Home » 2020 » May » 20 (page 2)

Daily Archives: May 20, 2020

„არსებული დინამიკა თუ შენარჩუნდება, მალე სომხეთში კორონავირუსით დღეში ათობით, ასობით ადამიანი დაიღუპება“

არსებული დინამიკა თუ შენარჩუნდება, მალე სომხეთში კორონავირუსით დღეში ათობით, ასობით ადამიანი დაიღუპება, – ეს განცხადება სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ პირდაპირი ეთერის დროს გააკეთა. სომხეთის პრემიერის თქმით, იმის გამო, რომ მოსახლეობა „კოვიდ-19“-ის პანდემიას საფრთხედ არ აღიქვამს, ქვეყანა სერიოზული პრობლემის წინაშე დგას. „თუ ლეტალური შემთხვევების რაოდენობას არ შევამცირებთ, 29 მაისს სომხეთში 10 000 შემთხვევა გვექნება, 12 ივნისს – 20 ...

Read More »

საქართველომ მარაგები 8 000 ტონა ხორბლით შეივსო

საქართველომ მარაგები 8000 ტონა ხორბლით შეივსო. ფოთის მარცვლეულის ტერმინალში დღეს დაიცალა 5 000 და 3 000 ტონიანი ორი გემი. ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ინფორმაციით, მარაგები სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შეივსო. აღსანიშნავია, რომ საქართველოში უახლოეს პერიოდში საქართველოში დამატებით ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოვა 27000 ტონა ამერიკული სასურსათო ხორბალი. როგორც საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში აცხადებენ, საქართველოში ივნისში   იწყება ადგილობრივი ხორბლის მოსავლის ...

Read More »

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და ჩინეთის 2 მილიარდი – კოკი იონათამიშვილის ბლოგი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩინეთიდან 2 მილიარდ დოლარს მიიღებს. ამერიკა დაფინანსების აღდგენას არ გეგმავს. დამთავრდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცისს მორიგი, 73-ე ასსამბლეა. მის ზოგიერთ ფრიად საინტერესო შედეგზე უკვე დღეს შეგვიძლია მსჯელობა. ჩინეთი უახლოესი ორი წლის განმლობაში 2 მილიარდი დოლარით დააფინანსებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას. შედარებისთვის ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩინეთის მხრიდან ჯანმოს დაფინანსება 86 მილიონ დოლარს შეადგენდა, ხოლო აშშ-ს მხრიდან 893 მილიონ ევროს.ამერიკის ...

Read More »

ირაკლი კოვზანაძე წელს ეკონომიკის 4%-ზე მეტ ვარდნას ვარაუდობს

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ გადაცემა “საქმიან დილაში” განაცხადა, რომ განახლებული ბიუჯეტი მინუს 4%-იან ეკონომიკურ ვარდნაზე იქნება დაგეგმილი, თუმცა მისი შეფასებით, შესაძლოა, ვარდნა ამაზე მეტიც იყოს.  ამასთანავე, კოვზანაძე ამბობს, რომ შექმნილ კრიზისულ ვითარებაში ახალ ბიუჯეტზე მუშაობა საკმაოდ რთულ გამოწვევას წარმოადგენს, რადგან არსებული ვითარების შესახებ ჯერ ბევრი რამ ცნობილი არაა და ყოველ დღეს ამ მხრივ, კრიზისის მასშტაბების შესახებ მეტი სიცხადე ...

Read More »

დეველოპერული კომპანია „რედკო“ ციხისძირში ახალ საცხოვრებელ კომპლექსს Bamboo Beach Resort-ს აშენებს

Bamboo Beach Resort-ი დეველოპერული კომპანია „რედკოს“ ახალი პროექტია, რომლის მშენებლობაც ოფიციალურად მაისის ბოლოს დაიწყება. კომპანია ციხისძირის ახალი დასასვენებელი და საცხოვრებელი ობიექტების მშენებლობას ბათუმიდან 20 კილომეტრში, შავი ზღვის სანაპიროს პირველ ზოლში პეტრას ციხის მიმდებარედ იწყებს. საოჯახო ტიპის კურორტის პროექტი, საპროექტო კომპანია Green Design Society-მა შეადგინა.  სასტუმროსა და აპარტამენტების კომპლექსში  გაერთიანებულია 521 პრემიუმ კლასის აპარტამენტი, 119 სასტუმრო ნომერი, კერძო ნავსადგომი, კერძო სანაპირო ზოლი, ...

