Home » 2020 » May » 19 (page 2)

Daily Archives: May 19, 2020

ლევან დავითაშვილი: სოფლის მეურნეობაში მეტი თანხა უნდა ჩაიდოს

ლევან დავითაშვილი ფიქრობს, რომ სოფლის მეურნეობაში მეტი თანხა უნდა ჩაიდოს. თუმცა, ამასთან, აცხადებს, რომ ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ამ დარგის აღსადგენად გამოყოფილი პაკეტი გამოწვევებს სრულად პასუხობს. „ვფიქრობ, რომ ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში შემუშავებული პაკეტი საკმაოდ მსხვილი და ადეკვატურია იმ გამოწვევის, რომელიც დღევანდელ დღეს გვქონდა. რეალურად, მომავალ პერიოდში მეტი ფინანსები გვჭირდება. სოფლის მეურნეობაში მეტი ფული უნდა დაიხარჯოს, ვფიქრობ, ამის მზადყოფნა მთავრობაში იქნება. ის ...

Read More »

გიგა ჭიკაძე – ვიმუშაოთ UFC-ის საქართველოში ჩატარებაზე

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა გიგა ჭიკაძემ 16 მაისს გამთენიისას, ფლორიდის შტატში ჯექსონვილში რიგით მესამე ბრძოლა გამართა და კვლავ გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა მებრძოლმა მექსიკელი ირვინ რივერა დიდი უპირატესობით დაამარცხა. საბოლოოდ, 3 რაუნდიანი ბრძოლის შემდეგ, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით – 30:27, 30:27, 30:26 გამარჯვებულად ჭიკაძე გამოცხადდა. ჭიკაძემ შემდეგ UFC-ის პრეზიდენტს დანა უაითს მიმართა და ბრძოლების საქართველოში ჩატარება შესთავაზა. „დანა, შენთან ერთი თხოვნა მაქვს. ვიმუშაოთ UFC-ის ...

Read More »

დონალდ ტრამპი – „ჰიდროქსიქლოროქინს“ კორონავირუსის პრევენციის მიზნით ვსვამ

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ის „ჰიდროქსიქლოროქინს“ კორონავირუსის პრევენციის მიზნით სვამს. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში ჟურნალისტების საპასუხოდ გააკეთა. „რამდენიმე კვირის წინ დავიწყე მიღება. დღეში ერთ ტაბლეტს ვსვამ. უკვე კვირაზე მეტია. არ ვიცი მუშაობს თუ არა ეს, მაგრამ თუ არ მუშაობს, ეს წამალი მაინც არ დაგაავადებთ და არ მოგკლავთ. მე უკვე კვირაზე მეტია, ვიღებ მას და ჯერ კიდევ აქ ვარ“, – განაცხადა ტრამპმა. ჟურნალისტის ...

Read More »

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის საქმიანობით ვართ დღეს, რომ 70%-ზე მეტად გაუფასურდა ლარი – ხაზარაძე

პოლიტიკური გაერთიანება ლელოს დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ გადაცემა დღის სტუმარში ეროვნული ვალუტის კატასტროფული გაუფასურების თაობაზე ისაუბრა. ხაზარაძემ ლარის კურსის ვარდნის მიზეზებზე გაამახვილა ყურადღება და პასუხისმგებლობა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს დააკისრა. მისი განმარტებით, მთავარი საფინანსო უწყება დღეს პოლიტიკურ იარაღს წარმოადგენს, რაც, საბოლოო ჯამში, ეროვნულ ვალუტასა და ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე უარყოფითად ისახება. “ეროვნული ბანკის პრეზიდენტის საქმიანობით ვართ დღეს, რომ საქართველოში 70%-ზე მეტად გაუფასურდა ლარი ...

Read More »

ტურიზმიდან საქართველოს შემოსავლები 97%-ით შეუმცირდა

საქართველო მესამე თვეა ტურიზმიდან შემოსავლებს კარგავს. აპრილში, კორონავირუსის პანდემიის გამო, ქვეყანას ტურიზმიდან შემოსავლები 97%-ით შეუმცირდა. ეროვნული ბანკის ცნობით, თითქმის სრულად, 95%-ზე მეტად არის შემცირებული ტურისტების შემოსვლაც, რაც საზღვრების დახურვამ განაპირობა. აპრილის მონაცემებით, მხოლოდ 8.5 მლნ ლარია მირებული. იანვარ-აპრილში კი სულ 436 მლნ-ია მიღებული შემოსავლების სახით. ტურიზმიდან საქართველოს შემოსავლები 97%-ით შეუმცირდასაქართველო საერთაშორისო ვიზიტორებისთვის საზღვრების გახსნას 1 ივლისს გეგმავს. ტურისტების მიღება მკაცრად ...

Read More »

ტრამპი – თუ ჯანმოს 30 დღის მანძილზე არ ექნება მნიშვნელოვანი გაუმჯობესებები, დაფინანსებას გავუყინავ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დაფინანსების პერმანენტულად შეწყვეტის შესახებ ემუქრება იმ შემთხვევაში, თუ 30 დღის განმავლობაში, ორგანიზაციაში მნიშვნელოვანი „გაუმჯობესებები“ არ გამოიკვეთება. დონალდ ტრამპმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის, მის მიერ გაგზავნილი წერილის ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ორგანიზაციის შეცდომებზე საუბრობს, მათ შორის ჩინეთიდან მომავალი კორონავირუსის საფრთხის თავდაპირველად იგნორირებაზე. „აშკარაა, რომ ის არასწორი ნაბიჯები რაც თქვენ და თქვენმა ორგანიზაციამ გაატარა, მსოფლიოს ძალიან ძვირი ...

Read More »

ჩინეთში კორონავირუსის ხელახლა გავრცელების საფრთხის გამო 108 მილიონი ადამიანი კარანტინში მოაქციეს

ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინცია გირინში 108 მილიონი ადამიანი კარანტინში ხელახლა მოაქციეს. პროვინციაში კორონავირუსის ახალმა შემთხვევებმა იმატა და ვირუსის ხელახალი გავრცელების თავიდან ასარიდებლად ხელისუფლებამ მკაცრი ზომების გატარება გადაწყვიტა. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს. ჯერჯერობით, პროვინციაში ვირუსული აფეთქება არ ყოფილა და ახალი კლასტერი კორონავირუსის 34 შემთხვევას არ ასცდენია, თუმცა ჩინეთში შიშობდნენ, რომ რეგულაციების შემსუბუქების გამო შემთხვევების მატება შესაძლოა, ვეღარ გაეკონტროლებინათ. გირინის პროვინციაში, ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ...

Read More »