Home » 2020 » June » 09

Daily Archives: June 9, 2020

ჯანმოს წარმომადგენელი – მეტწილად უცნობია, არის თუ არა უსიმპტომო ადამიანი კორონავირუსის გადამტანი

მეტწილად უცნობია, არის თუ არა უსიმპტომო ადამიანი კორონავირუსის გადამტანი , – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, მარია ვან კერხოვემ, განაცხადა, რითაც მან განმარტება გააკეთა საკუთარ კომენტარზე, რომელმაც საზოგადოების ნაწილში დაბნეულობა გამოიწვია. „ვიცით, რომ ზოგიერთ ადამიანს, რომელიც ასიმპტომურია, ანუ რომელსაც სიმპტომები არ აქვს, ვირუსის სხვა ადამიანზე გადატანა შეუძლია – რაც ახლა უკეთ უნდა გავიგოთ, არის ის, თუ მოსახლეობის, რა ნაწილს არ ...

Read More »

თურნავა – 2 მილიარდი ლარი დეპოზიტზე გვაქვს გადადებული, რომ მომავალი რისკები დავაზღვიოთ

მოგვიწევს კოვიდთან ერთად ცხოვრება, რაც დამატებით ძალისხმევას საჭიროებს. ადამიანებს გაუჭირდებათ, ბიზნესებს გაუჭირდება და ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ამისთვის საკუთარი რესურსით ვერცერთი ქვეყანა ვერ გავა ფონს , – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. მისი თქმით, ისეთი პატარა ქვეყანა, როგორიც საქართველოა, ამ გლობალური გამოწვევის წინაშე პარტნიორების იმედად არის. „მეორე მსოფლიო ომის ...

Read More »

პენსიის ინდექსაციის შესახებ კანონპროექტს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

საქართველოში პენსია, ეკონომიკურ პარამეტრებზე დაყრდნობით, ყოველწლიურად გაიზრდება. პენსიის ინდექსაციის შესახებ კანონპროექტს პარლამენტმა პირველი მოსმენით (81 მომხრე) მხარი დაუჭირა. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილების პროექტის თანახმად, პენსიის ოდენობა ყოველწლიურად განისაზღვრება პარლამენტში წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტის წარდგენისას. რაც შეეხება ზრდის ოდენობას, პენსია ყოველწლიურად შემდეგი მეთოდით გაიზრდება: 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისათვის – ბოლო 12 თვის ინფლაციის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულის, მაგრამ არანაკლებ ...

Read More »

„YES Hackathon Contain COVID-19“-ის გამარჯვებული ახალგაზრდა წყვილის ინოვაციური ვებ-აპლიკაცია კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიის დიაგნოსტირებისთვის

მარტში ფონდმა „კრისტალმა“, „USAID YES Georgia“-სა და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალის“ მხარდაჭერით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან (NCDC) თანამშრომლობით, ჩაატარა ონლაინ ჰაკათონი „YES Hackathon Contain COVID-19“-ი, რომლის ერთ-ერთი გამარჯვებული ქართველი წყვილი გახდა: ანრი და ნატა. ჰაკათონის მიზანი იყო სამეწარმეო იდეების მხარდაჭერა რომლებიც Covid19-ის  გავრცელებას ებრძვიან და  ვირუსის გავრცელებით გამოწვეულ ნეგატიური შედეგების და რისკების შემცირებას ემსახურებიან. ბიზნეს წამოწყებების დასაფინანსებლად ...

Read More »

შეუძლებელია ინფლაციის მოთოკვა იმ პოლიტიკით, რომელსაც ეროვნული ბანკი ატარებს – პაატა ბაირახტარი

გასულ კვირას პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტს უსმენდნენ. გვენეტაძეს დეპუტატების საკმაოდ მწვავე კითხვებზე მოუწია პასუხის გაცემა. მათ შორის იმაზეც, თუ რატომ ვერ ახერხებს უკვე 2 წელია ეროვნული ბანკი ინფლაციის მართვას. ცხადია, კობა გვენეტაძის გამოსვლას პარლამენტს გარეთაც, ეკონომისტებსა თუ აკადემიურ წრეებშიც  მოჰყვა შეფასებები. სწორედ ეკონომისტსა და „აფბას“ ვიცე-პრეზიდენტს, პაატა ბაირახტარს ვთხოვეთ სებ-ის პრეზიდენტის გამოსვლის შეფასება. როგორც ბაირახტარი აღნიშნავს, სებ-ის პრეზიდენტის გამოსვლა დამაკმაყოფილებლად ...

