Home » 2020 » May » 22

Daily Archives: May 22, 2020

მეტრო იხსნება? – რატომ გამოიძახეს სამსახურში მეტროს მემანქანეები

ამ დრომდე უცნობია თარიღი, როდის აღდგება მეტროს მუშაობა, თუმცა, „პრაიმტაიმის” ინფორმაციით, მეტროს მემანქანეებმა განაკვეთური დროით სამსახურში უკვე დაიწყეს სიარული. ნიშნავს თუ არა ეს, რომ მეტრო მგზავრების მისაღებად ემზადება? თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განაცხადეს, რომ ისინი სრულ მზადყოფნაში არიან, თუმცა ელოდებიან შესაბამის მითითებებს და შემდგომ მოხდება ტრანსპორტის აღდგენა. „მემანქანეები სამუშაოდ ოფიციალურად არ გამოგვიძახებია, თუმცა ამ ხნის განმავლობაში ზოგიერთი მემანქანე მუშაობდა და ჩვენი ...

Read More »

ხუდონჰესის პროექტზე სახელმწიფო, ფაქტობრივად, უარს ამბობს

მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულება უქმდება, ახალი ინვესტორი მოძიება კი დღესდღეობით შეუძლებელია ხუდონის მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულების მოშლისათვის, სახელმიფომ იურიდიული კომპანია უკვე დაიქირავა. ჯერჯერობით ყველა დეტალი უნცობია, მათ შორის ისიც, რატომ აუქმებს ხელშეკრულებას საქართველო “ტრანს ელექტრიკასთან” და ნიშნავს თუ არა ეს ხუდონჰესზე საბოლოოდ უარის თქმას.  პროექტი საბჭოთა საქართველოდან იღებს სათავეს, თუმცა მაშინაც და ახლაც მთავარი პრობლემა ადგილობრივების პროტესტია, რის გამოც ვერც ერთმა ხელისუფლებამ სამშენებლო სამუშაოები ...

Read More »

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა კორონავირუსზე საქართველოს სტატისტიკაში ეჭვი შეიტანა

„სპუტნიკ არმენიას“ ინფორმაციით, სომხეთის საზოგადოებრივი საბჭოს სხდომაზე მინისტრმა განაცხადა, რომ სომხეთში საქართველოდან ჩასულ არაერთ ადამიანს კორონავირუსი დაუდგინდა. ტოროსიანს საქართველოს ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებში ეჭვი შეაქვს და აინტერესებს, რამდენად არის სტატისტიკაში ასახული პნევმონიით გარდაცვლილი პირები. ამასთან, მინისტრის აზრით, საქართველოში არსებულ დადებით ციფრებზე გავლენა შესაძლოა, მეთოდოლოგიაში არსებულ განსხვავებას და ჩატარებული ტესტების რაოდენობას მოეხდინა. „ჩვენი ეპიდემიის საწინააღმდეგო სისტემა უკეთესია. ამას ვამბობ როგორც ფაქტს, რადგან ...

Read More »

თბილისის მეტროს სარეაბილიტაციო ტენდერი ოცნების მაჟორიტარ გოჩა ენუქიძის სახელს უკავშირდება

რამდენიმე დღის წინ ოპოზიციამ თბილისის საკრებულოში მეტროს რეაბილიტაციის მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით ხმაური ატეხა. საქმე აზიის განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი რამდენიმე მილიონიანი დაფინანსების ათვისებისას გამოკვეთილი შესაძლო კორუფციული გარიგებების ნიშნებს ეხება. კონკურსში მონაწილე კომპანიებს შორისაა ეი-ჯი გრუპი, რომელიც ამბროლაური-ონი-ცაგერი-მესტიის ზედიზედ მესამე მოწვევის  (2008-2012 ში ნაციონალური მოძრაობის, 2016-ში ქართული ოცნების მხრიდან) დეპუტატს, ასევე ბიზესმენ გოჩა ენუქიძეს უკავშირდება. მისი შესაძლო კავშირი კომპანიასთან  იოლად იკვეთება. ...

