Home » 2020 » May » 20 (page 4)

Daily Archives: May 20, 2020

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 19-ით გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 6-ით გაიზარდა და 713 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 19 – ით გაიზარდა და 475 გახდა. აღსანიშნავია, რომ ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 11 შემთხვევაა გამოვლენილი. კარანტინის რეჟიმშია 3519 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 351 პირი.

Read More »

მთელი მმართველობის განმავლობაში, „ნაციონალური მოძრაობა“ მოსახლეობას საგანგებო მდგომარეობაში ამყოფებდა – სოფო კილაძე

საგანგებო მდგომარეობაში „ნაციონალური მოძრაობა“ ამყოფებდა ჩვენს მოსახლეობას მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, როცა ხელისუფლებაში იყვნენ, – ასე უპასუხა  საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოფიო  რომან გოცირიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც პარლამენტი მთავრობას აძლევს უფლებას, შეზღუდოს გადაადგილება, დაკეტოს ეკონომიკის ყველა დარგი, ჩაკეტოს ადამიანები სახლებში, ჩაკეტოს ქალაქები და პარლამენტს არაფერი ჰკითხოს. „საგანგებო მდგომარეობაში „ნაციონალური მოძრაობა“ ამყოფებდა ჩვენს მოსახლეობას მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, როცა ხელისუფლებაში იყვნენ. ამ ...

Read More »

მაიკ პენსი: ჩემს ექიმს ჰიდროქსიქლოროქინის მიღება არ ურჩევია

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა განაცხადა, რომ ანტიმალარიულ პრეპარატს, ჰიდროქსიქლოროქინს არ იღებს. „ჩემს ექიმს ჰიდროქსიქლოროქინის მიღება არ ურჩევია, თუმცა, რომ ერჩია, მის რჩევას გავითვალისწინებდი“, – განაცხადა მაიკ პენსმა. აქამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ანტიმალარიულ პრეპარატს, ჰიდროქსიქლოროქინს იღებს. „რამდენიმე კვირის წინ მისი მიღება დავიწყე და ყოველ დღე ვსვამ ამ პრეპარატს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა. ჟურნალისტის კითხვას, ურჩია თუ არა ამ წამლის ...

Read More »

გიორგი ჩიქოვანი: ონის ჰესი 2019 წელს იმპორტირებული ელექტროენერგიის 31%-ს ჩაანაცვლებდა

რა ენერგეტიკულ და ეკონომიკური სარგებელს მოუტანს ონის ჰესი საქართველოს და ონის მუნიციპალიტეტს. ამ საკითხებზე ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორმა, გიორგი ჩიქოვანმა „იმედის“ გადაცემაში „არენა“ ისაუბრა. „ონის კასკადი მნიშვნელოვანი ობიექტი არის ჩვენი ენერგეტიკისთვის. მისი გამომუშავებეული 780 მილიონი კილოვატ-საათი არის ჩვენი წლიური მოხმარების დაახლოებით 6%. თუმცა, იმ პერიოდში როცა ჩვენ ვაკეთებთ ელექტროენერგიის იმპორტს, 2019 წელს რომ გვქონოდა ონი-ჰესი, ის ჩაანაცვლებდა იმპორტის 31%-ს“, – განაცხადა ჩიქოვანმა. მისივე თქმით, პროექტი ონის მუნიციპალიტეტის ეკონომიკურ ...

Read More »

როდის ჩატარდება ფინალური გამოცდები უნივერსიტეტებში – განათლების მინისტრის განმარტება

ფინალური გამოცდები ჩატარდება შეზღუდვების შემსუბუქების ფინალურ, მეექვსე ეტაპზე, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა. მისივე თქმით, ამასთან ერთად, მეექვსე ეტაპამდე სამინისტრო თანდათანობით იწყებს პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობების უფლების გაცემას და სურვილის შემთხვევაში უნივერსიტეტები უკვე თვის ბოლოდან შეძლებენ, ეტაპობრივად დაიწყონ პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობები, რომლებიც შინაარსიდან გამომდინარე ონლაინ-რეჟიმში ვერ ჩატარდებოდა. „ფინალური გამოცდები ჩატარდება ...

Read More »

„უგულავა-ოქრუაშვილის შეწყალების შესახებ ბიძინა ივანიშვილი, გახარია და არჩილ თალაკვაძე წინასწარ გავაფრთხილე“

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, მან გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების შესახებ ბიძინა ივანიშვილი, გიორგი გახარია და არჩილ თალაკვაძე წინასწარ გააფრთხილა. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა „რუსთავი 2-თან“ ინტერვიუში განაცხადა. „სრულიად დამოუკიდებლად მივიღე ეს გადაწყვეტილება. ძალიან დიდხანს ვფიქრობდი ამ გადაწყვეტილებაზე, მაგრამ როცა უკვე ჩემში დავრწმუნდი, რომ ეს გადაწყვეტილება საჭირო იყო, გადაწყვეტილების გაჟღერებამდე ​შევატყობინე. შევატყობინე იმ შტოებს, ქვეყნის ინსტიტუტებს, იმიტომ, რომ არ შეიძლება ასეთი გადაწყვეტილება ...

Read More »

დევიდ მაკალისტერი: ჩვენ, ევროკავშირი, არ უნდა ჩავერიოთ საქართველოს შიდაპოლიტიკურ საქმეებში

დღეს გამართულმა დებატებმა აჩვენა ევროპარლამენტარების მხარდაჭერა იმ ანგარიშის მიმართ, რომელიც მოამზადა სვენ მიქსერმა, – ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, დევიდ მაკალისტერმა „ქრონიკასთან“ განაცხდა. მისივე თქმით, ევროკავშირი საქართველოს შიდაპოლიტიკურ საქმეებში არ უნდა ერეოდეს. „პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ საქართველო არის ევროკავშირის უმნიშვნელოვანესი პარტნიორი. ჩვენ ვიცით, რომ ეს ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მონაწილეა და ამ პროგრამის მთავარი მოთამაშე. მე მინდა, ასევე ცალკე აღვნიშნო პანდემიისას საქართველოს ...

Read More »