Home » 2020 » May » 29

Daily Archives: May 29, 2020

„ყველა სახმელეთო გადასასვლელზე დაიდგა ვაგონოთახები და სატვირთოების მძღოლებს უტარდებათ სწრაფი ტესტები“

კარანტინი მკაცრია და ასე დარჩება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში შემოსული ყველა ადამიანი უნდა გადავიდეს ორკვირიან კარანტინში და შემდეგ ყველას ჩაუტარდეს ტესტი. „დღეს დაფიქსირებული რვა ინფიცირებიდან, გარდა ორი შემთხვევისა, რომლებიც მძღოლები არიან, დანარჩენი ექვსი არის კარანტინიდან, რუსეთიდან და სომხეთიდან შემოსული. კარანტინი მკაცრია და დარჩება. ჩვენ ირგვლივ მყოფ ოთხივე ქვეყანაში, რომელთანაც პირდაპირი საზღვარი გვაქვს, სიტუაცია ...

Read More »

საქართველოში სამივე დონის სიღარიბე 2004-2011 წლებში გაიზარდა, 2012-2018 წლებში კი მკვეთრად, თითქმის 2-ჯერ შემცირდა – მიხეილ დუნდუა

“მსოფლიო ბანკის უახლესი კვლევები /საქართველოში ყველა, ანუ სამივე დონის სიღარიბე 2004-2011 წლებში გაიზარდა, 2012-2018 წლებში კი მკვეთრად, თითქმის 2 -ჯერ შემცირდა და ორი ახალი ისტორიული მინიმუმი დააფიქსირა”, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე, მიხეილ დუნდუა აცხადებს. მსოფლიო ბანკის უახლესი კვლევები /საქართველოში ყველა, ანუ სამივე დონის სიღარიბე 2004-2011 წლებში გაიზარდა, 2012-2018 წლებში კი მკვეთრად, თითქმის 2 -ჯერ შემცირდა და ორი ახალი ...

Read More »

ნათია თურნავა – ჩვენი ანტიკრიზისული გეგმის წყალობით, ეკონომიკა ძალიან მალე ამოიქოქება

ცხადია, აპრილში მოსალოდნელი იყო ეკონომიკის კლება. ჩვენ ამაზე ყოველთვის ვამბობდით იმიტომ, რომ მთავარი ამოცანა გვქონდა – არ დაგვეშვა ვირუსის გავრცელება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა, რითაც გამოეხმაურა “საქსტატის” მონაცემებს ეკონომიკის 16,6%-იან კლებასთან დაკავშირებით. თურნავას თქმით, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის წყალობით, ეკონომიკა ძალიან მალე ამოიქოქება. “სიღარიბესთან ბრძოლა არ არის 1 თვის და 2 თვის პოლიტიკის ...

Read More »

ზოგიერთებს ეშლებათ და ჰგონიათ, რომ 2012 წელს გერმანიის დონის ეკონომიკა დაგვიტოვეს – გიორგი გახარია

ახლა რაც შეეხება დემაგოგიურ კითხვას რა გააკეთეთ ეპიდემიასთან ბრძოლისთვის. მეგობრებო, მე მინდა მარტივად კიდევ ერთხელ ავხსნა მოდელი, რომელიც იყო შემდეგი. მოულოდნელი კრიზისის დროს, როდესაც ქვეყანა და გლობალურად მსოფლიო ხვდება მოულოდნელი კრიზისს, რომლის პროგნოზირების საშუალება არ არსებობს და, როდესაც არ არის განჭვრეტადობა პროგნოზის თუ როგორ გაგრძელდება, რა თქმა უნდა ჩვენი მიზანი, პირველ რიგში, იყო დავხმარებოდით მოქალაქეს და აქ ყველამ კარგად უნდა ...

Read More »

კახა კალაძე: ლოგიკურია, ბიზნესი იმ პარტიას არ შეწირავს, ვინც მათ ატერორებდა

ლოგიკურია, რომ იმ პარტიას არ შეწირავს, ვინც მათ ატერორებდა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ბიზნესის მიერ გაკეთებულ შემოწირულობებზე განაცხადა. „როდესაც ბიზნესი ახორციელებს თანხის შეწირვას კონკრეტული პარტიის მიმართ, ეს არის ძალიან კარგი. ლოგიკურია, რომ იმ პარტიას არ შეწირავს, ვინც მათ ატერორებდა, ბიზნესს ართმევდა, ოჯახებს აუბედურებდა, კლავდნენ, აწამებდნენ. ხომ არ ჩამოვთვლით ყველაფერს, რაც იყო წარსულში. ახლა გვინდა ...

