Home » 2020 » May » 23

Daily Archives: May 23, 2020

საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებული ჯარიმებისა და საურავების გადახდაზე საშეღავათო პერიოდი დასრულდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებული ჯარიმებისა და საურავების გადახდაზე არსებული საშეღავათო პერიოდი 23 მაისს, საგანგებო მდგომარეობის გაუქმებასთან ერთად დასრულდა. უწყებაში აცხადებენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიანი მომსახურების თბილისისა და რუსთავის ცენტრები მოქალაქეთა მიღებას 27 მაისიდან განაახლებენ. ასევე, მუშაობა აღდგება საპატრულო პოლიციის სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და ანალიზის რეგიონულ განყოფილებებში. „მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, ერთიანი მომსახურების ცენტრი სრულად იცავს საქართველოს მთავრობის ...

Read More »

ტრამპი საკუთარ ხელფასს ქვეყნის ჯანდაცვის დეპარტამენტს გადაურიცხავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამ კვარტალში მის კუთვნილ ხელფასს „კოვიდ-19“-ის პრევენციისა და მკურნალობის ახალ მეთოდებზე მუშაობისთვის ჯანდაცვის დეპარტამენტს გადაურიცხავს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ტრამპის გადაწყვეტილების შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეილი მაკენან​მა განაცხადა. „ეს არის 100 000 დოლარის ოდენობის ჩეკი, რომელსაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ აიღებს და სამაგიეროდ, ის რამდენიმე კეთილშობილურ ინიციატივაზე გადანაწილდება, მათ შორის „კოვიდის“ ინიციატივებზე“, – განაცხადა პრესმდივანმა.

Read More »

შეზღუდვები, რომლებიც მოიხსნა და რომლები რჩება ძალაში

მთავრობის ადმინისტრაცია განმარტავს, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, რომელი შეზღუდვები მოიხსნა და რომელი რჩება კვლავ ძალაში. 23 მაისიდან, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოიხსნა, აღარ მოქმედებს შემდეგი შეზღუდვები: მოიხსნა ავტომობილით 3-ზე მეტი ადამიანის გადაადგილების შეზღუდვა, გარდა ტაქსით გადაადგილებისა. მოიხსნა ე.წ. კომენდანტის საათი. დაშვებული გახდა ყველა ეკონომიკური საქმიანობა, გარდა: რესტორანში, ბარში, კაფესა და ნებისმიერი სახის სასადილოში მომხმარებლის ადგილზე კვების მომსახურებისა; ტანსაცმლითა ...

Read More »

ბერლინის ეკლესიამ სალოცავი სივრცე დროებით მეჩეთის მლოცველებს დაუთმო

ბერლინში, ლუთარანულმა ეკლესიამ სალოცავი სივრცე დროებით დაუთმო ახლომდებარე მეჩეთის მომლოცველებს, რომლებიც მეჩეთის შენობის სიმცირის გამო, დისტანციის დაცვით ლოცვას ვერ ახერხებდნენ. „პანდემიამ ჩვენ ერთიან საზოგადოებად ჩამოგვაყალიბა. კრიზისები ადამიანებს აახლოებენ. თავდაპირველად გიჭირს, როცა მუსიკალურ ინსტრუმენტებს და სურათებს ხედავ, მაგრამ მერე როცა დეტალებს ივიწყებ, ხვდები, რომ ეს ღვთის სახლია“, – განაცხადა მეჩეთის იმამმა მედიასთან საუბრისას. როგორც „ბიბისი“ წერს, რამადანის დასრულების აღსანიშნავად მუსლიმი მოსახლეობა, როგორც წესი ...

Read More »

„თუ პრეზიდენტის პოსტს მომცემთ 2024 წელს, მზად ვარ ჩემზე ნებიმისმიერი მედიკამენტი გამოსცადოთ“

რუსეთის „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი, ვლადიმერ ჟირინოვსკი ხელისუფლებას სთავაზობს, როდესაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შემუშავდება, ის პატიმრებზე გამოსცადონ. მისი თქმით, ვაქცინაცია პატიმრებში ნებაყოფლობითი უნდა იყოს და თუ პატიმრები დათანხმდებიან, მათ სასჯელის ვადა ორჯერ უნდა შეუმცირდეთ. „თუ მე პრეზიდენტის პოსტს მომცემთ 2024 წელს, მეც მზად ვარ ჩემზე ნებიმისმიერი მედიკამენტი გამოსცადოთ“,-განაცხადა ჟირინოვსკიმ. რუსეთის დუმის დეპუტატი მიიჩნევს, რომ სარგებლის სანაცვლოდ ვაქცინიზაციას ათასობით ადამიანი დათანხმდება. რუსული მედიის ...

Read More »

რა გადაწყვეტილება მიიღო აშშ-მა კოვიდგადატანილი ახალგაზრდების სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ

COVID-19-ი სერიოზულად აზიანებს გულსისხლძარღვთა სისტემას, აზიანებს ღვიძლს, იწვევს თირკმლის უკმარისობას და აზიანებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, COVID-19-ი საჭიროებს მულტიპროფილურ მართვას და არამარტო ინფექციონისტის ან რეანიმატოლოგის ჩართვას პროცესში, როგორც აქამდე გვეგონა, არამედ სხვადასხვა დარგის სპეციალისტების ჩართვასაც. „არსებობს ვარაუდი და საბედნიეროდ, ჯერ მხოლოდ ეჭვია, რომ ეს დაავადება, მას ...

Read More »

ტრამპი: ზოგიერთმა გუბერნატორმა აბორტის კლინიკები უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნია, ვიდრე ეკლესიები

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სალოცავი ადგილები არსებითად მნიშვნელოვან ადგილებად გამოაცხადა და შტატის გუბერნატორებს მათი დაუყოვნებლივი გახსნისკენ მოუწოდა. „დღეს სალოცავ ადგილებს, ეკლესიებს, სინაგოგებსა და მეჩეთებს არსებითად მნიშვნელოვან ადგილებად ვაცხადებ. ზოგიერთმა გუბერნატორმა ალკოჰოლური მაღაზიები და აბორტის კლინიკები უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნია, ვიდრე ეკლესიები და სალოცავი ადგილები. ეს არასწორია. ამ უსამართლობას გამოვასწორებ. მოვუწოდებ გუბერნატორებს ახლავე გახსნან ეკლესიები და სალოცავი ადგილები“, – განაცხადა დონმალდ ტრამპმა. აშშ-ის პრეზიდენტმა ...

Read More »