Read More »

თიბისი დაზღვევის ახალი პროდუქტი – ავტომინი გაზღვევს მაშინ, როდესაც ავტოსაგზაო შემთხვევა შენი ბრალი სულაც არაა

სხვისი ბრალეულობით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა და დაზღვევის ხელმისაწვდომი ფასი – აქ და ახლა თიბისი დაზღვევა შენ საჭიროებებზე მორგებულ ახალ პროდუქტს გთავაზობს,- ამის შესახებ თიბისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. თიბისის ინფორმაციით, ავტომინი გაზღვევს მაშინ, როდესაც ავტოსაგზაო შემთხვევა შენი ბრალი სულაც არაა. “საგნის დაცემა, ძარცვა, სეტყვა ან საქარე მინის დაზიანება – იმ რისკების არასრული ჩამონათვალია, რომლის შერჩევაც მომხმარებელს საკუთარი სურვილის მიხედვით შეუძლია. ავტომინის ...

Read More »

აგარის შაქრის ქარხანამ მუშაობა განაახლა, სახელმწიფო ხელს უწყობს ქართულ წარმოებას – ლევან დავითაშვილი

ლევან დავითაშვილი: „აგარის შაქრის ქარხანამ მუშაობა განაახლა. სახელმწიფო ხელს უწყობს ქართულ წარმოებას, რათა ქართული პროდუქციით დავაკმაყოფილოთ ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნა“ აგარის შაქრის ქარხანა ერთ-ერთი პირველია, რომელიც მთავრობის ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის პროგრამის საფუძველზე ამოქმედდა. ქარხანაში 500 ადგილობრივია დასაქმებული და პროდუქციის დღიური წარმადობა 500 ტონამდეა. რაც ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნის დიდი ნაწილის დაკმაყოფილების შესაძლებლობას იძლევა. ახალ ქარხანაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ...

Read More »

“აგარის შაქრის” ქარხანა იმპორტირებულ შაქარს 50%-ით ჩაანაცვლებს

„აგარის ქარხნის მიერ წარმოებული ქართული შაქარი დაახლოებით 50%-ით ჩაანაცვლებს იმპორტირებულ შაქარს, რაც მნიშვნელოვნად აისახება ფასებზეც“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრმა ნათია თურნავამ, რომელმაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად აგარის ქარხანაში განახლებული სამუშაო პროცესი დაათვალიერა და სამომავლო გეგმებს ადგილზე გაეცნო. ეკონომიკის მინისტრმა ხაზი გაუსვა ადგილობრივი წარმოების მნიშვნელობას როგორც ...

Read More »

„დელტა შესაძლოა გახდეს ერთ-ერთი ფაბრიკის პარტნიორი, რომელიც სრულად ემსახურებოდა ექსპორტს“

„დელტა შესაძლოა, გახდეს ერთ-ერთი ფაბრიკის პარტნიორი, რომელიც სრულად ემსახურებოდა ექსპორტს,“- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პალიტრანიუსის გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა. „დელტა“ მუშაობს ძალიან საინტერესო შემოთავაზებაზე, რომ გავხდეთ ერთ-ერთი ფაბრიკის პარტნიორი, რომელიც არის აღჭურვილი უახლესი იტალიური და იაპონური დანადგარებით, რომელიც სრულად ემსახურებოდა ექსპორტს. კორონას კრიზისის გამო, ამ საწარმოს შეექმნა პრობლემები. ვინაიდან, გაჩერდა წარმოება და ახლა ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ „დელტა“ ...

Read More »

1-ელ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 41.7%-ით შემცირდა

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წლის 1-ელ კვარტალში 165.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის 1-ლი კვარტალის წინასწარ მონაცემებზე 41.7 პროცენტით ნაკლებია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულება და რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა ...

Read More »