Home » 2020 » May » 16

Daily Archives: May 16, 2020

გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი კორონავირუსით დაინფიცირდა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ vesti.ua იუწყება. ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ არის დანიშნული.

Read More »

დიზელის შეღავათიან ფასად მიღებას 200,000-ზე მეტი ფერმერი შეძლებს

 სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ აგროტექნიკური სამუშაოებისთვის საჭირო დიზელის საწვავი ბაზარზე არსებულთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეისყიდონ.  ფერმერების მხარდაჭერისთვის შექმნილი პროექტის განხორციელების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კომპანიას ,,სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა. მემორანდუმი ფერმერებისათვის შეღავათიანი პირობებით საწვავის მიწოდებას ითვალისწინებს.  მემორანდუმს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ...

Read More »

თავისუფალი უნივერსიტეტისა და თიბისის მხარდაჭერით Miami Ad School Tbilisi იხსნება

მსოფლიოს 15 ქალაქის შემდეგ, Miami Ad School-ის საერთაშორისო ქსელს სულ მალე Miami Ad School Tbilisi შეუერთდება. Miami Ad School Tbilisi და თავისუფალი უნივერსიტეტი, თიბისის მხარდაჭერით, სტუდენტებს ორწლიან საერთაშორისო სასერტიფიკატო პორტფოლიო-პროგრამას არტ-დაირექშენისა და ქოფირაითინგის მიმართულებით სთავაზობენ. სკოლა პირველ ნაკადს 2020 წლის სექტემბრიდან მიიღებს. Miami Ad School-ის პროგრამა შემუშავებულია Learning by Doing-ის პრინციპით. საგნები განსაზღვრულია იმ დისციპლინების მიხედვით, რასთანაც მომავალში არტ-დირექტორებსა და ...

Read More »

პირველი ქვეყანა ევროპაში, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა – სლოვენიის მთავრობამ ეპიდემია დასრულებულად გამოაცხადა

ევროპის კონტინენტზე პირველი ქვეყანა, რომელიც ოფიციალური მონაცემების საფუძველზე აცხადებს, რომ დაამარცხა კოვიდ-19, სლოვენიაა. ახალ კორონავირუსზე ტესტირების შედეგები იუწყება, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში სლოვენიაში ინფიცირებულთა რაოდენობა აღარ იზრდება – მხოლოდ 7 შემთვევა დღეში. ამის შესახებ სლოვენიის მთავრობა ოფიციალურ ვებგვერდზე განცხადებას ავრცელებს. ქვეყანა დადგენილი შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნას გეგმავს და ამავე დროს, ეპიდემიის გამო მოქალაქეებისათვის დაწესებული ფულადი დახმარებების გაცემას წყვეტს. „სლოვენიამ პანდემია ...

Read More »

მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა ორშაბათიდან აღდგება

სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო 18 მაისიდან ეტაპობრივად იწყებს COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებებიდან გამომდინარე შეზღუდული სერვისების მიწოდებას და ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმს უბრუნდება. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, სერვისების მიწოდებისას, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, მომსახურების სააგენტო სრულად ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს. პირველ ეტაპზე აღდგება მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდები. იმ პირებს, ვისაც ჩაბარებული აქვთ მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდა, საშუალება ...

Read More »

“თიბისის” მხარდაჭერით, სადეზინფექციო საშუალებების მწარმოებელი – შპს „ეკო ბოჰემია“ გაიხსნა

ქართულ ბაზარზე, “თიბისის მხარდაჭერით”, უმაღლესი ხარისხის ანტისეპტიკური და სადეზინფექციო საშუალებების მწარმოებელი შპს „ეკო ბოჰემია“ იწყებს ფუნქციონირებას. მხარდაჭერის პროექტის ჯამური ღირებულება 1 000 000 ლარია. საწარმოში წარმოებული ანტისეპტიკური ხსნარები ეკოლოგიურად სუფთა, უამღლესი ხარისხის უსაფრთხო პროდუქტს წარმოადგენს და არ არის ტოქსიკური. პროდუქცია შესაბამისად დამუშავებულია წყლით. წარმოების პროცესში გამოყენებულია უმაღლესი ხარისხის ფრანგული ეთერზეთები. „არსებულ რეალობაში „თიბისისთვის“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იმ ინიციატივების მხარდაჭერაა, რომელთა მიზანიც ...

Read More »

დონალდ ტრამპი – აშშ „სუპერ-დუპერ“ რაკეტის შექმნაზე მუშაობს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ „სუპერ-დუპერ“ რაკეტის შექმნაზე მუშაობს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში, ქვეყნის კოსმოსური ძალების დროშის წარდგენისას განაცხადა. როგორც ტრამპმა აღნიშნა, ახალი რაკეტა 17-ჯერ უფრო სწრაფი იქნება, ვიდრე აშშ-ის შეიარაღებაში აქამდე არსებული რაკეტები. „კოსმოსი იქნება მომავალი, როგორც თავადაცვის, ისე თავდასხმის თვალსაზრისით და ბევრი სხვა კუთხითაც. იმის გათვალისწინებით, რაც მესმის და არსებულ ცნობებზე დაყრდნობით, ჩვენ ახლა ...

Read More »

„საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, მაინც შევძელით მარნეულიდან დიდი რაოდენობით პროდუქციის გატანა“

მარნეულის მუნიციპალიტეტის აგრარულ ბაზარში სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე მარნეულის მერთან და მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად იმყოფებოდა. სოლომონ პავლიაშვილმა ღია აგრარული ბაზარი დაათვალიერა და ადგილზე გაეცნო დახურული ტიპის ბაზრის რეაბილიტაციის პროცესს. „მიუხედავად იმისა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტი იმყოფებოდა საკარანტინო ზონაში, იყო საგანგებო მდგომარეობა, იყო კომენდანტის საათი, მაინც შევძელით დიდი რაოდენობით პროდუქციის გატანა მარნეულის მუნიციპალიტეტიდან. ეს არის ხუთი კომპონენტი – დაახლოებით 5 000 ტონამდე ...

Read More »

„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს იმისთვის, რომ პანდემიის დროს თვითიზოლაციაში მამყოფა და შემინახა“

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს იმისთვის, რომ ამ პანდემიის დროს თვითიზოლაციაში მამყოფა და შემინახა, -ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ საპატიმროს დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. „ერთადერთი შემიძლია, ივანიშვილს მისთვის გასაგებ ენაზე ვუთხრა: როცა გეუბნებიან, რომ „ჩაინიკი“ ხარო, ერთი ადგილიდან ბოლი უნდა გამოუშვა. მთელმა მსოფლიომ უთხრა, რომ „ჩაინიკია“ და შესაბამისად უნდა იმოქმედოს. მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს იმისთვის, რომ ...

Read More »