Home » 2020 » May » 27

Daily Archives: May 27, 2020

ვინ ლობირებს საქართველოში ჩინურ კომპანია “სინოჰიდროს”?!

დაუსრულებელ პროექტში უშედეგოდ გადაყრილი 400 მილიონამდე ლარი და არცერთი პასუხისგებაში მიცემული პირი, რომლებმაც ხალხის კუთვნილი კოლოსალური თანხა გაფლანგეს. ვინ ლობირებს ოცნების ხელისუფლებაში ჩინურ კომპანია სინოჰიდროს?! ეს კითხვა უკვე 3 წელია არსებობს. მიზეზი კი სამტრედია – გრიგოლეთის 54 კილომეტრიანი მაგისტრალია, რომელიც ჯერ კიდევ 2017 წელს უნდა დასრულებულიყო. ოპოზიცია და მესამე სექტორი კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით ვარაუდობს, რომ ხელისუფლება საეჭვო რეპუტაციის მქონე კომპანიასთან ...

Read More »

ოთარ ფარცხალაძე 3000 ლარით დააჯარიმეს

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე, რომელიც ავტომობილით გადაადგილების აკრძალვის პირობებში, რუსთაველის გამზირზე მანქანით მოძრაობისას შენიშნეს, დაჯარიმდა. ფარცხალაძის შესახებ პრემიერს ოპოზიციის დეპუტატმა, ირმა ნადირაშვილმა ჰკითხა. „ფარცხალაძის მაგალითზე რა კომენტარი უნდა გაგიკეთოთ? დააშავა? დაჯარიმდა, გადაიხადა, ეგეთი ბევრი დაჯარიმდა, 9 000 ჯარიმა იყო…” – განაცხადა პრემიერმა. მას სიტყვა ხათუნა გოგორიშვილმა შეაწყვეტინა, რომელმაც დაზუსტება სთხოვა, ნამდვილად დაჯარიმდა თუ არა ფარცხალაძე, ...

Read More »

ირაკლი კოვზანაძე – ველოდებით მთავარ ფინანსურ დოკუმენტში ცვლილებების პროექტს, სადაც ანტიკრიზისული ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა იქნება წარმოდგენილი

„მდგომარეობა არაორდინარულია, ყოველ ახალ დღეს რეალობის ახალი სურათი შემოაქვს. ასეთ ვითარებაში ზუსტი პროგნოზის და შესაბამისად ბიუჯეტის რეალისტური პროექტის მომზადებას დრო სჭირდება, ბიუჯეტის თავიდან გაკეთება გვიწევს. შევასრულებთ ყველა იმ ვალდებულებას, რაც იყო გაწერილი. ველოდებით ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში ცვლილებების პროექტს, სადაც დეტალურად იქნება წარმოდგენილი ანტიკრიზისული ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა“, -ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ირაკლი კოვზანაძემ პრემიერ-მინისტრის ანგარიში ...

Read More »

ვინც წლის ბოლომდე ბინის ყიდვას გადაწყვეტს იპოთეკური სესხი დაუსუბსიდირდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობა იპოთეკურ სესხებს წლის ბოლომდე დაასუბსიდირებს. „ჩვენ უკვე შემუშავებული გვაქვს კონკრეტული გეგმა დეველოპერებისთვის და მშენებლებისთვის. ეს დახმარება არ იქნება მხოლოდ კომპანიებისთვის, ეს იქნება მოქალაქეებისთვისაც. დღეიდან და წლის ბოლომდე სახელმწიფო მოახდენს იპოთეკური სესხის სუბსიდირებას ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც წლის ბოლომდე გადაწყვეტს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას“,- აღნიშნა გახარიამ.

Read More »

პრემიერმა ფინანსთა მინისტრს დაავალა, 1200 ლარიანი დახმარებით ისარგებლონ იმ პირებმაც, რომლებსაც გასული წლის ბოლო 6 თვის განმავლობაში სისტემატური შემოსავალი უფიქსირდებოდათ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ფინანსთა მინისტრს დაავალა, დებულებაში შევიდეს შესწორება და 1200 ლარიანი დახმარებით ისარგებლონ იმ პირებმაც, რომლებსაც გასული წლის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში სისტემატური შემოსავალი უფიქსირდებოდათ. „აქ არის თემა, რომ ეს ადამიანები სეზონურად მუშაობენ და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ამ 1200 ლარიან დახმარებაზე, დებულებაში იყო გაწერილი, რომ პირველი კვარტლის სამი თვის განმავლობაში ოფიციალური ხელფასი თუ უფიქსირდებათ, მაშინ მივცემთ. სეზონი არ იყო და ...

