Home » 2020 » May » 19

Daily Archives: May 19, 2020

პარლამენტი „ახალგაზრდა ადვოკატების“ საკანონმდებლო წინადადებას სტაჟირების რეგულაციაზე კანონად აქცევს

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ საკანონმდებლო წინადადება სტაჟირების დეფინიციისა და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების საკანონმდებლო დონეზე დარეგულირებასთან დაკავშირებით, პარლამენტის მიერ საქართველოს შრომის კოდექსში განსახორციელებელ ცვლილებებს შორის, ერთ-ერთი მთავარი ინიციატივაა და არსებითად იზიარებს ორგანიზაციის თავდაპირველ მიდგომებსა და დასაბუთების ნაწილს. „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით 2014 წელს მიმართა და კანონში სტაჟირების სამართლებრივი რეგულირების საკითხი მოითხოვა, ვინაიდან დღემდე კანონმდებლობა სტაჟირების განმარტებას არ იძლევა, მაგრამ ...

Read More »

ირაკლი კოვზანაძე: სახელმწიფო ბიზნესის მხარეს არის

„სახელმწიფო ბიზნესის მხარეს არის. პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს, რომელიც ბიზნესისთვის, კერძოდ იმ კომპანიებისთვის რომლებიც სამუშაო ადგილებს შეინარჩუნებენ გარკვეულ შეღავათებს გულისხმობს. კერძოდ, 2020 წლის 1 მაისიდან 6 თვით ვისაც აქვს ხელფასი 1500 ლარამდე 750 ლარის ნაწილში საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდება“-ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საგადასახადო კოდექსში ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილეს. ინფორმაციას პარლამენტის ...

Read More »

ვაჟა ბერიძე – ივანიშვილს არ აქვს არგუმენტები, თუ რატომ უნდა დარჩეს ხელისუფლებაში კიდევ 4 წელი

“ნაციონალურ” ოპოზიციას არ აქვს სარწმუნო მიზეზები რატომ უნდა დაუბრუნოს ხალხმა ძალაუფლება, რომელსაც ისინი ხშირად ბოროტად იყენებდნენ” პრეზიდენტის მიერ 8 მარტის შეთანხმების შესაბამისად დაკავებულთა გათავისუფლების პერიპეტიებსა და სავარაუდო შედეგებზე, საშინაო და საგარეო პოლიტიკის სხვა აქტუალურ თემებსა და იმაზე, თუ რა გაკვეთილები მიიღო ქვეყანამ პანდემიისგან, „ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგსა და პოლიტიკის ანალიტიკოსს, ვაჟა ბერიძეს ესაუბრა. – ბატონო ვაჟა, გასული კვირის ბოლოს პრეზიდენტმა მსჯავრდებულები გიგი უგულავა და ირაკლი ...

Read More »

„თითოეული ნაბიჯი უნდა იყოს უკიდურესად ფრთხილი და გააზრებული, არანაირი ერთბაშად სწრაფი მოხსნები ვერ იქნება“

„უნდა გავითვალისწინოთ, რომ თითოეული ნაბიჯი უნდა იყოს უკიდურესად ფრთხილი და უკიდურესად გააზრებული, არანაირი ერთბაშად სწრაფი მოხსნები ვერ იქნება“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისასას განაცხადა. პრემიერის თქმით, იმისათვის, რომ ქვეყანაში ტურისტები ჩამოვიდნენ, მნიშვნელოვანია საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე სარგებლობდეს კოვიდ 19-სგან უსაფრთხო ქვეყნის სახელით. „ჩვენ პირველ რიგში ტურიზმის განვითარებას ვიწყებთ რეგიონებიდან და არა მაგალითად, თბილიდან, იმიტომ, რომ იქ სხვა რისკებია და ...

Read More »

გიორგი გახარია – საცოდაობაა, ასეთ ამინდში, ასეთ სეზონზე ცარიელი კახეთი, მძიმე საყურებელია

ასეთ ამინდში, ასეთ სეზონზე, ასეთი მომზადებული და ცარიელი კახეთი მძიმე საყურებელია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კახეთში ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, საქართველომ კორონავირუსის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებები ეფექტურად უნდა გამოიყენოს. „ჩვენ ახლა ვცდილობთ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ადამიანის ჯანმრთელობა და ვირუსთან ბრძოლა იყოს პრიორიტეტი ნომერი ერთი. ახლა კახეთში ამის თქმა საამაყოა იმიტომ, რომ აბსოლუტურად კარგად მიდის აქ ყველაფერი, მაგრამ ...