Read More »

საქართველოში რძის წარმოება გაიზარდა, ხორცის კი შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის პირველი კვარტალის ბოლოსთვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით,  1.9 პროცენტით გაიზარდა და 973.5 ათასი სული შეადგინა. აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 461.4 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 1.5 პროცენტით მეტია. ცხვრისა და თხის ჯამური რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 4.0 პროცენტით შემცირდა და 1.1 მლნ. სული შეადგინა. ღორის რაოდენობა ...

Read More »

შვედეთში ბოლო კვირის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ევროპაში ყველაზე მაღალია

კორონავირუსთან ბრძოლაში ბევრმა გააკრიტიკა შვედური მეთოდი. როგორც ცნობილია, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით შვედეთში  ახალი ვირუსის შესაკავებლად მნიშვნელოვანი შეზღუდვები არ დაუწესებიათ. შვედეთის მაგალითის გათვალისწინებით ბევრმა გააპროტესტა კარანტინში ყოფნა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, დასკვნების გაკეთება ნაადრევი იყო. შვედეთში, გასული შვიდი დღის განმავლობაში, ერთ სულ მოსახლეზე ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ევროპაში ყველაზე მაღალია. ახალი კორონავირუსით 12 მაისიდან 19 მაისამდე შვედეთში 1 მილიონ ადამიანზე დღეში საშუალოდ ...

Read More »

ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებაში მყოფი პირი, რომელმაც კორონავირუსის პანდემიის გამო სამსახური დაკარგა, კომპენსაციას მიიღებს

პირს, რომელიც ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებაში იმყოფებოდა, თუმცა, კორონავირუსით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე სამსახური დაკარგა, კომპენსაცია მიეცემა. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის 314-ე დადგენილებაშია აღნიშნული, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აწერს. დადგენილების თანახმად, პირებზე კომპენსაცია განისაზღვრება თვეში 200 (ორასი) ლარის ოდენობით, ამ პროგრამის ამოქმედებიდან 6 თვის განმავლობაში. ამავე დოკუმენტის თანახმად, დაქირავებული პირს 2020 წლის პირველი ...

Read More »

დედაქალაქში ყვითელი ავტობუსები წლის ბოლომდე სრულად შეიცვლება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, წლის ბოლომდე სრულად ჩანაცვლდება ყვითელი ავტობუსები. როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სატრანსპორტო პოლიტიკა. „საზოგადოებამ კარგად იცის ჩვენი დამოკიდებულებები, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს ყველაზე მოწესრიგებული, სწრაფი და კომფორტული. ჩვენ ამ მიმართულებით უკვე გადავდგით გარკვეული ნაბიჯები.  ​დავიწყეთ არსებული ავტობუსის პარკის განახლება, რომელიც პრობლემას წარმოადგენდა ქალაქისთვის ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით და მგზავრებისთვის იყო დისკომფორტი. ჩვენ დავიწყეთ ...

Read More »

უნგრეთის პარლამენტმა მოქალაქეებს დოკუმენტებში სქესის შეცვლა აუკრძალა

უნგრეთის პარლამენტმა მოქალაქეებს დოკუმენტებში სქესის შეცვლა აუკრძალა. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება. ახალი ინიციატივა მმართველ პარტია „ფიდესს“ ეკუთვნის. მას მხარი დაუჭირა 133-მა დეპუტატმა, 57 წინააღმდეგი წავიდა. კანონის მიხედვით, დაბადების, ქორწინებისა და გარდაცვალების მოწმობაში სიტყვა „სქესის“ ნაცვლად, ჩაიწერება „სქესი დაბადებისას“. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ლგბტ-მოქალაქეების დისკრიმინაციას წარმოადგენს. ახალი კანონი მას შემდეგ ამოქმედდება, რაც მას ხელს უნგრეთის პრეზიდენტი მოაწერს. ევროკავშირის ქვეყნების ...

Read More »