Read More »

პრემიერი – 2012 წელს საქართველოში სიღარიბე დაფიქსირებული იყო 30%-ზე მეტი, დღეს სიღარიბე 19.5%-ია

2012 წელს საქართველოში სიღარიბე დაფიქსირებული იყო 30%-ზე მეტი, დღეს სიღარიბე არის 19.5%. მსოფლიო ბანკის მონაცამებით უკიდურესი სიღარიბე საქართველოში შემცირდა ორჯერ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა. როგორც გახარიამ აღნიშნა, 17 წლამდე ბავშვების სიღარიბე 34.7%-დან 25.5%-მდეა შემცირებული. „რა თქმა უნდა, ყველას კარგად გვესმის, რომ სიღარიბე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურული პრობლემაა ბოლო ათწლეულების განმავლობაში და ეს არის ფაქტი. ამ ფაქტის გახსენება ყველაზე ...

Read More »

კვების ობიექტებში მაგიდები 2-მეტრიანი დაშორებით უნდა დაიდგას, თითო მაგიდასთან კი მაქსიმუმ 6 პირის განთავსება იქნება ნებადართული

ჯანდაცვის მინისტრმა საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის რეკომენდაციები დაამტკიცა, რომლის თანახმადაც, დახურული სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მაგიდები ერთმანეთისგან მინიმუმ 2-მეტრიანი დაშორებით უნდა იდგეს და ამასთან, ერთ მაგიდასთან მაქსიმუმ 6 მომხმარებლის მოთავსებაა ნებადართული. გამონაკლისის სახით კი შესაძლებელია ოჯახის წევრებისა და 12-წლამდე მოზარდის ერთ მაგიდასთან განთავსება. ამასთან, ერთ მაგიდასთან განთავსებულ მომხმარებლებს შორის უზრუნველყოფილი უნდა იყოს არანაკლებ 1-მეტრიანი დისტანცია და ერთი ადამიანის განთავსებისთვის საჭირო ფართობი ...

Read More »

პუტინი – რუსეთში დამზადებულმა სუპერ იარაღმა რუსეთი საბჭოთა კავშირზე ძლიერი გახადა

„რაკეტების უახლოესი განვითარებისა და ატომური იარაღის დამსახურებით, პირველად ისტორიაში, რუსეთი აღმოჩნდა უნიკალურ მდგომარეობაში, ისეთში, როგორშიც არ ყოფილა საბჭოთა კავშირიც კი“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტნმა თავდაცვის სამინისტროში შეხვედრაზე განაცხადა. მისივე თქმით, საბჭოთა კავშირი და შემდგომში რუსეთი, ყოველთვის იყო მდევრის როლში. „ატომური ბომბა შექმნეს აშშ-ში და საბჭოთა კავშირი მდევრის როლში იყო. ჩვენ ასევე არ გვქონდა ბირთვული იარაღისმიწოდების მექანიზმები. არ ...

Read More »

„ლიდერფუდის“ 10 მილიონიანი წილი სასამართლომ განხილვის გარეშე გაასხვისა – მხარეებს ყოფილი გენერალური პროკურორი და მედიამენეჯერი იცავენ

ყოფილი გენერალური პროკურორისა და „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორის პროფესიული გზები მსხვილი მასშტაბის ბიზნეს-დავამ გადაკვეთა. არჩილ კბილაშვილი დავით ზეიკიძეს იცავს, რომელსაც 50%-იან წილი საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა საქმის განხილვის გარეშე ჩამოართვეს. ზეიკიძის წილს მისივე სიძე, ირაკლი დუმბაძე ედავება. დუმბაძის ინტერესებს პაატა სალია წარმოადგენს. პრესკონფერენცია, რომელიც ამ საქმესთან დაკავშირებით არჩილ კბილაშვილმა გამართა, თავიდანვე ხმაურიანი განცხადებით დაიწყო: „რაც თანამდებობაზე აღარ ვარ და ვაგრძელებ ...

Read More »

ქუჩაში მიტოვებული მანქანების მფლობელებს დააჯარიმებენ

ქუჩაში მიტოვებული მანქანების მფლობელებს დააჯარიმებენ. სატრანსპორტო საშუალების სამ თვეზე მეტი ვადით გზაზე მიტოვება ჯარიმას გამოიწვევს. შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შედის, რომლის ინიციატორები დეპუტატი ზაზა გაბუნია, მერაბ ქვარაია, კობა ლურსმანაშვილი და გოგა გულორდავა არიან. კანონპროექტით განისაზღვრება, რომ სატრანსპორტო საშუალების სამ თვეზე მეტი ვადით გზაზე მიტოვება 50 ლარიან ჯარიმას გამოიწვევს. „საქართველოს ტერიტორიაზე გახშირებულია გაუმართავი სატრანსპორტო საშუალებების გზებზე მიტოვება. კანონმდებლობით ასევე არ ...

Read More »