Home » 2020 » June » 01

Daily Archives: June 1, 2020

ირაკლი კოვზანაძის ინფორმაციით, მთავრობა საბიუჯეტო ცვლილებებს პარლამენტში 5 ივნისს წარადგენს

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის ინფორმაციით, მთავრობა  პარლამენტში ბიუჯეტის კორექტირებული ვერსიის წარდგენას 5 ივნისს აპირებს. „ბიუჯეტი შემოვა 5 ივნისს პარლამენტში. შესაბამისი გრაფიკიც იქნება ალბათ გასაკეთებელი. მომდევნო კვირიდან, ჩემი ინფორმაციით, წინასწარი ინფორმაციით, 5 ივნისს აპირებს მთავრობა, ფინანსთა სამინისტრო, რომ კორექტირებული ვერსია წარმოადგინოს. საბიუჯეტო კოდექსიდან და პარლამენტის რეგლამენტიდან გამომდინარე, ჩვენი კომიტეტი მოამზადებს შესაბამის გრაფიკს და კომიტეტებსაც ექნებათ შესაძლებლობა, რომ ბიუჯეტის განხილვის ...

Read More »

კობახიძე: ამერიკელი სენატორი რიში მოითხოვდა, რომ 2012-ში “ნაცმოძრაობის” რეჟიმის კრიმინალები არ დაგვეჭირა

„ნიკა მელიასგან დღეს ამ სტუდიაში მოვისმინეთ ტოტალური აღიარება იმისა, რომ სასამართლო ხელისუფლება ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს იყო აღმასრულებელი ხელისუფლების დანამატი. ეს ნიშნავს, რომ კრიმინალური რეჟიმი იყო ჩამოყალიბებული. ანუ ნიკა მელიამ აღიარა, რომ ნაციონალური მოძრაობის რეჟიმი იყო კრიმინალური და კრიმინალები მართავდნენ ამ სისტემას. ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში მოითხოვდა, რომ 2012-ში ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკოსები, ეს კრიმინალები არ დაგვეჭირა,“ – განაცხადა პარტია “ქართული ...

Read More »

„ქართული მარში“ პოლიტიკურ პარტიას ქმნის

მოძრაობა „ქართული მარში“ პოლიტიკურ პარტიას ქმნის. ამის შესახებ „TV პირველს“ მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ განუცხადა. „ჩვენ იძულებულები გავხდით, წავსულიყავით პოლიტიკაში, რათა შეიქმნას მძლავრი, ეროვნული, ნაციონალისტური პოლიტიკური ცენტრი „ქართული მარშის“ ბაზაზე. პოლიტიკური პარტიის დაფუძნების გარდა მიმდინარეობს კონსულტაციები ჩვენი იდეოლოგიის მქონე პოლიტიკურ ჯგუფებთან, რათა პოლიტიკური ცენტრი შეიქმნას. მათ რიცხვში არ შედის „პატრიოტთა ალიანსი“, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მათთან მეგობრული და ახლო ...

Read More »

„ლილო მოლმა“ მუშაობა განაახლა

„1 ივნისიდან  „ლილო  მოლი“ გაიხსნა და დილის 7 საათიდან სავაჭრო ობიექტი სრული დატვირთვით მუშაობს“,- ამის შესახებ „კომერსანტს“ ლილო მოლის გენერალური დირექტორი გიორგი კავარაცხელია ესაუბრა. გიორგი კვარაცხელიას ინფორმაციით, „ლილო მოლმა“, მუშაობა სრული დატვირთვით და  რეგულაციის ყველა წესის დაცვით განაახლა, რომელიც მათ ჯანდაცვის სამინისტრომ დაუწესა.  როგორც „კომერსანტთან“ საუბარში კვარაცხელია განმარტავს, სავაჭრო ობიექტის არცერთ მოიჯარეს მაღაზია არ დაუტოვებია. „დღეს დილით 7 საათიდან გაიხსნა ლილო მოლი. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული  ...

Read More »

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1172 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1172 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1172 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1761 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0589 შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.4626 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.5366 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0740 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის ...