Read More »

გელა ხანიშვილი – მივმართავ მოსახლეობას, არ აყვნენ ზოგიერთი პოლიტიკოსის ცრუ მოწოდებებს

ზოგიერთი პოლიტიკოსი ვერ არჩევს, 2 ლარსა და 6 თეთრს, ერთ ლარსა და 7 თეთრს შორის სხვაობა 16 თეთრია, თუ –  ერთი ლარი. ფერმერები ამას კარგად ანსხვავებენ, – ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე გელა ხანიშვილმა „ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის საპასუხოდ განაცხადა. ​„ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ დღეს პრესკონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ საწვავზე ლარის დაკლება სიმართლეს არ ...

Read More »

ლევან დავითაშვილი: დღეის მონაცემებით, აგროდიზელის პროგრამით 5 000-ზე მეტმა ფერმერმა ისარგებლა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, 20 მაისიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, წარმატებით ხორციელდება ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში შემუშავებული აგროდიზელის პროგრამა. ფერმერები დიზელის საწვავის შეძენისას მნიშვნელოვან შეღავათს იღებენ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, მოსახლეობას დამატებითი განმარტებები მიეწოდოს აგროდიზელის ფასებთან დაკავშირებით, რათა გარკვეულ სპეკულაციებს არ ჰქონდეს ადგილი. „დღეის მონაცემებით, აგროდიზელის პროგრამით 5 000-ზე მეტმა ფერმერმა ისარგებლა. ჩვენი სამინისტროს რეგიონულმა საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურებმა ...

Read More »

გია ვოლსკი – ეკლესიის მიერ გაჩანაგებული არც ტყე და არც მიწა არ გვინახავს

ტყის კოდექსის კრიტიკის აზრი მხოლოდ ერთია – ეკლესიაზე იგივე სახელმწიფოს ერთ-ერთ ისტორიულ ბურჯზე შეტევა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა. გია ვოლსკის განცხადებით, ტყის კოდექსში ცვლილებებით ეკლესია- მონასტრებისთვის მიწების გადაცემის მხოლოდ იურიდიული ფორმა იცვლება და კანონი მათთვის არანაირი პრივილეგიის მინიჭებას არ ითვალისწინებს. “დაახლოებით სამი მილიონი ჰექტარიდან, გარკვეული რაოდენობა მიწების – საკმაოდ მცირე აქვთ ეკლესია- მონასტრებს, მაგალითად, ...

Read More »

ბახტაძე – ისეთი კრიზისის წინაშე ვიმყოფებით, რომელსაც მსოფლიო ომის მსგავსი გამანადგურებელი ეფექტი გააჩნია

პოსტპანდემიურ სამყაროს დასჭირდება ინვესტიციები ადამიანური კაპიტალის განვითარებაში. საქართველო წარმატებულია გლობალურ პანდემიასთან ბრძოლის საქმეში, რაც ძირითადად განპირობებულია 2013 წელს „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით განხორციელებული საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის რეფორმით, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე გამოცემა Emerging Europe -ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს. როგორც ყოფილი პრემიერი აღნიშნავს, ლუგარის კვლევითი ცენტრის წარმატებულ მუშაობასთან ერთად, ამ რეფორმამ ქვეყნის უმაღლესი დონის პროფესიონალებით დაკომპლექტებული ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის სრული ტრანსფორმაცია მოიცვა. ...

Read More »

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დარღვევის ამსახველი რუკის დამზადება, რეკლამირება, გამოყენება, გადაზიდვა დასჯადი ქმედება ხდება

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დარღვევის ამსახველი მასალის დამზადება, რეკლამირება, გამოყენება, გადაზიდვა და ა.შ. დასჯდადი ქმედება ხდება. პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა სისხლის სამართლის კოდექსსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი. საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსს ემატება 3431 მუხლი, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დარღვევის ამსახველი ელექტრონული რუკის ან მისი ნაბეჭდი გამოცემის, აგრეთვე ასეთი გამოსახულების შემცველი სხვა საგნის დამზადება, წარმოება, ...

Read More »

პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ არსებული ტყის ფართობების საპატრიარქოს საკუთრებაში გადაცემას ითვალისწინებს

პარლამენტმა მესამე მოსმენით (79 მომხრე) მიიღო კანონი,  რომელიც  ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ არსებული ტყის ფართობების საპატრიარქოს საკუთრებაში გადაცემას ითვალისწინებს. სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების პროექტის მიხედვით, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის ფართობი, თითოეულის შემთხვევაში 20 ჰექტრამდე და საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიები.

Read More »