Home » 2020 » June » 04

Daily Archives: June 4, 2020

საკარანტინო ზონებისთვის დახარჯული სახელმწიფო ბიუჯეტი 32.5 მილიონ ლარს შეადგენს

კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ანგარიშში ერთ-ერთი თავი საკარანტინო ზონების მართვას ეთმობა. ანგარიშის მიხედვით, მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და ინფექციის გავრცელების რისკების შემცირების მიზნით, მთავრობამ დაიწყო საკარანტინო სივრცეების შექმნა, რომლებითაც დღემდე უზრუნველყოფს რისკ ჯგუფებს მიკუთვნებული პირების დროებით იზოლირებას. ამასთან, ანგარიშში ნათქვამია, რომ საკარანტინო ზონების პროექტის დაწყებიდან, მთავრობა აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა მცირე, საშუალო და დიდი ზომის სასტუმროებთან. ჯამში, მოლაპარაკებები წარიმართა დედაქალაქისა ...

Read More »

გოცირიძე კობა გვენეტაძეს – როგორ შეიძლება ყოველთვის 40 მლნ გამოიტანოთ, მკითხავმა გითხრათ, მაგიური რიცხვია?

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, მთავრობის იპოთეკური სესხის პროცენტის 4%-მდე სუბსიდირების პროგრამაში მხოლოდ ის სამშენებლო კომპანიები არიან ჩართულნი, რომლებიც ხელისუფლებასთან და კონკრეტულ დეპუტატებთან არიან დაკავშირებული. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, რომან გოცირიძემ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, რომელმაც 2019 წლის ანგარიში წარადგინა ჰკითხა, ეთანხმება, თუ არა უცხოეთიდან მოზიდული თანხების ამგვარ ფლანგვას. „ყველას ჰგონია, რომ ამ კრიზისიდან გამოსავლი არის ფულის ფლანგვა. მთავრობა მოზიდული მილიარდებს ხარჯავს ათასი მიმართულებით, ...

Read More »

მცურავი გაცვლითი კურსის შემთხვევაში ეროვნული ბანკები არ აკეთებენ განმარტებას და პროგნოზებს – კობა გვენეტაძე

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ლარის გაცვლითი კურსის ბოლოდროინდელ გამყარებასთან დაკავშირებით პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეოტო სხდომაზე ისაუბრა. როგორც კობა გვენეტაძემ აღნიშნა, ის რომ ბოლო პერიოდში ლარი მყარდება პარადოქსი არ არის. „მოვისმინე, რომ ლარის კურსი მოთხოვნის შემცირების გამო მყარდებაო, ეს აბსოლუტურად არალოგიკურია, არ შეიძლება ეკონომიკაში ყველაფერი ცუდად იყოს და კურსი მყარდებოდეს. ვფიქრობ, რომ ეს არ არის პარადოქსი. მიუხედავად იმისა, რომ შეუძლებელია მოკლევადიანი ...

Read More »

ეროვნულმა ბანკმა რეგულაციები სრულიად გაუაზრებლად და დაუსაბუთებლად შემოიღო – ზურაბ ჭიაბერაშვილი

“ევროპული საქართველოს” წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, მთავარი კითხვა, რასაც ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ პასუხი უნდა გასცეს, არის ის, მოცემულ სიტუაციაში გადასახადების დაწევა არის თუ არა საუკეთესო გამოსავალი. ამის შესახებ ჭიაბერაშვილმა ჟურნალისტებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომის დაწყებამდე განუცხადა, რომელზეც დღეს, ეროვნული ბანკის ანგარიშს მოუსმენენ. “ეროვნული ბანკის ანგარიში ცხადად აჩვენებს, რომ საქართველოში ეკონომიკური კრიზისი იყო კორონაკრიზისამდე და რომ ფასების ზრდა გასულ წელს ყველაზე დიდი ტვირთი იყო. ...

Read More »

ირაკლი კოვზანაძე – როგორც ადრე ვამბობდი, ლარი არის ზედმეტად გაუფასურებული

2019 წელი არ იყო მარტივი წელი, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მთელი რიგი მიმართულებებით თავი წარმატებით გაართვა 2019 წელს, თუმცა არის რამდენიმე საკითხი, რაც საქართველოს მოსახლეობას აწუხებს – ფასების სტაბილურობა და ლარის კურსი, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა. მისი თქმით, კომიტეტის სხდომაზე ამ საკითხთან დაკავშირებითაც იქნება კითხვები. „რაც შეეხება ლარის კურსს, როგორც ადრე ვამბობდი, ლარი არის ზედმეტად გაუფასურებული. მიმაჩნდა ...

