Home » 2020 » June » 06

Daily Archives: June 6, 2020

გაიზრდება თუ არა მატარებლით მგზავრობის საფასური – რას ამბობენ საქართველოს რკინიგზაში

სარკინიგზო ტრანსპორტისთვის კორონავირუსთან გამოქვეყნებული რეკომენდაციებისშემუშავების პროცესში „საქართველოს რკინიგზა” ჩართული იყო. ჩვენ ამ პერიოდისგანმავლობაში ვაცხადებდით, რომ მზად ვართ მგზავრების უსაფრთხო გადაყვანისთვის, რაც ჩვენი მხრიდანყველა რეგულაციის შესრულებას გულისხმობდა, – ამის შესახებ Imedinews „საქართველოს რკინიგზის“ სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელმა ნიკა კაჭარავამ განუცხადა. მისი თქმით, კარანტინის პერიოდში კომპანია სრულად ითვალისწინებდა და იცავდა COVID19-თან დაკავშირებულ ყველა რეკომენდაციას. „ახლა კი ვემზადებით სეზონისთვის. ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსთან ერთად, შემუშავებული ...

Read More »

„მთავრობას ვურჩევ სასწრაფოდ გამოვიდეს ეროვნული ბანკის მრჩევლების დაქვემდებარებიდან“

საფინანსო- საკონსულტაციო კომპანია „ალიანს ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი აიეტ კუკავა მთავრობას უმოქმედობის გამო აკრიტიკებს. მისი შეფასებით, საქართველოს აქვს შანსი რეგიონის ფინანსური და ბიზნეს ცენტრი გახდეს, თუმცა ქვეყანა სათანადოდ არ არის შეფუთული, რომ მისით ინვესტორები დაინტერესდნენ. „პირდაპირი უცხოური ინვესტიციები არის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი მთავრობების შეფასების“ – აცხადებს კუკავა და განმარტავს, რა იწვევს მისი, როგორც ერთ-ერთი ბიზნესის გულისწყრომას. „ბოლო 3-4 წელია ჩვენ და ...

Read More »

ლუკაშენკო – დაგავიწყდათ, რომ საქართველომ ტერიტორიის თითქმის მესამედი დაკარგა?

ბელარუსი ერთადერთი პოსტსაბჭოთა ქვეყანა, რომელსაც უბედურება არ უნახავს, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ახალი მთავრობის დანიშვნის დროს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ლუკაშენკომ ჩამოთვალა ყოფილი საბჭოთა ქვეყნები, რომლებიც პრობლემების წინაშე დადგნენ, მათ შორის საქართველო. მისი თქმით, ბელარუსის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევაა, მშვიდობა და სტაბილურობაა, თუმცა ზოგიერთს ეს ავიწყდება. „ბელარუსი ერთადერთი პოსტსაბჭოთა ქვეყანაა, რომელსაც უბედურება არ უნახავს. ზოგიერთ ბელარუსს ჰგონია, რომ უკრაინა სადღაც შორს დაანგრიეს, ომი ...

Read More »

კახა კალაძე აცხადებს, რომ პირს, რომელიც მას მაისურის შემოხევაში სდებს ბრალს, მაისურს ჩუქნის

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ვარკეთილში გუშინ მომხდარ ინციდენტში ძალადობას ჰქონდა ადგილი. მისი თქმით, ადგილზე მივიდნენ პროვოკატორები, რომლებსაც არეულობის მცდელობა ჰქონდათ, თუმცა ეს არ გამოუვიდათ. „არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. იყო ორი პროვოკატორი, რომელსაც ჰქონდა მცდელობა არეულობა შემოეტანა და ჩაეშალა მნიშვნელოვანი ღონისძიება, რაც იყო ახალი სარეკრეაციო ზონის პროექტის დასრულება. მათ ეს არ გამოუვიდათ. არანაირი ფიზიკური ძალადობა არ ყოფილა. სარჩელის ...

Read More »

“უახლოეს დღეებში კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებით პოზიტიური სიურპრიზი გახდება ცნობილი”

უახლოეს დღეებში კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებით პოზიტიური სიურპრიზი გახდება ცნობილი , – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართული პრესკონფერენციის დროს განაცხადა. „გუშინ მქონდა შეხვედრა ვაქცინასთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან კარგი, საოცარი დინამიკა გვაქვს. უახლოეს დღეებში ვაქცინასთან დაკავშირებით პოზიტიური სიურპრიზი გახდება ცნობილი. ფაქტობრივად, ჩვენ გვაქვს ტრანსპორტირებისთვის მომზადებული ორი მილიონი ვაქცინა და ამ პროცესს დავიწყებთ, თუ ეს ვაქცინა უსაფრთხოების ...

Read More »

ჯანმო – 60 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებმა პირბადეები უნდა ატარონ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია 60 და უფროსი ასაკის მოსახლეობას რეკომენდაციას აძლევს, ატარონ პირბადეები, თუკი შეუძლებელია ფიზიკური დისტანცირება კორონავისურით დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად. ამის შესახებ პარასკევს გამართულ ბრიფინგზე ჟენევაში ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა თედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა. „იმ რაიონებში, სადაც შეინიშნება ვირუსის გავრცელება, რეკომენდაციას ვიძლევით, რომ 60 წლის და უფროსი ასაკის, ასევე მათ, ვისაც შესაბამისი ჩვენება გააჩნია, უნდა ატარონ პირბადეები ისეთ სიტუაციაში, როდესაც ფიზიკური დისტანცირება ...

Read More »

სარკინიგზო ტრანსპორტისთვის კორონავირუსთან დაკავშირებული რეკომენდაციები გამოქვეყნდა

სარკინიგზო ტრანსპორტისთვის ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული რეკომენდაციები გამოქვეყნდა. სარკინიზგო ტრანსპორტისთვის ზოგადი რეკომენდაციები ასეთია: “სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებებში, უზრუნველყავით მგზავრთა ვიდეოსკრინინგი ან/დათერმოსკრინინგი; შეიმუშავეთ საგანგებო სიტუაციებში სამოქმედო გეგმა; ინფექციის შემცირების მიზნით სერვის ცენტრში, სატრანსპორტო საშუალებაში და სამუშაო ადგილებზე თვალსაჩინო ადგილას განათავსეთ ინფორმაცია ახალი კორონავირუსისა და პრევენციული ღონისძიებების შესახებ; აგრეთვე აუდიო/ვიდეო ტექნიკის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამოყენებით უზრუნველყავით მომხმარებელთა ინფორმირებულობა კორონავირუსის გავრცელების პროფილაქტიკური ღონისძიებების ...

Read More »