Home » 2020 » May » 20

Daily Archives: May 20, 2020

„ასაკის შემდეგ სიმსუქნე მეორე რისკ-ფაქტორია კორონავირუსის დროს“

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, კორონავირუსისჰოსპიტალიზაციის ერთ-ერთი მიზეზი სიმსუქნე შეიძლება იყოს. ამის შესახებ მან „იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ნიუ-იორკში ჩაატარეს კვლევა, რამაც ეს მოსაზრება დაადასტურა. „ნიუ-იორკში ჩაატარეს კვლევა 4 ათასზე მეტ კოვიდიან პაცინეტში. მივიდნენ საინტერესეო დასკვნამდე, რომ სიმსუქნე არის მეორე რისკ-ფაქტორი ასაკის შემდეგ ჰოსპიტალიზაციის პირობებში. ეს კვლევა საკმარისია იმის სახსენებლად, რამდენად უარყოფითია სიმსუქნე კოვიდ ინფექციის დროს. სიმსუქნე, ...

Read More »

არჩილ თალაკვაძე – პრეზიდენტმა შეძლო ორი დამნაშავის კანონის ფარგლებში გამოშვება

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ორი დამნაშავის კანონის ფარგლებში გამოშვება და ოპოზიციის შორსმიმავალი გეგმების და პოლიტიკური ავანტიურის ჩაშლა” შეძლო. თალაკვაძემ სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე აღნიშნა, რომ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების შესახებ პრეზიდენტის გადაწყვეტილება რთული იყო, თუმცა განპირობებული იმით, რომ არ შექმნილიყო „კრიზისის იმიტაცია”. „დღესაც იგივე აზრზე ვარ – ძალადობრივი შეტევა პარლამენტზე მიუღებელია და ნებისმიერ დემოკრატიულ ...

Read More »

ივნისიდან საბანკო სესხებს მხოლოდ შემოსავალდაკარგულებს გადაუვადებენ

ალექსანდრე ძნელაძე: “მოწყვლადი ჯგუფების იდენტიფიცირება დაწყებულია” საბანკო სესხების 3-თვიანი გადავადების დრო თვის ბოლოს იწურება,  მოსახლეობის გადახდისუნარიანობა კი ფსკერზეა. დაწესებული შეზღუდვების მოხსნა ახლა დაიწყო, რის გამოც ხალხს შემოსავალი ჯერ კიდევ არ გააჩნია. საშეღავათო პერიოდის გაგრძელებაზე მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს, თუმცა იგი მხოლოდ მოსახლეობის ნაწილს შეეხება. საბანკო სესხებზე დაწესებული გადავადების პირველი ეტაპი 10 დღეში, ზუსტად 31 მაისს იწურება. მსესხებლების უდიდესმა ნაწილმა ბანკების მიერ ...

Read More »

კელი დეგნანი – თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიმართულებით ინტერესი საკმაოდ დიდია

ამის განხილვის შესაძლებლობა ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებობს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ონლაინკონფერენციაზე განაცხადა კითხვაზე, რომელიც საქართველოსა და აშშ-ის შორის შესაძლო თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას და ამ მიმართულებით პერსპექტივებს ეხებოდა. მისი თქმით, ამ მიმართულებით ინტერესი დიდია და სხვადასხვა შესაძლებლობა იყო განხილული. „დიახ, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიმართულებით ჩვენ განვიხილეთ სხვადასხვა შესაძლებლობა. ცხადია, რომ ინტერესი ამ მიმართულებით საკმაოდ დიდია, თუმცა ამ ეტაპზე ...

Read More »

პაატა იმნაძე – ტურისტებისთვის ისეთი წესები იქნება, პრაქტიკულად კარანტინში ჩამოდიან

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გამართული ონლაინკონფერენციის ერთ-ერთი შეკითხვა ტურიზმს ეხებოდა – ხომ არ შეუწყობს ტურიზმი ეპიდემილოგიური ვითარების დამძიმებას და როგორ აპირებენ მის გაკონტროლებას. „ისეთი წესები იქნება იმ ტურისტებისთვის, რომ პრაქტიკულად კარანტინში ჩამოდიან“, – განაცხადა ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ. საკითხზე ვრცლად ისაუბრა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ და აღნიშნა, რომ რისკი არსებობს, თუმცა კორონავირუსი დიდხანს არ გაქრება და ...

