Home » 2020 » May » 15 (page 2)

Daily Archives: May 15, 2020

„თბილისი პრაიდის” ორგანიზატორები კახა კალაძეს ოფიციალურად მიმართავენ, 17 მაისს თბილისის ანძა ლგბტ დროშის ფერებში გაანათოს

„თბილისი პრაიდის” ორგანიზატორები თბილისის მერს, კახა კალაძეს ოფიციალური წერილით მიმართავენ და მოუწოდებენ, 17 მაისს თბილისის ანძა ლგბტ დროშის ფერებში გაანათოს. როგორც „თბილისი პრაიდის” ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, თამაზ სოზაშვილმა „ინტერპრესნიუსს” განუცხადა, ამ ჟესტით ხელისუფლება თემის წევრებს აჩვენებს, რომ მზად არის, მათ საჭიროებებზე იზრუნოს. „ანძის განათება იქნება პირველ რიგში სოლიდარობის გამომხატველი და იმის მანიშნებელი, რომ სახელმწიფო ხედავს ლგბტ ადამიანებს, აღიარებს მათ არსებობას და გამოთქვამს მზადყოფნას, რომ ...

Read More »

„თიბისი კაპიტალი“ ტურიზმის შემოსავლების 65%-იან შემცირებას პროგნოზირებს

„თიბისი კაპიტალმა“ ხელმეორედ უმასპინძლა ონლაინ კონფერენციას ეკონომიკასა და ბიზნეს სექტორებზე COVID 19-ის გავლენის შესაფასებლად. შეხვედრაზე, ბიზნესისა და საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, მიმდინარე მდგომარეობა, ძირითადი მაკროპარამეტრების პროგნოზები და ეკონომიკის აღდგენის მოლოდინები განიხილეს. ასევე, გაჟღერდა ცალკეულ ბიზნესსექტორებთან დაკავშირებით 2020-2021 წლის პროგნოზები. “თიბისი კაპიტალის” საბაზო სცენარით, 2020 წელს ეკონომიკის 4.5-5.5%-იანი კლებაა ნავარაუდევი. 2020 წლის მეორე კვარტლის მკვეთრი ვარდნის შემდგომ კი ეტაპობრივი აღდგენა და ...

Read More »

„თეგეტა მოტორსი“ ქართველი ექიმებისთვის

თეგეტა მოტორსი აგრძელებს კამპანიას #თეგეტაექიმებთანერთად, რომლის ფარგლებშიც COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ მებრძოლ „პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის“ ექიმებს უსასყიდლოდ გადასცა 500 ცალი სამედიცინო დანიშნულების სპეციალურიკომბინეზონი და სამშრიანიპირბადეები. #თეგეტაექიმებთანერთადსწორედ დღევანდელი ვითარების უმნიშვნელოვანესი საკითხის გამოძახილია, – ასე აფასებენ კომპანიაში. ამასთანავე,„თეგეტა მოტორსი“ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დღიდან უზრუნველყოფს „რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის“, „თბილისის ინფექციური საავადმყოფოს“ და „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ იმუნოლოგების, ...

Read More »

„საქართველოს ბანკმა” ციფრული ბარათი შექმნა

„საქართველოს ბანკმა” მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მეტი კომფორტისა და უსაფრთხოების მიზნით ინოვაციური პროდუქტი – ციფრული ბარათი შექმნა. „საქართველოს ბანკის” ინფორმაციით, ციფრული ბარათი არის ფიზიკური ბარათის ალტერნატივა იმავე შესაძლებლობებით და მის მისაღებად ფილიალში მისვლა საჭირო არ არის. „ბარათს ინტერნეტბანკიდან წამებში შეუკვეთავ და მომენტალურად შეძლებ მის გამოყენებას. აღნიშნული სიახლით სარგებლობა მობილური აპლიკაციით – მობილბანკითაც არის შესაძლებელი. ინოვაციური, ციფრული ბარათი მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას გადაიხადოს ყველგან, ...

Read More »

„ქართულმა ბიზნესმა სადეზინფექციო ხსნარების გაზრდილ მოთხოვნას ადგილობრივი წარმოებით სწრაფად უპასუხა“

იმ დროს, როდესაც ქვეყანა ემზადება, რომ უმასპინძლოს პირველ უცხოელ ტურისტებს და ზოგადად, ჩვენი ეკონომიკა ეტაპობრივად იხსნება, ძალიან მნიშვნელოვანია, ბიზნესმაც და მოსახლეობამაც უსაფრთხოების ყველა წესი დაიცვას. ამ მხრივ, პერიოდულად დეზინფექციის ჩატარება აუცილებელია. შესაბამისად, მისასალმებელია, რომ ქართული ბიზნესი უცებ გადაეწყო და გაზრდილ მოთხოვნას უპასუხა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მცხეთის მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო საშუალებების მწარმოებელი ორი საწარმოს – „ეკო ...

Read More »