Home » 2020 » May » 21 (page 3)

Daily Archives: May 21, 2020

საქართველო პანდემიას სამაგალითოდ გაუმკლავდა, მაგრამ ეროვნული ვალუტა მაინც “დაინფიცირდა”

სომხეთსა და აზერბაიჯანში, სადაც ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით ძალიან რთული ვითარებაა, სავალუტო რყევა არ დაფიქსირებულა ქართულ ლარს სულ უფრო მეტად უჭირს. პანდემიის პირობებში, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, ეროვნული ვალუტა ერთ-ერთ ურთულეს ვითარებაში აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ მეზობელ ქვეყნებში, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, საქართველოსთან შედარებით, ბევრად რთული სიტუაციაა, ლარი მაინც ყველაზე მძიმე დღეშია.  ასე ხდებოდა ყოველთვის. კრიზისული ვითარების დროს ქართულ ვალუტას ყველაზე მეტად უჭირდა. მაშინ, როდესაც ...

Read More »

გურიაში ამერიკული ინვესტიციით 12 მეგავატი სიმძლავრის ჰესი, „ბახვი1“ აშენდება – თურნავა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, გურიაში ჰიდროელექტროსადგურის „ბახვი 1“ პროექტის განხორციელება იგეგმება. როგორც თურნავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების ინვესტიციით განხორციელდება. „მთავრობის სხდომაზე განვიხილეთ და მოვიწონეთ ენერგეტიკული პროექტი, ეს არის „ბახვი 1“-ის მცირე ჰიდროელექტროსადგურის პროექტი, 12 მეგავატი, გურიაში ჩოხატაურის რაიონში. ეს პროექტი მნიშვნელოვანია ჩვენთვის არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არის ქართული წარმოება, ადგილობრივი ...

Read More »

ფინანსთა მინისტრი განმარტავს, ვის გადაუვადდება საბანკო სესხები

ფინანსთა მინისტრის ვანო მაჭავარიანის განცხადებით, საბანკო სესხები დამატებით სამი თვით იმ ფიზიკურ პირებსაც გადაუვადდებათ, რომლებსაც კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პერიოდში მკვეთდრად შეუმცირდათ შემოსავალი და გადახდის პრობლემა აქვთ. მისივე თქმით, აღნიშნულ ფიზიკური პირების გადახდისუნარიანობას ბანკები შეაფასებენ. „თქვენ იცით, რომ სესხები სამი თვით იყო გადავადებული პრაქტიკულად ყველა ფიზიკურ პირზე ისე, რომ არ მოხდა მათი კაპიტალიზაცია ანუ პროცენტის დარიცხვა. ამ ეტაპზე ჩვენ გვქონდა კონსულტაციები ბანკებთან ...

Read More »

ფინანსთა მინისტრი დამსაქმებლებს მოუწოდებს, დროულად მიაწოდონ ინფორმაცია მათ შესახებ, ვისაც ჯამში 1200-ლარიანი კომპენსაცია ეკუთვნით

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, დამსაქმებლებს მოუწოდებს, დროულად მიაწოდონ ინფორმაცია იმ დასაქმებულების შესახებ, ვისაც სახელმწიფოსგან 6 თვის განმავლობაში ჯამში 1200- ლარიანი საკომპენსაციო პაკეტი ეკუთვნით, რათა დროულად მოხდეს დახმარების გაცემა. მინისტრის თქმით, დამსაქმებლებმა შესაბამის უწყებას საბანკო რეკვიზიტები 1-ელ ივნისამდე უნდა მიაწოდონ. „ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა ვთხოვოთ ყველა კომპანიას, დამსაქმებელ იურიდიულ პირს, რომ მაქსიმალურად ჩქარა მოგვაწოდონ ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებ ვისზეც ხელფასის გაცემა არ ხდება. ...

Read More »

განახლებადი ენერგიის რომელი წყაროსკენ იხრებიან ექსპერტები?

