Home » 2020 » May » 22 (page 3)

Daily Archives: May 22, 2020

ამერიკაში კორონავირუსის გამო დაახლოებით 39-მა მილიონმა ადამიანმა სამსახური დაკარგა

კორონავირუსის გამოჩენის შემდეგ, ამერიკაში, დაახლოებით 39-მა მილიონმა ადამიანმა სამსახური დაკარგა, – ამის შესახებ ინფორმაციას apnews-ი ავრცელებს. იმის მიუხედავად, რომ კორონავირუსზე დაწესებული შეზღუდვები ნელ-ნელა რბილდება, სტატისტიკის მიხედვით, უმუშევრობის მაჩვენებელი კვლავ იზრდება და გაუმჯობესება არ შეინიშნება. აშშ-ში მაის-ივნისში უმუშუევრობის კოეფიციენტმა შესაძლოა 20-დან 25%-მდე მიაღწიოს, რაც ბოლოს 90 წლის წინ, დიდი დეპრესიის დროს დაფიქსირდა. ხოლო აპრილში უმუშევრობის პროცენტულობა 14,7-ს შეადგენდა.

Read More »

საქართველო საფრანგეთის განვითარების სააგენტოსგან 190 მლნ ევროს ოდენობის ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებს

საქართველო აქტიურად განაგრძობს საერთაშორისო პარტნიორებთან მიღწეული მოლაპარაკებების შედეგად გამოყოფილი ფინანსური რესურსების მიღებას. როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) შორის დღეს ხელი მოეწერა ორ ხელშეკრულებას 190 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური მხარდაჭერის გამოყოფის შესახებ. აღნიშნული შეთანხმებებით: 70 მილიონი ევრო გათვალისწინებულია სოციალური კეთილდღეობის პროგრამის დასაფინანსებლად, მათ შორის, COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით; 120 მილიონი ევრო – მიიმართება ენერგეტიკის სექტორის რეფორმის ...

Read More »

რატომ დარჩა 3-ზე მეტი ადამიანის გადაყვანის შეზღუდვა ტაქსებისთვის – ჯანდაცვის მინისტრის განმარტება

ეს გადაწყვეტილება ეფუძნება იმას, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია სოციალური დისტანცია და ეს კვლავ დიდხანს დარჩება ძალაში – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ტაქსებისთვის დატოვებული შეზღუდვების შესახებ კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ტაქსთან მიმართებაში გარკვეული რისკები არსებობს და ეს ეხება როგორც მგზავრებს, ისევე მძღოლებს. „მძღოლი ძალიან ხშირად იცვლის მგზავრებს და სწორედ ამ პრევენციიდან გამომდინარე ჩვენ ეს შეზღუდვა ...

Read More »

„კლინიკაში უთხრეს მომსახურების ფასის გარდა დამატებით 20 ლარი – ექიმის ეკიპირების თანხა უნდა გადაიხადოო“

„კლინიკაში უთხრეს – მომსახურების ფასის გარდა დამატებით 20 ლარი – ექიმის ეკიპირების თანხა უნდა გადაიხადოო,“- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი მოქალაქის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს. „დღეს დილით მოქალაქემ დარეკა მისი სადაზღვევო კომპანიის პროვაიდერ სტომატოლოგიურ კლინიკაში. მიღებაზე ჩაწერისას იგი გააფრთხილეს, რომ მომსახურების ფასის გარდა დამატებით უნდა გადაიხადოს 20 ლარი – ექიმის ეკიპირების თანხა. დარეკა მეორე ...

Read More »

ნათია თურნავა – მზად ვართ, ბალტიის ქვეყნებთან ტურისტების მიმოსვლა აღვადგინოთ

ბალტიის ქვეყნებმა ერთმანეთთან უკვე გახსნეს მიმოსვლა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ მზად ვართ, თითოეულ მათგანთან ტურისტების მიმოსვლა აღვადგინოთ. ძალიან კარგია, რომ ავიაკომპანია „ვიზეარმა“ დაადასტურა მზადყოფნა, რომ აღადგინოს პირდაპირი ფრენები, მათ შორის, ვილნიუსსა და ქუთაისს შორის, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, რომელმაც ლიეტუვას ეკონომიკისა და ინოვაციების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ჟიგიმანტას ვაიჩიუნასთან ონლაინ შეხვედრა გამართა. აღნიშნული სამინისტრო ლიეტუვაში ...

