Home » 2020 » May » 22 (page 2)

Daily Archives: May 22, 2020

შვედეთში ე.წ. პოპულაციური იმუნიტეტის იმედი ჰქონდათ, თუმცა კვლევებით ჩანს, რომ მიშვების პოლიტიკამ არ გაამართლა – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, შევდეთმა და ბელაურსმა პანდემიის პირობებში, მსოფლიოში ყველა სხვა ქვეყნისგან აბსოლუტურად განსხვავებული მიდგომა აირჩიეს. მისივე თქმით, ბელარუსში კიდევ გაცილებით ნაკლები შეზღუდვა იყო, ვიდრე – შვედეთში. პაატა იმნაძე განმარტავს, რომ აღნიშნულ ქვეყნებში ე.წ. პოპულაციურ იმუნიტეტზე ამყარებდნენ იმედს. „ჯერ შემოდგომა არ არის და წიწილების დათვლა ჯერ ადრეა, მაგრამ ჯერ ერთი, როცა შვედეთს ლაპარაკობენ, ესეც ...

Read More »

ნათია თურნავა – რაჭის ჰესი დღევანდელი სახით სრულიად უსაფრთხოა გარემოსთვის და მოსახლეობისთვის

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, რაჭის ჰესი დღევანდელი სახით სრულიად უსაფრთხოა გარემოსთვის და მოსახლეობისთვის. როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ამ თემებთან დაკავშირებით, ოპოზიცია ან საქმის კურსში არ არის მათსა და მოსახლეობის შორის კომუნიკაციაზე, ან განზრახ ამახინჯებს უბრალოდ ამ პროცესებს. „რაც შეეხება ჰიდროელექტროსადგურებს, ესეც საჯარო განხილვების შედეგია და ეს ნამდვილად არ მომხდარა ერთ დღეში და საგანგებო ვითარებაში. ...

Read More »

სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტებს – ეკლესიიდან გამოსული რომ არ ვაკეთებ კომენტარებს დღემდე არ იცით?

ეკლესიიდან გამოსული რომ არ ვაკეთებ კომენტარებს დღემდე არ იცით?- ასე უპასუხა სიონის ტაძრიდან გამოსულმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტების კითხვას თუ რას ფიქრობს კანონპროექტზე, რომლის თანახმადაც საპატრიარქოს ტყის გარკვეული ფართობი უნდა გადაეცეს. შეგახსენებთ, რომ პარლამენტი „საქართველოს ტყის კოდექსსა“ და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს იხილავს. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების პროექტის მიხედვით, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს ამ კანონის ამოქმედებამდე ...

Read More »

“ჩვენ ძალიან მალე გიმასპინძლებთ!” – “ვენდის” და “დანკინის” პასუხი რესტორნების ერთგულ მომხმარებლებს

“ჩვენ ძალიან მალე გიმასპინძლებთ!” – ასე პასუხობს “ვენდის” და “დანკინის” საერთაშორისო ქსელის რესტორნების გენერალური დირექტორი გიორგი მშვილდაძე ათასობით წერილს, რომელიც კომპანიამ სოციალური ქსელით მიიღო ლოიალური  მომხმარებლებისგან. “მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენთვის მთავარი საზრუნავი იყო ყველაფერი გაგვეკეთებინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული  წესებისა და რეკომენდაციების შესაბამისად. ჩვენ ასევე ვხელმძღვანელობდით ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მიერ შემუშავებული რეკომენდაციებით. მიუხედავად შეზღუდვებისა, ჩვენი ...

Read More »

მთავარია დროულად ,,გაეშვას” ეკონომიკა პოლიტიკური წნეხებისგან და მოგონილი უსარგებლო რეგულაციებიდან – თემურ ხომერიკი

,,მთავარია დროულად ,,გაეშვას” ეკონომიკა პოლიტიკური წნეხებისგან და მოგონილი უსარგებლო რეგულაციებიდან, დასრულდეს პანიკისმთესველთა დემაგოგია”, – ამის შესახებ ეკონომიკის პრაქტიკოსი ექსპერტი, პროფესორი  თემურ ხომერიკი აცხადებს. მისი შეფასებით, კრიზისის პირობებში სექტორალური ანტიკრიზისული პროგრამების დაფინანსებასთან ერთად, პერსპექტივაში მნიშვნელოვანია მიღებული პრირიტეტული დახარჯვის სწორი სტრატეგია, რაზეც მთავარი აქცენტი უნდა გაკეთდეს. ,,გვესმის, რომ პოსტკორონა პერიოდის ეკონომიკის განვითარების პარადიგმებზე მეტად მოსახლეობის სოციალური პრობლემებისა და მოწყვლადი ფენების დაცვაა აქტუალური, თუმცა სისტემური ...