Read More »

უნგრეთის ელჩი – მივესალმებით საქართველოსთან უსაფრთხო დერეფნის შექმნის იდეას

საქართველო ძალიან კარგად უმკლავდება კორონავირუსის პანდემიის გამოწვევებს, – განაცხადა უნგრეთის ელჩმა, ვიქტორია ჰორვატმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან შეხვედრის შემდეგ. მისივე თქმით, მიესალმება უსაფრთხო დერეფნის შექმნის იდეას. „ჩვენ დადებითად ვაფასებთ საქართველოს მთავრობის ინიციატივებს, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი გახდა ვირუსის გავრცელების დაბალი მაჩვენებლის შენარჩუნება. ჩვენ ასევე მივესალმებით უსაფრთხო დერეფნის შექმნის იდეას. მოხარული ვართ, რომ მონაწილეობას ვიღებთ ამ მოლაპარაკებებში და ...

Read More »

ონლაინდისკუსია თემაზე STOPCOVID აპლიკაციები და პერსონალურ მონაცემთა დაცვა

21 მაისს, 17:00 საათზე არასამთავრობო ორგანიზაცია IRC-ის Facebook გვერდზე https://www.facebook.com/IRC111 გაიმართება ონლაინდისკუსია თემაზე:STOPCOVID აპლიკაციები და პერსონალურ მონაცემთა დაცვა. დისკუსიაში, რომელსაც IRC-ის წარმომადგენელი გიორგი გაბრიელაშვილი გაუწევს მოდერაციას, მონაწილეობას მიიღებენ: სალომე ბახსოლიანი – საჯარო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი (სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური)ანა კაპანაძე – Privacy Logic Group-ის დირექტორი (PLG)ირაკლი ლომიძე – ექსპერტი ტექნოლოგიური უსაფრთხოების საკითხებში (IRC)გიორგი გურგენიძე – საქართველოს ინფორმაციული უსაფრთხოების ასოციაციის პრეზიდენტი (GISA) COVID-19-ით გამოწვეულ პანდემიასთან ...

Read More »

„სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ დიზელს შეღავათიან ფასად 200,000-ზე მეტ ფერმერს გადასცემს

კომპანიამ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მემორანდუმი 15 მაისს გააფორმა. კომპანია „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმა, რომლის ფარგლებშიც, კომპანია ფერმერებს საწვავს შეღავათიანი პირობებით მიაწვდის. სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ პირებს შეუძლიათ, აგროტექნიკური სამუშაოებისთვის საჭირო მაღალი ხარისხის დიზელის საწვავი  ბაზარზე არსებულთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეისყიდონ. მიმდინარე წლის განმავლობაში, ყოველთვიურად ფერმერები „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ ავტოგასამართი სადგურებიდან დიზელს კონსოლიდირებულ ...

Read More »

ახალი ზელანდიის პრემიერი დამსაქმებლებს 4-დღიან სამუშაო გრაფიკზე გადასვლისკენ მოუწოდებს

ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი, ჯასინდა არდერნი დამსაქმებლებს მოუწოდებს 4 დღიან სამუშაო გრაფიკზე გადავიდნენ. „მე მესმის, ბევრი ადამიანი გვთავაზობს გადავიდეთ ოთხდღიან სამუშაო დღეზე. რეალურად ეს დამსაქმებლებმა და დასაქმებულებმა ერთმანეთს შორის უნდა მოაგვარონ. მართლა მსურს დამსაქმებლებს ვუთხრა, რომ ეს მათ მიერ მისაღები გადაწყვეტილებაა“, – აღნიშნა პრემიერმა საკუთარი მანქანიდან ლაივ ჩართვის დროს, როცა ერთ-ერთ ტურისტულ ადგილზე მიემართებოდა. მისივე განცხადებით, უფრო ხანგრძლივი დასვენების დღეები ქვეყნის ...

Read More »

აშშ-დან ნებისმიერი განცხადება და კომენტარი მოდის იმ ადამიანებისგან და ჯგუფებისგან, რომლებიც ზრუნავენ საქართველოს წარმატებაზე – აშშ-ის ელჩი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, ნებისმიერი კომენტარი, რომელიც შტატებიდან მოდის, არის იმ ადამიანებისგან, რომლებსაც საქართველოს წარმატების ხილვა სურთ. მისი განმარტებით, ადამიანების ამ ჯგუფს სურს იხილოს, რომ საქართველო აგრძელებს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სვლას. ამის შესახებ ელჩმა ვირტუალურ პრესკონფერენციაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც საქართველოს შესახებ სახლმწიფო მდივნის მაიკ პომპეოსადმი სენატორებისა და კონგრესმენების მიმართვას ეხებოდა. „დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ნებისმიერი განცხადება ...

Read More »