Read More »

„ეროვნულ ბანკს აქვს ქმედითი მონეტარული ინსტრუმენტები, რათა ფინანსურ სექტორს ეროვნული ვალუტის ლიკვიდობა შეუზღუდავად მიაწოდოს“

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, საკუთარი მანდატის ფარგლებში, ეკონომიკასა და ფინანსურ სექტორზე „კოვიდ-19“-ის ზეგავლენის შერბილების მიზნით, რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება გაატარა, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომელმაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დღეს ეროვნული ბანკის 2019 წლის ანგარიში წარადგინა. როგორც მან აღნიშნა,  საგანგებო ნაბიჯები სხვადასხვა მიმართულებით გადაიდგა – ეკონომიკის სხვადასხვა სფეროსთვის ლიკვიდური ფულადი რესურსების შეუფერხებელი მიწოდება, დროებითი საზედამხედველო გეგმის შემუშავება და ...

Read More »

ჯონ ბრაეკეველდტი: 20%-იანი სესხის პირობებში, შეუძლებელია ბიზნესმა მოგება მიიღოს

„ევროპულ ბიზნეს ასოციაციაში“ აცხადებენ, რომ ქვეყანაში საჭიროა ეკონომიკური რეფორმების გააქტიურება. როგორც ასოციაციის თავმჯდომარე ქვეყნის საინვესტიციო გარემოს შეფასებისას აცხადებს, პარლამენტიც და მთავრობაც ამ მიმართულებით მუშაობენ, თუმცა ეს საკმარისი არ არის. „კარგი მმართველობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. დღეს დიდი პრობლემაა ბიუროკრატია და ინვესტორები ხედავენ ამას. როდესაც იწყებ ბიზნესს და ხედავ დაბალ დონეს მუნიციპალიტეტებში, როდესაც უბრალოდ სამშენებლო ნებართვას ვერ იღებ – ეს არ არის ...

Read More »

გვენეტაძე – რეიტინგების გაუმჯობესება აძლიერებს საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტებისა და ინვესტორების ნდობას

ქვეყნის მიერ საკრედიტო რესურსის შედარებით იაფად მოზიდვის კუთხით სუვერენულ რეიტინგს დიდი მნიშვნელობა აქვს, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. გვენეტაძე კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის 2019 წლის წლიურ ანგარიშს წარადგენს. „2010 წლიდან საქართველოს სუვერენული რეიტინგი წლების განმავლობაში უცვლელი იყო. 2019 წლის განმავლობაში სტაბილური მაკროეკონომიკური და ფინანსური გარემოს შენარჩუნების ძალისხმევა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების მიერ საქართველოს ...

Read More »

„ახალგაზრდა ადვოკატები“ – „ბერმელის“ სარჩელი ყოფილ თანამშრომლებთან ყალბი სესხებით 20,260 ლარის მითვისებაზე, არ დაკმაყოფილდა

2019 წლის 15 თებერვლის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკისთვის მნიშვნელოვან დავაზე, შპს „მისო ბერმელის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რომელიც კომპანიის ყოფილ თანამშრომლებს სესხების გაყალბებას და კომპანიისთვის მიყენებული ზიანის სახით, 20260 ლარის ანაზღაურებას მოითხოვდა. ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ჩართულობის შედეგად, სასამართლომ გაიზიარა მოპასუხე მხარის არგუმენტები და მტკიცება შპს „მისო ბერმელის“ სარჩელის დაუსაბუთებლობის თაობაზე. ორგანიზაცია წარმოადგენდა კომპანიის ყოფილი ორი ...

Read More »

რეზერვების ადეკვატური დონე საგარეო შოკებისადმი ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობისათვის მნიშვნელოვანია – კობა გვენეტაძე

საერთაშორისო რეზერვების ადეკვატური დონე საგარეო შოკებისადმი ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობის მნიშვნელოვან მაჩვენებელს წარმოადგენს, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის 2019 წლის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მისივე თქმით, „საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რაც ეროვნულ ვალუტაზე ფასწარმოქმნის საბაზრო პრინციპებს გულისხმობს. „სავალუტო პოლიტიკის გატარებისას, ეროვნული ბანკი ითვალისწინებდა საერთაშორისო რეზერვების ადეკვატურ დონეზე შენარჩუნების ამოცანასაც. ხაზგასმით ...

Read More »