Home » 2020 » June » 02

Daily Archives: June 2, 2020

დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0400 შეადგინა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0772 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0772 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1172 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0400 შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.4366 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4626 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0260 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის ...

Read More »

ეკატერინე ტიკარაძე ხვალ პარლამენტში არ მივა

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს დიმიტრი ხუნდაძეს და საპარლამენტო ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს ლევან კობერიძეს განცხადებით მიმართავს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ჯანდაცვის მინისტრი მადლობას უხდის როგორც ხუნდაძეს, ისე პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ყველა წევრს, ვინც აქტიურად არის ჩართული ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კოვიდ 19-ის ...

Read More »

გიგა ბოკერია – მომავალი პრემიერ-მინისტრი „ევროპული საქართველოს“ წევრი უნდა იყოს

რაც შეეხება კანდიდატურებსა და სახელებს, ყველა პოლიტიკურ ჯგუფს თავისი ფავორიტი ეყოლება, მათ შორის კოალიციური მოლაპარაკება იმის მიხედვით წარიმართება, ვინ რა შედეგს მიიღებს და ვის რა წონა ექნება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ მომავალი პრემიერობის კანდიდატურასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, კოალიციური მოლაპარაკება იმის მიხედვით წარიმართება, რომელი პოლიტიკური ძალა არჩევნებზე რა შედეგს მიიღებს და ამ თვალსაზრისით, ვის რა წონა ექნება. „ძალიან ...

Read More »

საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო

მსოფლიო ბანკის  და ევროკავშირის ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების  და აუდიტის რეფორმების მხარდაჭერის ეროვნულ ფონდთან თანამშრომლობით (RSF) აცხადებს გაფართოებულ ყოველწლიურ კონკურსს ანგარიშგების და გამჭვირვალობის ხარისხის ასამაღლებლად. 2019 წელს საქართველომ საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო დააწესა მსოფლიო ბანკის და ევროკავშირის ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტის და ანგარიშგების რეფორმების მხარდაჭერის ეროვნულ ფონდთან ...

Read More »

ერთ ადამიანს ერთზე მეტი სუბსიდირებული იპოთეკური სესხის აღების უფლება ექნება

ერთ ადამიანს ერთზე მეტი “სუბსიდირებული იპოთეკური სესხის” აღების უფლება ექნება, თუმცა ამ სესხების ჯამური მოცულობა 200,000 ლარს არ უნდა აჭარბებდეს – ამის შესახებ BMG-ის საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ განუცხადა. მისი თქმით, იმისათვის, რომ ბანკებმა იპოთეკების სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში მომხმარებლებზე სესხების გაცემა დაიწყონ, შესაბამისი დადგენილების დამტკიცებაა აუცილებელი. აღნიშნული დადგენილების შემდეგ კი, დაფინანსების პროცესი დაიწყება. “ამ მხრივ, დეტალები ჩვენთვის ცნობილია. ...

Read More »

ვახტანგ ბუცხრიკიძე: კრიზისის პერიოდში საბანკო სექტორში ჭარბვალიანობა არ გაზრდილა

„თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის ინფორმაციით, კრიზისის პერიოდში საბანკო სექტორში ჭარბვალიანობა არ გაზრდილა, ფინანსური სექტორი კი კრიზისს მაღალი ლიკვიდურობით შეხვდა. „ჭარბვალიანობა რა თქმა უნდა მომატებული არაა, იმიტომ რომ საკრედიტო პორტფელი ბანკებს არ გაზრდიათ, ჩვენს მაგალითზე მცირედით შემცირებაც კი დაფიქსირდა. კარგი იყო ისიც, რომ სანამ კრიზისი დაიწყებოდა საბანკო სექტორი საკმაოდ მაღალი კაპიტალით და ლიკვიდურობით შეხვდა. 2008 -2009 წლის კრიზისებს როდესაც დარდება, იქ ...

Read More »

პირველად ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ისტორიაში, ძალაუფლების წყარო ხალხი იქნება – ანა დოლიძე საკუთარ გეგმებზე

ხალხის ხელისუფლება ხალხისთვის – მოძრაობა “ხალხისთვის” ლიდერმა ანა დოლიძემ გამართულ ბრიფინგზე ასეთი მოწოდება გააჟღერა. მისი განმარტებით, ყველა პოლიტიკური ძალა კაბინეტში წერს სამოქმედო პროგრამას, ის კი უპრეცედენტო შეთავაზებას აკეთებს – ხალხთან ერთად დაწერონ სამოქმედო პროგრამა, დოლიძის განმარტებით, პოლარიზება უნდა დასრულდეს და ძალაუფლება მოქალაქეებმა უნდა აიღონ. “პირველად ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ისტორიაში, ხალხი ძალაუფლების წყარო იქნება. მათთან პირდაპირი შეხვედრის შედეგად დაიწერება მუხტი ჩვენი ...

Read More »

„ეროვნული ბანკის ნაბიჯები კომერციულ ბანკებს კაბალური ოპერაციები წარმოების საშუალებას აძლევს“

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი ფინანსისტი ექსკლუზიურად „კომერსანტთან პოსტ-პანდემიურ პერიოდში მსოფლიოს ეკონომიკური პოტენციალის გადანაწილებაზე საუბრობს. ფინანსისტი, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა გლობალურ საინვესტიციო ბანკებში (Citigroup, Bank of America, Merrill Lynch, BCS Global Investment Bank) მედიაჰოლდინგს უყვება, თუ პორტ-პანდემიის პერიოდში რა მაკროეკონომიკური ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ ეკონომიკური ზრდის მისაღწევად. კახა ჩარგეიშვილი ხშირად აკეთებს კომენტარს CNN-ზე და მსოფლიოს სხვა წამყვან ტელევიზიებში. როგორც ჩარგეიშვილი ...

Read More »

ივანე მაჭავარიანი: ADB ჩვენი ერთ-ერთი მსხვილი პარტნიორია და პანდემიის პირობებში მათთან თანამშრომლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

აზიის განვითარების ბანკი (ADB) ჩვენი ერთ-ერთი მსხვილი პარტნიორია და პანდემიის პირობებში მათთან თანამშრომლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა აზიის განვითარების ბანკთან სასესხო შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ. სასესხო შეთანხმების ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკისგან COVID-19-ზე საგანგებო რეაგირებისა და დანახარჯების მხარდამჭერი პროგრამის განსახორციელებლად, საქართველო 92,302,000 ევროს ოდენობის (100 მილიონი აშშ დოლარი) ფინანსურ რესურსს მიიღებს. დოკუმენტს აზიის განვითარების ბანკის მხრიდან ხელი მოაწერა ...

Read More »

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, დღეს აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. „2020 წლის 2 ივნისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 148 650 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.300 პროცენტით, მაქსიმალური ...

Read More »