Home » 2020 » June » 08

Daily Archives: June 8, 2020

„ახლა რაც ლარს ამყარებს, ეს არის მოლოდინები, ოღონდ არა ნეგატიური, არამედ პირიქით, ოპტიმისტური“

საფინანსო საკითხების ექსპერტის, პროფესორ გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, ლარი კიდევ უფრო გამყარდება. ამის შესახებ ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან ლარის კურსის გამყარების ფაქტორების შესახებ ისაუბრა. „ლარის გამყარებაზე მოქმედებს როგორც წმინდა ეკონომიკური ფაქტორები, ასევე, მოლოდინებიც, რომლებიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. ხშირად ამ მოლოდინებს საკმაოდ დიდი კორექტურა მოუხდენია ლარის კურსზე. როცა არის აჟიოტაჟები ან პანიკა, მაშინ სულ რომ პოზიტიური იყოს ეკონომიკური მაჩვენებლები, ...

Read More »

„ანტიდემპინგური კანონი არა მხოლოდ ადგილობრივ წარმოებებს დაიცავს დემპინგური იმპორტისგან, არამედ ასეთ საწარმოში დასაქმებულებსაც“

კანონპროექტის მიზანია ადგილობრივი ინდუსტრიის დაცვა დემპინგური იმპორტისგან. ამით სახელმწიფო დაიცავს არა მხოლოდ ადგილობრივ წარმოებებს, არამედ ასეთ საწარმოებში დასაქმებულებსაც. დემპინგი ზღუდავს კონკურენციას ბაზარზე, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ პარლამენტში კანონპროექტის „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ განხილვისას. მისი თქმით, თუკი მოკვლევა დაადგენს, რომ არსებობს კავშირი დემპინგურ იმპორტსა და ადგილობრივი ინდუსტრიის მატერიალურ ზიანს შორის, ადგილობრივი ინდუსტრიის დაცვის მიზნით, ...

Read More »

მომავალ ზამთარს კორონავირუსის მეორე, უფრო მომაკვდინებელი ტალღაა მოსალოდნელი – ჯანმოს ევროპის რეგიონული დირექტორი

ევროპაში მომავალ ზამთარს კორონავირუსის მეორე, უფრო მომაკვდინებელი ტალღაა მოსალოდნელი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ექიმმა ჰანს კლუგემ გამოცემა „ტელეგრაფისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. ჰანს კლუგეს თქმით, ევროპული ქვეყნები უნდა მოემზადონ კორონავირუსის მეორე მომაკვდინებელი ტალღისთვის, რადგან „კოვდ-19“-ის პანდემია დასრულებული არ არის. მისი თქმით, „ახლა არა ზეიმის, არამედ მზადების დროა“. ექიმი კლუგეს თქმით, ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და იტალია კორონავირუსის შემთხვევების კლება არ ნიშნავს, რომ პანდემია დასასრულს უახლოვდება. ...

Read More »

სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზაზე 8 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა

საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის 8 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია, ინტენსიური სამუშაოების შედეგად ვადაზე ადრე დასრულდა. სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზა მოძრაობის მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა, ამ გზით ხორციელდება ქვეყანაში შემოსული ძირითადი სატრანზიტო გადაზიდვები, შესაბამისად ამ მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. „სარეაბილიტაციო მონაკვეთზე, გზის საფარი დაზინებული იყო და სასწრაფოდ საჭიროებდა სრულ რეაბილიტაციას. არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, რეაბილიტაციის პროექტით, განხორციელდა მიწის სამუშაოები, გზის სავალი ...

Read More »

“მე ეთნიკური აზერბაიჯანელი ვარ – დავით გარეჯი ქართული კულტურის ძეგლია!”

სოციალურ ქსელში, ვრცელდება ისტორიკოს შირვან ალიევის წერილი, რომელიც უცვლელად გთავაზობთ: “მე, შირვან ალიევი, ეთნიკური აზერბაიჯანელი, თელავის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქე, სოფელ ყარაჯლის მცხოვრები, სპციალობით ისტორიკოს–ფილოლოგი (ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით) ამჟამად თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე, გულგრილი ვერ დავრჩები იმ მოვლენების შემხედვარე, რაც ხდება საქართველოს, ჩვენი დედასამშობლოს ისტორიული მიწის, დავით გარეჯის ირგვლივ. მე დედასამშობლო შემთხვევით არ მიხსენებია, დიახ, ...