Read More »

გახარია – რელიგია არის ის ბეწვის ხიდი, წითელი ხაზი, რაზეც ხელისუფლებამ კი არა, ქვეყანამ და მოქალაქემ გაიარეს

რელიგია არის ის ბეწვის ხიდი, წითელი ხაზი, რაზეც ხელისუფლებამ კი არა, ქვეყანამ და მოქალაქემ გაიარეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ადამიანმა, მოქალაქემ დაიჯერა, ენდო მთავრობას და თქვა, რომ რელიგიური მრწამსის აღსრულებისას გარკვეულ წესებს დაიცავდა. „რელიგია არის ის ბეწვის ხიდი, წითელი ხაზი, რაზეც ვთვლი, რომ ხელისუფლებამ კი არა ქვეყანამ გაიარა, მოქალაქემ გაიარა, ...

Read More »

პირველი ივნისიდან “ფაბრიკა” იხსნება

“1 ივნისიდან ფარბიკაში! 🥳დეტალებს მალე გაგაცნობთ 💛Can’t wait to meet you in Fabrika from June 1! 🥳 “, – ვკითხულობთ სოციალურ ქსელში კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Read More »

„თიბისისთვის განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც ეროვნულ წარმოებას ავითარებს“

„თიბისისთვის განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც ეროვნულ წარმოებას ავითარებს“, – ამის შესახებ თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი თხელიძე აცხადებს. „არსებულ რეალობაში თიბისისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იმ ინიციატივების მხარდაჭერაა, რომელთა მიზანიც COVID-19-ის გავრცელებასთან ბრძოლაა. აღნიშნული მიმართულებით, თიბისი არაერთი პროექტის როგორც ავტორი, ასევე პარტნიორია. აქტიურად ვთანამშრომლობთ როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორთან. შპს „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსის“ წარმოებული პირბადეები, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის აუცილებელი ...

Read More »

თიბისის მობაილბანკს ფულადი გზავნილების განაღდების ფუნქციონალი დაემატა

დღეიდან, თიბისის მობაილბანკში ფულადი გზავნილების განაღდება  შესაძლებელია. მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, შესაბამისი ფუნქციონალი მობაილბანკს უკვე დაემატა.                                                                                                                                       სიახლით სარგებლობისთვის მომხმარებელმა აპლიკაციის მთავარ მენიუში  გადარიცხვების კატეგორიაში გზავნილის მიღების ღილაკს უნდა დააჭიროს და მიჰყვეს ინსტრუქციას. მომხმარებლები, რომლებიც თანხას თიბისის მობაილბანკით გაანაღდებენ, ავტომატურად ჩაერთვებიან  ფულადი გზავნილების აქციაში და შესაძლებლობა ექნებათ, მოიგონ 5000 ლარამდე თანხა. ფულადი გზავნილების კამპანიის  ფარგლებში,  ფულად პრიზს თიბისის 3000- მდე მომხმარებელი ...

Read More »

თიბისის მხარდაჭერით, პირბადეების მწარმოებელი – შპს „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსი“ გაიხსნა

ქართულ ბაზარზე, თიბისის მხარდაჭერით, უმაღლესი ხარისხის პირბადეების მწარმოებელი – შპს „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსი“ იწყებს ფუნქციონირებას. პროექტის ჯამური ღირებულება 1.8 მილიონი დოლარია. საწარმო განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნიკური გადამზადების ცენტრის ტერიტორიაზე განლაგდა. საწარმოში 20 ადამიანია დასაქმებული, თუმცა უახლოეს მომავალში ეს რიცხვი 50-მდე გაიზრდება. აქ ასევე ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები დასაქმდებიან. „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსი“ თანამედროვე ...

Read More »