Home » 2020 » June » 03

Daily Archives: June 3, 2020

ჩეხეთი საქართველოს ტურისტებისთვის უსაფრთხო ქვეყნების კატეგორიაში შეიყვანს

ჩეხეთი საქართველოს ტურისტებისთვის უსაფრთხო ქვეყნების კატეგორიაში შეიყვანს. ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგასთან დავით ზალკალიანთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. „ქვეყნები, რომლებიც კარგად გაუმკლავდნენ კორონავირუსის გავრცელებას, მათ შორის, საქართველო და კიდევ რამდენიმე ქვეყანა, შეიძლება ერთობლივად შევიყვანოთ იმ ქვეყნების სიაში, რომლებთანაც გავხსნით საზღვრებს სამოგზაუროდ ივნისის ბოლოს, ივლისის დასაწყისში” , – განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის ...

Read More »

„თიბისი“ სესხების გადავადების მეორე ტალღას 13 ივნისიდან იწყებს

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, „თიბისი“ სესხების სამთვიან გადავადებას სთავაზობს პანდემიის შედეგად დაზარალებულ იმ მომხმარებლებს, რომელთაც დაკარგეს სამსახური ან შეუმცირდათ შემოსავალი. 10 ივნისის ჩათვლით თიბისი ეტაპობრივად დაუკავშირდება და შესთავაზებს საშეღავათო პერიოდით სარგებლობას ყველა იმ მომხმარებელს, რომელიც რეგისტრირებულია შემოსავლების სამსახურის ბაზაში და იღებს საქართველოს მთავრობისგან კომპენსაციას. ასევე, საშეღავათო პერიოდით ისარგებლებენ ის მომხმარებლები, რომლებიც ბანკის მიერ არიან იდენტიფიცირებული და რომლებსაც მნიშვნელოვნად შეუმცირდათ ან დაკარგეს ...

Read More »

ირაკლი კოვზანაძე – „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ კანონი ქვეყანას სჭირდება

„საინვესტიციო ფონდების შესახებ“ კანონი ხელს შეუწყობს საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარებას და ინვესტიციების მოზიდვას. ეს კანონი იქნება ახალი გზამკვლევი ინვესტორებისთვის და ახალი ტიპის ინვესტიციებისთვის, ეს კანონი სჭირდება ქვეყანას“, -ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ ონლაინ დიალოგისას განაცხადა, რომელიც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის, ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის ორგანიზებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საქართველოს ეროვნულ ბანკის ჩართულობით გაიმართა. ირაკლი კოვზანაძის თქმით, კანონმდებლების მიერ, ექსპერტთა ...

Read More »

სოციალური მომსახურების სამსახურს წინასწარი განზრახვით ევროკავშირის მოქალაქე ბავშვის ინტერესების დარღვევაში ადანაშაულებენ

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს ევროკავშირის საელჩოს საქართველოში, მიიღოს ყველა ზომა ევროკავშირისა და ჩეხეთის მოქალაქის, არასრულწლოვანის საქართველოს არაკონტროლირებადი რეგიონიდან – ცხინვალიდან რუსეთის ფედერაციაში გაყვანის აღსაკვეთად, ვინაიდან ორი სახელმწიფო დაწესებულების – სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა,  დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების მხრიდან 2020 წლის 2 ...

Read More »

„ვისოლი“ სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების და შშმ პირების დახმარებას სვანეთში განაგრძობს

„ვისოლი“ ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის საქველმოქმედო ინიციატივას შეუერთდა და COVID-19-ის გავლენით დაზარალებული შშმ პირებისა და მარტოხელა ხანდაზმული ადამიანებისთვის  პირველადი  მოხმარების პროდუქტების და სურსათის მისაწოდებლად საწვავი გამოყო. ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი წარმოადგენს სამოქალაქო ორგანიზაციას, სადაც გაწევრიანებულია სრულიად მოხალისეობრივად მესტიის მუნიციპალიტეტის 17-ვე ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენელი, ზემო სვანეთის ლაგი დაფუძნებულია ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის ENPARD III მესტიის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საერთაშორისო ორგანიზაცია ...

