Home » 2020 » May » 20 (page 3)

Daily Archives: May 20, 2020

„ახალგაზრდა ადვოკატები“ – „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებები პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილება კი უნდა შეჩერდეს

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში პარლამენტში წარდგენილ საკანონმდებლო წინადადების პროექტს, მის ირგვლივ განვითარებულ დისკუსიას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ კანონპროექტი, რომლის მიზანს პანდემიის პროცესში სახელმწიფოს მოვალეობების ეფექტიანი შესრულება წარმოადგენს, არ ეწინააღმდეგება  „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის“ ევროპული კონვენციის პრინციპებს და დროებითი შეზღუდვების ხელოვნურად წარმოქმნას ან მმართვის ბოროტად გამოყენებას, თავად გამორიცხავს კანონი. „ახალგაზრდა ადვოკატები“ გაეცნო საკანონმდებლო წინადადების პროექტს და ...

Read More »

თბილისის მერია ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს

თბილისის მერია ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ქალაქში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრაქსტრუქტურული პროექტები მსოფლიო პანდემიის მიუხედავად, ერთი წუთითაც არ შეჩერებულა. „თბილისის მერიას ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ჰქონდა ტენდერი. გამარჯვებული კომპანია გამოვლენილია და მასთან უახლოებს მომავალში ხელშეკრულება გაფორმდება, რის შემდეგაც კონკრეტული სამუშაოები დაიწყება. საპროექტო დოკუმენტაციის თანახმად, სარეაბილიტაციო არეალი მეტროსადგურ ...

Read More »

აგროდიზელის ფასდაკლების ბარათები 20 მაისიდან ეტაპობრივად გაიცემა

ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, აგროდიზელის ფასდაკლების ბარათები 20 მაისიდან ეტაპობრივად გაიცემა. სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ფერმერებისთვის გათვალისწინებული დახმარების პროგრამების განხორციელება ხვალიდან, 20 მაისიდან იწყება. 20 მაისიდან, „აგროდიზელით ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, ფასდაკლების ბარათები ფერმერებისთვის ეტაპობრივად გაიცემა როგორც იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში (my.gov.ge-ზე ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის პრინციპით) ასევე სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონული სამსახურებსა და მუნიციპალიტეტებში არსებულ საინფორმაციო-საკონსულტაცია ცენტრებში; ...

Read More »

ქართული წვენი ჩინეთსა და აზერბაიჯანში ექსპორტზე გავიდა

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქართული წვენი „კამპა” ჩინეთსა და აზერბაიჯანში ექსპორტზე გავიდა. სააგენტო „აწარმოე საქართველოშის” ინფორმაციით, სააგენტოს ხელშეწყობით, კომპანიამ ჩინელ პარტნიორებთან ბიზნესკავშირები ჩინეთის უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენაზე China Import Expo დაამყარა, ხოლო აზერბაიჯანელ შემსყიდველებთან მოლაპარაკებები Gulfood 2020 შედგა, რომელიც 2020 წლის თებერვალში ქ. დუბაიში გაიმართა. „აღსანიშნავია, რომ ქართულმა კომპანიამ 20 ათასი ლიტრი წვენის ექსპორტი განახორციელა აზერბაიჯანში, ხოლო ჩინეთში 3 კონტეინერი გაიგზავნა ...

Read More »

ვანში ახალი მუზეუმი აშენდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ვანის მუზეუმის მშენებლობა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია დაასრულა. დასრულებული სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ მოინახულეს. მინისტრის თქმით, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სრულიად ახალი სამუზეუმო კომპლექსი სჭირდებოდა იმ არქეოლოგიურ სიმდიდრეს, რომელიც გააჩნია ვანს. „ამ კომპლექსს ბოლოს 35 წლის წინ ჩაუტარდა გარკვეული ...