ჰესების წინააღმდეგ ბრძოლა, რაც ერთგვარ „მოდურ ტრენდადაც“ კი იქცა უკანასკნელ წლებში (არამხოლოდ საქართველოში) „მწვანე“ გაერთიანებებისთვის. ისინი კვლავ მოძველებული, ათასგზის უარყოფილი მეთოდებით და მითებით უპირისპირდებიან განახლებადი ენერგიის წყაროების მშენებლობას. სხვადასხვა ეკოლოგიური გაერთიანებების მთავარ სამიზნედ წყალსაცავიანი ჰესების პროექტები რჩება. მიუხედავად არაერთი მეცნიერული დადასტურებისა, ჰესებს მაინც უარს ეუბნებიან „მწვანე“ სტატუსზე. მაგრამ იმას ვერც მწვანეები უარყოფენ, რომ ჰესი განახლებადი ენერგიის წყაროა და წყლის მექანიკურ ...

Read More »

უკრაინაში ერთიან საინვესტიციო ოფისს ლევან ვარშალომიძე უხელმძღვანელებს

უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის ინფორმაციით, უკრაინაში შეიქმნება ერთიანი საინვესტიციო ოფისი, რომელსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი, ლევან ვარშალომიძე უხელმძღვანელებს. „შემიძლია გაუწყოთ საინვესტიციო ოფისზე, რომელსაც სექტემბერში გავხსნით. ჩვენ იქ ბატონ ლევან ვარშალომიძეს დავნიშნავთ, რომელიც ბათუმს აშენებდა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

Read More »

ვის შეუძლია ბანკისთვის მიმართვა საკრედიტო პროცენტის კიდევ 3 თვით გადავადების მიზნით

ყველა მოქალაქეს, რომელსაც შეუმცირდა შემოსავალი, აქვს საბანკო კრედიტი და თავისი სურვილით მიმართავს ბანკს, ასევე მოხდება მისი საკრედიტო პროცენტის გადასახადის გადავადება სამი თვით და ყველაფერი ეს მოხდება პროცენტის კაპიტალიზაციის გარეშე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, საბანკო კრედიტები ასევე გადაუვადდებათ ადამიანებს, რომლებმაც დაკარგეს სამსახური და სახელმწიფო ანტიკრიზისული გეგმით ეხმარება. „საქართველოს მთავრობისა და საბანკო სექტორის, ...

Read More »

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი უქმდება

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გაუქმდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „რა თქმა უნდა , ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ამ გლობალური პანდემიის შემდგომ გამოწვევები სულ უფრო და უფრო მძიმდება, მაგრამ ამავდროულად, ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ჩვენი ვალდებულებაა, ქვეყანა ნელ-ნელა რაციონალურად, მაგრამ ძალიან ფრთხილად ცხოვრების ჩვეულ ტემპს დაუბრუნდეს. სამწუხაროდ, დღეს დაზუსტებით ვერავინ ამბობს პოსტკოვიდური ...

Read More »

შვედეთში მიკროჩიპები, რომლებიც პირადობის მოწმობის, საბანკო ბარათის და საშვის ფუნქციებს ითავსებს უკვე 3 ათასამდე მოქალაქემ დაინერგა

ბოლო 3 წლის განმავლობაში შვედეთის 3 ათასამდე მოქალაქემ სხეულში მიკროჩიპები დაინერგა. ამის შესახებ euronews-ი AFP-ზე დაყრდნობით იტყობინება. ტელეარხის ცნობით, ბრინჯის მარცვლის ზომის მოწყობილობას ადამიანს ხელში შპრიცის დახმარებით უნერგავენ. ჩიპს მრავალი ფუნქცია აქვს: მასზე მომხმარებლის პირადი მონაცემებია ჩაწერილი, ის ელექტრონული გასაღების როლსაც ასრულებს და მფლობელს მისი გამოყენებით სამსახურში ან სპორტულ დარბაზში შეუძლია შესვლა. ამასთან, მოწყობილობაზე მფლობელის საბანკო მონაცემებიც არის დატანილი, ამიტომ უბრალო ხელის მიდებით მას თანხის გადახდაც ...

Read More »