Home » 2020 » May » 18

Daily Archives: May 18, 2020

რაში დაიხარჯება რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი 73.1 მლნ ევროს ოდენობის დახმარება

ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე განმარტავს, თუ როგორ გადანაწილდება 73.1 მლნ ევრო, რომელსაც რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოსთვის გამოყოფს. როგორც კაკაურიძემ ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, 29 მლნ ევრო უშუალოდ ჯანდაცვის სისტემას მოხმარდება, ხოლო დანარჩენი – სოციალურ დახმარებებს. „29 მლნ მოხმარდება ჯანდაცვის სფეროს, ეს არის კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებები, ასევე ინფიცირებულების მკურნალობასთან დაკავშირებული ხარჯები და საჭიროების შემთხვევაში, ჯანდაცვის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო აღჭურვილობა. ...

Read More »

კაკულია – მათთვის, ვინც სამსახური დაკარგა, ეს სამთვიანი გადავადება საკმარისი ნამდვილად არ არის

„ეროვნული ბანკის შესაფასებელია, როგორ აისახა ბანკების პორტფელზე საპროცენტო განაკვეთების შემოსავლების დანაკლისი და როგორია მისი თანაფარდობა მათ მიერ მიღებულ დახმარებასთან, შესაძლოა მათ ჰქონდეთ კიდევ ერთი-ორი თვის განმავლობაში ამის გაკეთების შესაძლებლობა“ , -ამის შესახებ განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რომან კაკულიამ.   „რა თქმა უნდა, მათთვის, ვინც სამსახური დაკარგა, ეს სამთვიანი გადავადება საკმარისი ნამდვილად არ არის, მაგრამ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ბანკებისთვის ეს გარკვეული შემოსავლების ...

Read More »

რომან კაკულია – ვფიქრობ, სავალუტო ჯიხურები ძალიან მალე განაახლებენ მუშაობას

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ ვალუტის გადამცვლელი პუნქტების გახსნასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ახლო მომავალში ეს ბიზნესი მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება. „პირდაპირ დღე შეიძლება, ვერ დაგისახელოთ, მაგრამ ცხადია, ეს ბიზნესიც და ეს შესაძლებლობაც დაბრუნდება ჩვეულ რეჟიმში, როგორც იყო ადრე. ახლა დღეს ვერ დაგისახელებთ, მაგრამ როგორც კი საგანგებო მდგომარეობა დასრულდება, ვფიქრობ, რომ ძალიან მალე“, – განაცხადა რომან კაკულიამ.

Read More »

„ეკონომიკური, სამხედრო და ტექნოლოგიური შესაძლებლობების მიუხედავად, პატარა მიკრობმა მსოფლიო დააშოშმინა“

ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეის 73-ე ყოველწლიური სესიის გახსნაზე ვიდეოკონფერენციის რეჟიმში გამოსვლისას ჯანმოს დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ „ეკონომიკური, სამხედრო და ტექნოლოგიური შესაძლებლობების მიუხედავად, პატარა მიკრობმა მსოფლიო დააშოშმინა“. „თუ ეს ვირუსი რამეს გვასწავლის, ეს თავმდაბლობაა. ექვსი თვის წინ წარმოუდგენელი იქნებოდა იმის გაფიქრება, რომ მსოფლიოს უდიდესი ქალაქები დაცარიელდებოდა, რომ რესტორნები, მაღაზიები, სკოლები და სამუშაო ადგილები დაიხურებოდა, რომ საერთაშორისო მოგზაურობა შეჩერდებოდა, რომ უბრალოდ ხელის ...

Read More »

ბორის ჯონსონი – გულახდილად უნდა ვთქვა, ვაქცინა შეიძლება საერთოდ ვერ შეიქმნას

“დიდი გზა რჩება გასავლელი და გულახდილად უნდა ვთქვა, ვაქცინა შეიძლება საერთოდ ვერ შეიქმნას”, – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა. “დიდი გზა რჩება გასავლელი და გულახდილად უნდა ვთქვა, ვაქცინა შეიძლება საერთოდ ვერ შეიქმნას. ჩვენ უნდა ვიპოვოთ ახალი გზები, რომ ვირუსი ვაკონტროლოთ. ვიცი ეს იოლი არ არის, ბავშვის პირველი ნაბიჯები არასდროს არის იოლი,”- განაცხადა ბორის ჯონსონმა. შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთი ზომების ...

