Home » 2020 » May » 30

Daily Archives: May 30, 2020

ქუთაისში მდებარე საწარმომ მზის პანელები აშშ-ში ექსპორტზე გაიტანა

„ძალიან სასიხარულოა, რომ საწარმო კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, როცა ჩვენ ვხსნით ეკონომიკას, საწარმო გაფართოებას გეგმავს. მის გეგმებში დიდი კორექტირება არ მომხდარა. ქარხანა, პრაქტიკულად, საწამოო სიმძლავრის გაორმაგებას გეგმავს, რაც მეტი ადამიანის დასაქმებას ნიშნავს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ. ნათია თურნავას განცხადებით, მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ დღეს ქარხნიდან პროდუქციის პირველი პარტია ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიგზავნა. „საწარმო პროდუქციას აწვდის ევროპის, რეგიონის ქვეყნებს და ახლა უკვე ...

Read More »

მაიკ პომპეო – აშშ ჩინელ სტუდენტებს ვერ მისცემს უფლებას, რომ აშშ-ში სწავლისას ჯაშუშობით დაკავდნენ

აშშ ჩინელ სტუდენტებს ვერ მისცემს უფლებას, რომ აშშ-ში სწავლისას ჯაშუშობით დაკავდნენ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ტელეკომპანია, „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. პომპეოს თქმით, სტუდენტები არ უნდა მოქმედებდნენ ჩინეთის კომუნისტური პარტიის სახელით. „როგორც ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი, სერიოზულად ვიღებ ჩვენ ქვეყანაში ჯაშუშობის საფრთხეს. ჩვენ ვიცით, რომ ეს გამოწვევა გვაქვს. ამერიკელმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტია მუშაობდა ...

Read More »

გამყრელიძე – გიდასტურებთ, რომ ახალი კლასტერი არის საბურთალოზე და მისი კვლევა მიმდინარეობს

გიდასტურებთ, რომ ახალი კლასტერი არის საბურთალოზე და მისი კვლევა მიმდინარეობს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. არსებული ინფორმაციით, თბილისში ორი დღის წინ კორონავირუსით ინფიცირებული პირი, რომლის კონტაქტებიდან ცხრა პირს დღეს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა, მედიკოსია. „მე პერსონალურ ინფორმაციას არასოდეს გავცემ. შემიძლია, გითხრათ, რომ ესენი არიან ერთი ოჯახის და ოჯახთან ძალიან ახლო კონტაქტები. ინფიცირების პირველადი წყარო, როგორც ვფიქრობთ, ...

Read More »

„ვითარება გაამწვავა ეპიდემიის საწინააღმდეგო წესების დაუცველობამ, არასერიოზულმა დამოკიდებულებამ“

„კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობით ერთ მილიონ მოსახლეზე, სომხეთმა საფრანგეთსა და ირანს გაუსწრო“, – ამის შესახებ დღეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. „კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევების მაჩვენებლით 1 მილიონ მოსახლეზე ჩვენ გადავუსწარით საფრანგეთსა და ირანს და არსებითად, გავუთანაბრდით რუსეთს. ასეთი ტემპებით სომხეთმა, შესაძლოა, იტალიასაც გადაუსწროს. ასეთი ვითარება გამოიწვია ეპიდემიის საწინააღმდეგო წესების დაუცველობამ და ამ წესებისადმი მოსახლეობის არასერიოზულმა დამოკიდებულებამ“, – განაცხადა ფაშინიანმა ბრიფინგზე.

Read More »

“თიბისის” მხარდაჭერით, 15-24 ივნისს საქართველოში ბიზნესებისთვის პირველი მონაცემთა ანალიტიკის კონფერენცია ჩატარდება

“თიბისის” მხარდაჭერით 15-დან 24 ივნისამდე, პირველად საქართველოში, ბიზნეს მონაცემთა და ანალიტიკის კონფერენცია ჩატარდება. “თიბისის” ინფორმაციით, TIDA (Tbilisi International Data Analytics) რვა დღის განმავლობაში, საერთაშორისო მასშტაბით, მონაცემთა ანალიტიკის პროფესიონალებსა და ანალიტიკის გამოყენებით დაინტერესებულ ბიზნესის წარმომადგენლებს გააერთიანებს. კონფერენციის მიზანია შეიქმნას საქართველოში დაფუძნებული საერთაშორისო მონაცემთა ანალიტიკის კომუნა, რომელიც განიხილავს, თუ როგორ და რისთვის შეიძლება ერთი მხრივ ბიზნესმა გამოიყენოს ანალიტიკა სწორად, ხოლო მეორე მხრივ, ...

Read More »

ბაზარზე ლუდის პირველი ქართული ბრენდი ბრუნდება – „ზედაზენის“ ახალი პროდუქტი

„ზედაზენი“ ახალ პროდუქტს უშვებს. საუბარია ლუდის პირველ ქართულ ბრენდზე „ აიაზე“, რომელიც ბაზარზე ბრუნდება. ცნობისთვის, „აია“ 1953 წელს, ქალაქ ქუთაისში გამოჩნდა. ბრენდი ქუთაისში მოღვაწე მეწარმემ, „დვალიშვილის წყლების“ დამაარსებელმა რევაზ დვალიშვილმა გამოუშვა. 80-იანი წლების დასაწყიsში, ბრენდი გაუჩინარდა. მისი დაბრუნების მცდელობა 90-იან წლებში იყო, მაშინ ბრენდს რევაზ დვალიშვილის შთამომავლობა გაუძღვა. თუმცა, 90-იანებში დაბრუნებული „აია“ ბაზრიდან მოკლე დროში კვლავ გაუჩინარდა. ახლა კი „ზედაზენი“ ...

Read More »

ფინკა ბანკის საჩუქარი ექიმებს – საუკეთესო პირობები დეპოზიტზე

ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში სამედიცინო პერსონალი მუდამ წინა ხაზზეა – ექიმები საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ცდილობენ ვირუსის დამარცხებას და ჩვენს გადარჩენას.  საქართველოში ვირუსის, შედარებით ნაკლებად და სტაბილურად გავრცელებაში ამ ადამიანებს უდიდესი წვლილი მიუძღვით. ფინკა ბანკი მადლიერების გამოხატვის ნიშნად დეპოზიტებზე განსხვავებულ, საუკეთესო პირობებს სთავაზობს სამედიცინო პერსონალის სრულ შემადგენლობას: არ აქვს მნიშვნელობა, თბილისში მუშაობთ თუ საქართველოს სხვა ნაწილში  – ჩვენ თქვენი სურვილებისა და ...

Read More »

აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ურთიერთობას წყვეტს

აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან პარტნიორობას წყვეტს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა. მან კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და აღნიშნა, რომ მათ უარი განაცხადეს მოქმედებაზე. ”ჩვენ განვიხილეთ ის რეფორმები, რომელიც მას უნდა განეხორციელებინა, მაგრამ მათ უარი განაცხადეს მოქმედებაზე. ჩვენ დღეს ვწყვეტთ ურთიერთობას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის გამოყოფილი თანხები კი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სხვა საჭიროებებზე იქნება გადამისამართებული. მსოფლიოს ...

Read More »