Read More »

ყვარლის ხილის გადამამუშავებელი საწარმო კარგი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება სახელმწიფო პროგრამების გამოყენება – გახარია

საქართველოს მთავრობა სოფლის და ფერმერების მხარდაჭერას ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად აცხადებს და პრემიერ-მინისტრი კახეთში ანტიკრიზისულ გეგმაზე ინფორმაციას ფერმერებს თავად აწვდის დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად კახეთის რეგიონში ჩავიდა. ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმით გათვალისწინებულ შეღავათებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ყვარელში, ხილის გადამამუშავებელი საწარმოს Georgia’s Natural-ის ხელმძღვანელს და თანამშრომლებს ესაუბრა. პრემიერ-მინისტრმა შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში დაფინანსებული ...

Read More »

„გაზპრომმა“ საპროექტო და კვლევითი სამუშაოები დაიწყო მილსადენ „ციმბირი 2“-ის პროექტზე

„გაზპრომმა“ საპროექტო და კვლევითი სამუშაოები დაიწყო მილსადენ „ციმბირი 2“-ის პროექტზე. აღნიშნული შესახებ vesti.ua წერს. „გაზპრომის“ ხელმძღვანელის, ალექსეი მილერის განცხადებით, პროექტზე მუშაობა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მითითების შედეგად დაიწყო. „ინტერფაქსის“ ინფორმაციით, პროექტის განხორციელების მიზანია რუსეთის დასავლეთისა და აღმოსავლეთის ბუნებრივი აირის ინფრასტრუქტურის დაკავშირება ერთმანეთთან, რითაც აღმოსავლეთ ციმბირის გაზიფიცირება უნდა მოხდეს. როგორც გამოცემა წერს, „ციმბირი2“-ს შეუძლია გახდეს ახალი საექსპორტო პოტენციალის მქონე პროექტი, რომელიც ...

Read More »

მილიარდერი ჯორჯ სოროსი ევროკავშირის დაშლას პროგნოზირებს

როგორც გამოცემა “დეილი მეილი” წერს, 89 წლის მილიარდელი ჯორჯ სოროსი ეჭვობს, რომ კორონავირუსმა შესაძლოა, ევროკავშირის დასრულება გამოიწვიოს. სოროსმა, ევროკავშირს „არასრული კავშირი“ უწოდა და ევროპის ცენტრალური ბანკის მიმართ გერმანიის გადაწყვეტილებას შეშფოთების საფუძველი უწოდა. საკითხი ეხება ევროპის ცენტრალურ ბანკში გერმანიის ეროვნული Bundesbank-ის წევრობას. კერძოდ, ცოტა ხნის წინ გერმანიის უზენაესმა სასამართლომ ევროპის ცენტრალურ ბანკთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება, რომ მას სამი თვე აქვს რათა ...

Read More »

მამუკა მდინარაძე – ან უნდა გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა, ან გარკვეული დაზუსტებები უნდა შევიტანოთ

ან უნდა გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა, ან გარკვეული დაზუსტებები უნდა შევიტანოთ. განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ შეზღუდვებთან დაკავშირებით პარლამენტში განსახილველ კანონპროექტის შეფასებისას.​ მისი თქმით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონში ისედაც არის მსგავსი შეზღუდვები და აქამდე ეს არავის გაუპროტესტებია. “ახლა ჩვენ რამდენიმე არჩევანის წინაშე ვდგავართ  – ან უნდა გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა იმ მინიმალური შეზღუდვებისთვისაც კი, რაც საჭიროა, რომ რისკები არ გაიზარდოს, ან ჩვენ ...

Read More »

თიბისი ბიზნესებისთვის გადახდების ახალ პლატფორმას ქმნის

თიბისიმ  ბიზნესების მხარდასაჭერად და მათი საქმიანობის გასამარტივებლად ახალი ონლაინ პლატფორმა, tbcpayments.ge შექმნა. ვებ-გვერდი მეწარმეებს შესაძლებლობას აძლევს გადახდების სხვადასხვა მეთოდთან დაკავშირებით ყველა ინფორმაცია ერთ სივრცეში მიიღონ და დისტანციურად დანერგონ მათთვის სასურველი გადახდის მიღების მეთოდი. პლატფორმა სპეციალურად ბიზნესების წარმომადგენლებისთვის შეიქმნა და ის  განკუთვნილია მიკრო, მცირე და საშუალო, ასევე კორპორატიული ბიზნესებისთვის. ვებ-გვერდის საშუალებით ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ, აირჩიონ მათთვის სასურველი გადახდის მეთოდი, (როგორც ...

Read More »