Read More »

რუსეთის პრემიერ-მინისტრი კორონავირუსისგან განიკურნა და სამსახურს დაუბრუნდა

კრემლის ინფორმაციით, რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხაილ მიშუსტინი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ სამსახურს დაუბრუნდა. მიხაილ მიშუსტინმა კორონავირუსით დაინფიცირების შესახებ საზოგადოებას 30 აპრილს ამცნო და თვითიზოლაციაში გადავიდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მიშუსტინი მკურნალობას კლინიკაში აგრძელებდა. მისი ავადმყოფობის პერიოდში პრემიერის მოვალეობას პირველი ვიცე პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბელორუსოვი ასრულებდა.

Read More »

თბილისის მერის მოადგილის პოსტზე სოფიო ხუნწარიას ანდრია ბასილაია ჩაანაცვლებს

თბილისის მერის მოადგილის პოსტს ანდრია ბასილაია დაიკავებს. ამის შეასხებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ბასილაია სოფიო ხუნწარიას ადგილს დაიკავებს, რომელმაც თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა. „მინდა, წარმოგიდგინოთ ჩემი ახალი მოადგილის, ანდრია ბასილაიას კანდიდატურა, რომელიც 2017 წლიდან არის ჩვენი გუნდის წევრი. დღემდე სხვადასხვა თანამდებობებზე იყო და აქვს ბევრი წარმატებული პროექტი. ანდრია პროფესიით ეკონომისტ/პოლიტოლოგია, დამთავრებული აქვს ნიუ-იორკის „წმინდა ...

Read More »

ჯანდაცვის სამინისტრომ 30 000 სწრაფი ტესტი შეიძინა

მსოფლიო ბანკის, კორონავირუსზე გადაუდებელი რეაგირების პროექტის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტრომ სწრაფი ტესტები შეიძინა. ანტისხეულების 30 000 ტესტის მომწოდებელი ჩინეთის მთავრობის მიერ ლიცენზირებული კომპანიაა, რომელიც აღნიშნული ტესტებით ევროპის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებსაც ამარაგებს. „აღნიშნული სწრაფი ტესტები ლიცენზირებულია ჩინეთის მთავრობის მიერ, ჩვენმა პროდუქტმა არაერთი შემოწმება გაირა და ექსპორტზე გატანის ნებართვა მიიღო. ტესტებს ძალიან მაღალი სიზუსტე აქვს. ის შეგვაქვს, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ...

Read More »

თბილისი-რუსთავის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს

თბილისი-რუსთავის და რუსთავი-თბილისის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ამ მიმართულებებით ყოველდღიურათ 30 000 ადამიანი გადაადგილდება დღის განმავლობაში და აუცილებელია, რომ დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა ამ ადამიანების საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება უზრუნველყოს. „თბილისიდან რუსთავის მიმართულებით და რუსთავიდან თბილისის მიმართულებით 30 000 ადამიანი გადაადგილდება დღის განმავალობაში. შესაბამისად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ აუცილებელია დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა ამ ადამიანების საზოგადოებრივი ...

Read More »

ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ქართული ბიზნესი არ ენდობა

ახალი კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეული ნეგატიური შედეგების დათვლა და მასთან გამკლავება ქართულ ბიზნესს კიდევ დიდხანს მოუხდება. ყველა ერთიანია მოსაზრებაში, რომ კრიზისიდან მინიმალური ზიანით გამოსასვლელად აუცილებელია სახელმწიფოსა და ბიზნესის კოორდინირებული მოქმედებები, ერთმანეთის საციცოცხლო საჭიროებებისადმი ანგარიშის გაწევა და თანმიმდევრულობა მოქმედებებში. ლარის გაცვლითი კურსის მოკლე დროში საგრძნობმა მერყეობამ (2.8 -იდან 3.6 მდე და უკან 3.2-მდე) პანდემიისგან რეტდასხმული ბიზნესი კიდევ უფრო რთულ ვითარებაში ჩააგდო. მიუხედავად ...

Read More »