Read More »

ნათია თურნავა – ბალტიის სამივე სახელმწიფოსთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე ვმუშაობთ

დღეს შედგა ჩემი საუბარი ლიეტუვას ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრთან. ვისაუბრეთ იმ პერსპექტივებზე, თუ რამდენად სწრაფად შეგვიძლია ჩვენ აღვადგინოთ მიმოსვლა ჩვენს ქვეყნებს შორის, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომელმაც ლიეტუვას ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრთან იაროსლავ ნარკევიჩთან გამართა ონლაინ შეხვედრა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და აკაკი საღირაშვილი. ...

Read More »

„საწყენია თუ ვინმეს მართლა სჯერა, რომ ლარის დღვანდელი მდგომარეობა მხოლოდ კრიზისის ბრალია“

ლარმა გაუფასურება შეწყვიტა და ბოლო რამდენიმე კვირაა ერთი დოლარი 3.20 ლარის ფარგლებში ივაჭრება. საგულისხმოა ისიც, რომ ბოლო რამდენიმეთვიან მონაკვეთში ეს ლარის ყველაზე სტაბილური პერიოდია. არის თუ არა ეს ლარის ახალი წონასწორობის ნიშნული, ამის შესახებ „კომერსანტი“ ეკონომისტსა და „აფბას“ ვიცე-პრეზიდენტს, პაატა ბაირახტარსესაუბრა. როგორც ბაირახტარი მიიჩნევს, ძნელია დღეს იმის განსაზღვრა, თუ რა უნდა იყოს ლარის ახალი წონასწორობის ნიშნული. თუმცა, დასძენს, რომ აღნიშნულ მაჩვენებელზე ...

Read More »

აფბას ანალიტიკოსი ფეხბურთის ფედერაციას ეროვნული ჩემპიონატის განახლებისკენ მოუწოდებს

“ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბას” ანალიტიკოსი, ბაჩანა ჯინჭარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას საფეხბურთო ჩემპიონატის განახლებისკენ მოუწოდებს. “ბანკები და ფინანსები” პოსტს უცვლელად გთავაზობთ. “გასულ უქმეებზე ბებერ კონტინენტზე ფეხბურთი დაბრუნდა. გერმანია პირველი ქვეყანაა ევროპაში იმ ბობოლა საფეხბურთო ქვეყნებიდან, რომელმაც კორონავირუსის პანდემიის პირობებში განაახლა ბუნდესლიგის გათამაშება, დახურულ კარს მიღმა. ეტაპობრივად იგეგმება იმ სხვა ქვეყნების ჩემპიონატების განახლება, ...

Read More »

ჩინეთის ელჩი ისრაელში საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის განცხადებით, ჩინეთის ელჩი ისრაელში, დუ ვეი, კვირა დილით ელჩის რეზიდენციაში გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულის შესახებ CNN-ი წერს. ამ ეტაპზე, 57 წლის ელჩის გარდაცვალების გარემობა საეჭვოდ არ განიხილება. სამართალდამცავები თელ ავივის ჩრდილოეთით, ჰერცლიაში სტანდარტულ, პროცედურულ სამუშაოებს აწარმოებენ. როგორც CNN-ი წერს, ელჩის გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ იერუსალიმი მოინახულა. პომპეომ ღიად გააკრიტიკა ჩინეთის ქმედებები ...

Read More »

„მზიურის პარკის“ რეაბილიტაცია სრულდება

„მზიურის პარკის“ რეაბილიტაციის პროექტი დასკვნით ფაზაშია. რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო თბილისის მერიასთან ერთად ახორციელებს. „პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 7.8 მილიონი ლარია. სამუშაოები ითვალისწინებს 13 ივნისის წყალდიდობის შედეგად დაზიანებული ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის მიმდებარედ არსებული გამწვანებისა და პარკის სრულად განახლებას. მზიურის პარკის რეაბილიტაციის ფარგლებში აღდგა არსებული მოზაიკები, ...

Read More »