Read More »

„ვიზეარი“ მზადაა აღადგინოს ფრენები ვილნიუსსა და ქუთაისს შორის

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ონლაინ შეხვედრა ლიეტუვას ენერგეტიკის მინისტრთან და ეკონომიკისა და ინოვაციების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან ჟიგიმანტას ვაიჩიუნასთან გამართა. აღნიშნული სამინისტრო ასევე კურირებს ტურიზმის სექტორს. შეხვედრაზე განხილული იყო ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პოსტკოვიდურ პერიოდში ტურიზმისა და ტრანსპორტის სფეროებში ურთიერთობის აღდგენის პირობებზე. აღინიშნა, რომ საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია პანდემიის გავრცელების პრევენციის მიმართულებით, მიღებულმა ეფექტურმა გადაწყვეტილებებმა ...

Read More »

გიორგი გახარია – საგანგებო მდგომარეობის გაუქმება არ ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგადაა და პანდემია დამარცხებულია

საგანგებო მდგომარეობის გაუქმება არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა და საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ პანდემია დამარცხებულია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, პანდემია არც საქართველოშია დამარცხებული და არც – მსოფლიოში. „ეს საბჭო შეიქმნა 28 იანვარს და ეს იყო ის პერიოდი, როცა საქართველოში არცერთი ინფიცირების შემთხვევა არ იყო დაფიქსირებული. ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა ერთი თვის შემდეგ. ორი თვის ...

Read More »

ტაქსების გარდა, ავტომანქანაში სამ ადამიანზე მეტის ყოფნის შეზღუდვა იხსნება

ავტომანქანაში სამ ადამიანზე მეტის ყოფნის თაობაზე შეზღუდვა იხსნება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დაწყებისას განაცხადა. მისი თქმით, შეზღუდვა რჩება მხოლოდ ტაქსებზე. „მივიღეთ გადაწყვეტილება ერთ ავტომობილში სამი ადამიანის შეზღუდვა გაგრძელდეს მხოლოდ ტაქსებზე და სხვა ყველა საავტომობიო საშუალებაში გაუქმდეს“,- განაცხადა გახარიამ.

Read More »

დონალდ ტრამპი: ჩვენი ეკლესიები უნდა გავხსნათ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრთან ეკლესიების გახსნის საკითხი განიხილა. „დღეს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრს ეკლესიების თაობაზე ვესაუბრე. ჩვენი ეკლესიები უნდა გავხსნათ. ჩვენი ქვეყანა უნდა გავხსნათ. დიდებულმა პასტორმა, დერელ სკოტმა დამირეკა და მითხრა, რომ ეკლესიები უნდა გავხსნათ. მე მას პატივს ვცემ. დიდებული პასტორია“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა მიჩიგანში კომპანია Ford-ის ქარხანაში ვიზიტის დროს ...

Read More »

რაზეა დამოკიდებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა – ხათუნა ზახაშვილის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა​ ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული. ამის შესახებ მან „ღია ეთერში“ განაცხადა. „მაშინ როდესაც სხვა დანარჩენი ბიზნესი გაიხსნება, ადამიანების აქტივობები მოიმატებს თუ ავადობის მაჩვენებელი იგივე ნიშნულზე დარჩება და ეს დაავადების რაოდენობის მატებისთვის იმპულსი არ იქნება, მაშინ რა თქმა უნდა ერთმნიშვნელოვნად სატრანსპორტო საშუალებების ამუშავებაც დაშვებული იქნება. 3-ზე მეტი ადამიანის ერთი სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებას, ესეც არის ადამიანთა ...

Read More »