Read More »

„შეიძლება ითქვას, რომ ახალმა ეკონომიკურმა აქტივობამ გამოიწვია ლარის გამყარება“

„თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე მიიჩნევს, რომ ლარის გამყარება ახალმა ეკონომიკურმა აქტივობამ გამოიწვია. მისი თქმით, ქვეყანაში მაისიდან სხვადასხვა ტიპის ბიზნესები თანდათანობით იხსნება. „რთულია თქმა ძალიან მოკლედ, რამ გამოიწვია ლარის გამყარება, მაგრამ ის, რაც საქართველოში ხდება მაისიდან დაწყებული, თანდათანობით სხვადასხვა ტიპის ბიზნესები იხსნება, შეიძლება ითქვას, რომ ახალმა ეკონომიკურმა აქტივობამ გამოიწვია ლარის გამყარება“, – განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

Read More »

საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში სამკურნალოდ ჩასასვლელად ვიზა აღარ დასჭირდებათ

საქართველოს საელჩო თურქეთში საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ქვეყანაში სამკურნალოდ ჩასულ მოქალაქეებს მიზნობრივი ვიზის აღება აღარ დასჭირდებათ. „თურქულმა მხარემ კიდევ ერთხელ გადახედა მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეებისთვის თურქეთის რესპუბლიკაში სამედიცინო მომსახურების მისაღებად მიზნობრივი ვიზის აღების ვალდებულებასთან დაკავშირებით და გვაცნობა, რომ საქართველოს მოქალაქეებსა და თანმხლებ პირებს მკურნალობის მიზნით თურქეთში შემოსასვლელად აღარ ესაჭიროებათ მიზნობრივი (სამკურნალო) ვიზის აღება. ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით, გუშინ, შედგა საქართველოს საელჩოს ...

Read More »

თურნავა: ლარის გამყარებაზე რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს, მათ შორის ჩვენი დაბალანსებული ეკონომიკური პოლიტიკა

ეკონომიკის მინისტრი ბოლო დღეებში ლარის გამყარების ტენდენციას გამოეხმაურა. „ლარის გამყარებაზე რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს და მათ შორის არის ჩვენი დაბალანსებული ეკონომიკური პოლიტიკა“, – ამის შესახებ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. „თქვენი მოსაწონი მომენტი ვერ დადგა, ე.წ. ლარის გამყარება არის რამდენიმე ფაქტორის ზემოქმედების კომპლექსი. ერთი ეს არის ჩვენი დაბალანსებული მაკროეკონომიკური პოლიტიკა, დაბალანსებული მონეტარული და ფულადსაკრედიტო ბერკეტები, რასაც ვიყენებთ და ეს ნორმალურია. უნდა ...

Read More »

ნიკოლ ფაშინიანი – სომხეთში ბევრი ადამიანია, რომელიც ხელს უწყობს დაავადების გავრცელებას

„არ არის საჭირო, აიძულოთ მთავრობა, ძალა და ხელკეტები გამოიყენოს“, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქით“ მიმართვაში განაცხადა. „რადგან პრემიერ მინისტრი ვარ, სპეცრაზმი უნდა გამოვიყვანო და ხალხი უნდა ვცემო, რომ წესრიგი დამყარდეს. ყველამ უნდა გააკეთოს არჩევანი, რა სურთ – ხელი შეუწყონ ეპიდემიის შეჩერებას თუ პირიქით, გავრცელებას. სომხეთში ბევრი ადამიანია, რომელიც ხელს უწყობს დაავადების გავრცელებას და ეს ჩვენი, ყველას შეცდომაა, ჩემით დაწყებული ...

Read More »

ნათია თურნავა – ადგილობრივი წარმოების წახალისება არის ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ქვაკუთხედი

„ადგილობრივი წარმოების წახალისება არის ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ქვაკუთხედი, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს პანდემიის შემდგომ პოსტკრიზისულ პერიოდში. დღევანდელი დღე არის სიმბოლური ჩვენთვის, რადგან გადავლახეთ პირველი სირთულე, რაც დაკავშირებული იყო გლობალურ პანდემიასთან, მთავრობა მართავს კორონავირუსთან დაკავშირებულ გამოწვევებს და ბიზნესს აძლევს მწვანე შუქს, რომ განვითარდეს და დაასაქმოს ადამიანები“ – ამის შესახებ ნათია თურნავამ კომპანია „ნოვას“ სამშენებლო და სარემონტო მასალების ახალი მეგაცენტრების გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა. ...

Read More »