახადი შესაძლოა 450 ლარი გახდეს. საკითხზე პარლამენტში პირველი მოსმენა დღეს გაიმართება. „საგადასახადო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების მიზანი თხევადი აირის იმპორტთან დაკავშირებით კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრაა. პროექტის მიხედვით, თხევადი გაზის იმპორტი დღეს არსებული რთული, ორ ეტაპიანი დაბეგვრის ნაცვლად, ერთ რეჟიმს დაექვემდებარება.

Read More »