Read More »

პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ჯარიმა 50 ლარის ნაცვლად, 20 ან 30 ლარი იქნება

პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის პირი 50 ლარის ნაცვლად შესაძლოა, 20 ან 30 ლარით დაჯარიმდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, უმრავლესობის წევრების პოზიციაა, რომ 50 ლარი არ უნდა იყოს მყარად ფიქსირებული ჯარიმა. „ჩვენ კომიტეტზე დავსვამთ საკითხს, რომ ეს არ იყოს 50-ლარიანი ფულადი თანხა. სავარაუდოდ 20-დან 30 ლარამდე იქნება დაკორექტირებული ეს თანხა. ჩვენი ამოცანაა, საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვა, რომ მაქსიმალურად შევაფერხოთ კორონავირუსის გავრცელება. ...

Read More »

ირაკლი კოვზანაძე – ბიუჯეტის ცვლილებების პროექტი პარლამენტში ხვალ შემოვა

2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი პარლამენტს ხვალ წარედგინება და მასში გათვალისწინებული იქნება ყველა პროგრამა, რომელიც დაკავშირებულია ახალ კორონავირუსთან, საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვასა და სოციალურ უზრუნველყოფასთან, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა. მისი თქმით, ყველა პროგრამა ასახული იქნება ბიუჯეტის კორექტირებულ ვერსიაში, ასევე შეცვლილია ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი. „ბიუჯეტი პარლამენტში ხვალ შემოვა, პრემიერის ოფისში პრეზენტაციის შემდეგ. ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება ყველა პროგრამა, ...

Read More »

“ვენის სადაზღევო ჯგუფმა” COVID-19 საწინააღმდეგო პრეპარატის შექმნაში 7 მლნ ევროს ინვესტიცია განახორციელა

“ვენის სადაზღვევო ჯგუფი” ავსტრიული ბიოტექნიკური კომპანია APEIRON Biologics AG- ის უმსხვილესი ინვესტორია ჯგუფი წევრი კომპანიები ევროპის მასშტაბით სხვადასხვა სახის დახმარებას ახორციელებენ პანდემიასთან ბრძოლაში“ვენის სადაზღვევო ჯგუფის” წევრმა ქართულმა სადაზღვევო კომპანიამ “ჯიპიაი ჰოლდინგმა”  COVID-19- ის წინააღმდეგ მებრძოლი ექიმებისთვის ფონდი შექმნა, სადაც 30,000 ევრო უკვე გადარიცხა APEIRON Biologics AG  კაპიტალი ინვესტიციებისა და კერძო შემოწირულობების დახმარებით 11.9 მილიონით გაიზარდა. “ვენის სადაზღვევო ჯგუფი” – 7 ...

Read More »

ეკონომიკის სამინისტრო ანტიდემპინგური კანონის ამოქმედების ვადად 2021 წლის 1-ელ ივნისს ასახელებს

ეკონომიკის სამინისტრო ანტიდემპინგური კანონის ამოქმედების ვადად 2021 წლის 1-ელ ივნისს ასახელებს. როგორც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ აღნიშნა, ვადების კორექტირება მოხდა, რაც ბიუჯეტს და მოსამზადებელი პერიოდის საჭიროებას უკავშირდება. „ ვადებთან დაკავშირებით მოხდა ცვლილებები და იმედია, რომ კომიტეტი და პარლამენტი გაითვალისწინებს. იქიდან გამომდინარე, რომ წელს ბიუჯეტში არაა თანხა გათვალისწინებული, შესაბამისად, საჭირო იქნება დამატებითი თანხების მობილიზება, ...

Read More »

ნიკოლ ფაშინიანი და მისი ოჯახის წევრები კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდნენ

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი და მისი ოჯახის წევრები კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდნენ. ამის შესახებ თავად სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. შეგახსენებთ, რომ 1-ელ ივნისს ცნობილი გახდა, რომ ნიკოლ ფშინიანი, მისი მეუღლე და შვილები კორონავირუსით დაინფიცირდნენ. „ახლახან მივიღეთ განმეორებითი ტესტირების შედეგები. პასუხები უარყოფითია. გუშინაც უარყოფითი პასუხები იყო. ახლა მთავარია, რომ ჯანმრთელად ვართ“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

Read More »