Home » 2020 » May » 18 (page 2)

Daily Archives: May 18, 2020

კლინიკა “კურაციოში” მომსახურების მიღება განახლდა

პაციენტებმა, სამედიცინო მომსახურების მისაღებად კლინიკაში ვიზიტი წინასწარ, ცხელი ხაზის მეშვეობით  უნდა დაჯავშნონ.დისტანციური სერვისებით სარგებლობას პაციენტები კვლავ სრული დატვირთვით შეძლებენ. პირადი ექიმის, პედიატრისა და სპეციალისტის სატელეფონო კონსულტაცია “ჯიპიაი ჰოლდინგსა” და “ირაოში” დაზღვეულებს კვლავ, 100%-ით ეფარებათ. “ჯიპიაი ჰოლდინგის” საბაზისო კლინიკა “კურაციომ” პაციენტების მიღება განაახლა. კლინიკა ყველა მსურველს, უსაფრთხოების წესების სრული დაცვით, საგანგებო რეჟიმში მოემსახურება და სრულ სამედიცინო მომსახურებას გაუწევს. “კურაციო” ითვალისწინებს დაავადებათა ...

Read More »

ჩინეთის მთავრობის უფროსი სამედიცინო მრჩეველი – ვუჰანის ხელისუფლება კორონავირუსის შესახებ ინფორმაციას მალავდა

კორნავივირუსის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში ჩინეთის მთავრობის წამყვანი მრჩეველის, ჟონგ ნანშანის განცხადებით, ქალაქ ვუჰანის ხელმძღვანელობა თავდაპირველად ინფექციის გავრცელების რეალური ზომას მალავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. “ადგილობრივ ხელისუფლებას არ სურდა სიმართლის თქმა იმ მომენტში. თავდაპირველად ისინი დუმდნენ. მე ვიტყოდი, რომ ინფიცირებულთა რეალური რაოდენობა მეტი იყო ვიდრე ისინი ამის თაობაზე იუწყებოდნენ. ინფორმაციის დამალვის შესახებ ეჭვი მას შემდეგ გამიჩნდა, რაც 10 დღის ...

Read More »

რესტორანში შესვლამდე მოქალაქეებს ტემპერატურას გაუზომავენ

რესტორნებს მუშაობის განსაახლებლად რამდენიმე მოთხოვნის დაკმაყოფილება მოუწევთ. ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა. მოთხოვნებს შორისაა რესტორანში შესვლამდე მოქალაქეთა ტემპერატურის შემოწმება, დეზინფექცია და დისტანციის დაცვა. „რესტორნებთან დაკავშირებით მოთხოვნილი არის ტემპერატურული სკრინინგი მომსახურების მიღებამდე, სადეზინფექციო სამუშოები, მაგიდების განლაგება, შესაბამისი დისტანცია“, – განაცხადა ბექა ფერაძემ. საქართველოს რესტორანთა ასოციაციის დამფუძნებელი კოტე გაბრიჩიძე კი ამბობს, რომ მთავრობასთან სარესტორნო ბიზნესს ძალიან წარმატებული ...

Read More »

დღეიდან მართვის მოწმობის მისაღებად პრაქტიკული გამოცდების ჩაბარება იქნება შესაძლებელი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ, დღეიდან, სერვისების ეტაპობრივი განახლება დაიწყო. მოქალაქეებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, ისარგებლონ მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდით. იმ პირებს, ვისაც ჩაბარებული აქვთ მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდა, საშუალება ეძლევათ, ისარგებლონ პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების სერვისითაც. აღდგა ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნების შეცვლის სერვისიც. რაც შეეხება ცნობებს პირის ნასამართლობის, პირის მსჯავრდების, სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის, პირის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის ...

Read More »

კარლ ფოერნბახერი – „ფრონტერა“ საქმის პოლიტიზებას დასაწყისიდანვე ცდილობდა

საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილება საკმაოდ მკაფიოა და ინტერპრეტაციას არ  ექვემდებარება, – საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, ასე ეხმაურება „ფრონტერას“ საკითხის გარშემო  მიმდინარე პროცესებსა და არასწორი ინფორმაციის გავრცელების მცდელობას  საერთაშორისო  იურიდიული კომპანია Hogan & Lovells-ის იურისტი კარლ ფოერნბახერი, რომელიც  „ფრონტერას“  წინააღმდეგ მიმდინარე საერთაშორისო  საარბიტრაჟო  დავისას საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისა და ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ინტერესებს იცავდა. კარლ ფოერნბახერის კომენტარს ...

Read More »

2019 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 1.1%-ით შემცირდა და 11.6% შეადგინა

საქსტატის მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე, 2018 წელთან შედარებით, 1.1 %-ით შემცირდა და 11.6 % შეადგინა.  როგორც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული, ბოლო ათი წლის განმავლობაში უმუშევრობის დონის შემცირების ტენდენცია ფიქსირდება. „2019 წელს ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ, შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 62.9 პროცენტი შეადგინა. ამასთან, 2018 წელთან შედარებით შემცირებულია როგორც მოსახლეობის აქტიურობის ...

Read More »

გაერო COVID-19-ის პანდემიაზე რეაგირებისთვის საქართველოს დასახმარებლად 1 მილიონ დოლარს გამოყოფს

გაერო COVID-19-ის პანდემიაზე რეაგირებისთვის საქართველოს დასახმარებლად 1 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს. საქართველო იმ პირველი 46 ქვეყნის ჩამონათვალშია, რომლებიც გაეროს COVID-19-თან (კორონავირუსთან) რეაგირებისა და აღდგენის სატრასტო ფონდის დაფინანსებით ისარგებლებენ პანდემიით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური შოკისგან მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დასაცავად. გაეროს COVID-19-თან რეაგირებისა და აღდგენის მრავალპარტნიორული სატრასტო ფონდი არის უწყებათაშორისი დაფინანსების მექანიზმი, რომელიც გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა 2020 წლის 31 მარტს შექმნა. ...

Read More »