Read More »

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტის მოქმედების ვადა 15 ივლისამდე განისაზღვრა

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტის მოქმედების ვადა 15 ივლისამდე იქნება. ამის შესახებ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. მისი თქმით, ვადასთან დაკავშირებით კანონპროექტის გარდამავალ დებულებაში კონკრეტული ჩანაწერი გაკეთდება. ხუნდაძე ცვლილებებს ამ წუთებში მეორე მოსმენით წარადგენს. შეგახსენებთ, პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს პირველი მოსმენით გუშინ უყარეს კენჭი. პარლამენტმა ვადასთან დაკავშირებული გარკვეული დათქმით დაუჭირა მხარი კანონპროექტს.

Read More »

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ ვლადიმერ კონსტანტინიდი დაინიშნა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ ვლადიმერ კონსტანტინიდი დაინიშნა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა. როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა ვლადიმერ კონსტანტინიდი ამ თანამდებობაზე მიხეილ ნინუას შეცვლის. „მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩემს მოადგილეს მიხეილ ნინუას, მან დიდი როლი შეასრულა ამ კრიზისულ სიტუაციაში ჩვენი მოქალაქეების დაბრუნების პროცესში და ადგილზე დახმარების კუთხით. მადლობა მინდა გადავუხადო მას ამისთვის. მან მთხოვა, რომ აქვს შემოთავაზებები კერძო სექტორში ...

Read More »

გამყრელიძე – შიდა ტურიზმი წელს მეტად უნდა განვითარდეს, მინდა, საქართველო ყველამ უკეთ გავიცნოთ

შიდა ტურიზმი წელს ქვეყანაში მეტად უნდა განვითარდეს, პირდაპირ გეტყვით, ეს ჩემი პერსონალური აზრია და მინდა, საქართველო ჩვენ ყველამ რაც შეიძლება მაქსიმალურად უკეთ გავიცნოთ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაცია შიდა ტურიზმის განვითარების საფუძველს იძლევა. „წავიდეთ და ვიაროთ, რადგან შიგნით ჩვენდა საბედნიეროდ ინფექციის მაჩვენებელი დიდი არ გვაქვს და ამ თვალსაზრისით არ ვართ ...

Read More »

პაატა იმნაძე – მოგვიწევს შეგუება, რომ ტრანსპორტში ნიღბების ტარება იქნება სავალდებულო

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნიღბების ტარება სავალდებულო იქნება. მისივე თქმით, მიმდინარეობს მსჯელობა საზოგადოებრივ ტრანსპორტში სოციალური დისტანციის დაცვის საკითხებზეც. „მესმის, რომ ზაფხულია, ადამიანები შეწუხდნენ ყველაფრით, შეზღუდვებით, დისკომფორტი იყო ძალიან ბევრი. ნაწილი ამ დისკომფორტისა მოიხსნება. სამწუხაროდ, ნაწილი ამ დისკომფორტისა გაგრძელდება და ტრანსპორტშიც მოგვიწევს ამასთან შეგუება, რომ ტრანსპორტში ნიღბების ტარება იქნება სავალდებულო. მიდის მსჯელობა, ...

Read More »

საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებისას მგზავრების რაოდენობაზე შესაძლოა ლიმიტი დაწესდეს

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ხელისუფლება მუშაობს იმ რეგულაციებზე, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების შემდეგ გასათვალისწინებელი იქნება და მომდევნო კვირაში უკვე გარკვეული სტანდარტები იქნება დადგენილი. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, ხელისუფლება ითვალისწინებს იმ ფაქტორს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების შემდეგ, სოციალური დისტანცირების დაცვა რთული იქნება. „საზოგადოებროვი ტრანსპორტის რეგულაციებზეც ვმუშაობთ. შემდეგ კვირაში უკვე გვექნება გარკვეული სტანდარტები, თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვნად ვითვალისწინებთ იმას, რომ ...

Read More »