Read More »

დეველოპერებმა ფასი თუ არ შეამცირეს, 4%-იანი სუბსიდირება არაფერს უშველის – ვახტანგ ჭარაია

თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი ვახტანგ ჭარაია “დღის კურიერში” სტუმრობისას იპოთეკური სესხების სუბსიდირების საკითხს ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ ინიციატივით მოგებული რჩება როგორც მოქალაქე, ასევე ბიზნესი. ვახტანგ ჭარაია არ ფიქრობს, რომ აღნიშნული ინიციატივით სესხს უფრო მეტი ადამიანი აიღებს.  “ყველა იხეირებს. ოღონდ მე არ მოველი, რომ მხოლოდ ამ 4 პროცენტიანი ინიციატივის გამო ადამიანები გადაწყვეტენ ბინის შეძენას და არც არის სწორი, ...

Read More »

ჯორჯ ფლოიდის ძმა ძალადობას გმობს და მომიტინგეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს

ჯორჯ ფლოიდის უმცროსი ძმა აშშ-ში მიმდინარე ძალადობრივ საპროტესტო აქციებს გმობს და აცხადებს, რომ „ჯორჯი მშვიდობისთვის იბრძოდა“. “მეც გაბრაზებული ვარ. ზოგჯერ მე ვბრაზობ. მინდა გავგიჟდე. ჩემი ძმა არ იყო ამის მომხრე. მასზე ამბობენ: ის იყო მშვიდი გიგანტი “, – განაცხადა ტერენსმა ABC News-თან საუბარში. მისივე თქმით, მინეაპოლისში გამგზავრებას და იმ ადგილზე მისვლას გეგმავს, სადაც მისი ძმა უკანასკნელად ნახეს ცოცხალი. ტერენსის განცხადებით, ...

Read More »

“ჯანმო-ს პრეზიდენტად აირჩიეს არაექიმი, საეჭვო რეპუტაციის პოლიტიკოსი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული და ჩამორჩენილი ქვეყნიდან“

აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, ზურაბ გურული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას აკრიტიკებს და გამართლებულად მიიჩნევს აშშ–ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას ორგანიზაციისთვის დაფინანსების შეწყვეტისა და აშშ–ს ამ ორგანიზაციიდან გამოსვლის შესახებ: “წარმოიდგინეთ უზარმაზარი მსოფლიო ორგანიზაცია, განსაკუთრებულად რთული მისიით, რომლის მართვასაც სჭირდება გამორჩეული ინტელექტუალი, რათა ერთიან ფორმატში გაიაზროს მსოფლიო ეკონომიკა, პოლიტიკა და რაც მთავარია, მედიცინის არაერთი დარგი. 2017 წელს, ჯანმო-ს ...

Read More »

თავშეყრის ადგილებში პირბადის არ გამოყენებაზე ჯარიმა დაწესდება

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჯანდაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეებს ახალი საკანონდებლო ცვლილებების პაკეტის დაჩქარებული წესით შემუშავება დაავალა, რომელიც მოქალაქეების მიერ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის ტარებისა და სხვა უსაფრთხოების წესების დარღვევის შემთხვევაში ჯარიმებს ითვალისწინებს. როგორც მან ბიუროს სხდომაზე განაცხადა, ჯარიმების ოდენობები უნდა იყოს გონივრული, უნდა ჰქონდეს მას პრევენციული ეფექტი და ამავე დროს მოქალაქეებს ის დამატებით სოციალურ პრობლემებს არ უნდა უქმნიდეს. ...

Read More »

ჩინეთი – რასობრივი დისკრიმინაცია აშშ-ის სოციალური დაავადებაა, ქვეყანაში ადამიანთა უფლებები დაცული უნდა იყოს

ჩინეთი აშშ-ს მოუწოდებს გაატაროს ზომები, რათა ქვეყანაში რასობრივი დისკრიმინაციის შემთხვევების თავიდან აიცილოს. „ჩვენ ვაკვირდებით უკანასკნელ მოვლენებს, რომელიც ფლოიდის სიკვდილს უკავშირდება. შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია და ადამიანის უფლებები დაცული უნდა იყოს“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ძაო ლიჟიანმა. მისი თქმით, აშშ-ში რასობრივი დისკრიმინაცია სოციალური დაავადებაა, რაც სასწრაფო რეაგირებას საჭიროებს. ძაო ლიჟიანი ამერიკელი მაღალჩინოსნების განცხადებებსაც გამოეხმაურა, რომ ჩინეთი და სხვა ქვეყნები ...

Read More »