Home » 2020 » May » 15

Daily Archives: May 15, 2020

ჯანდაცვის სამინისტრომ სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური ცენტრებისთვის რეკომენდაციები დაამტკიცა

სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური ცენტრებისთვის ჯანდაცვის სამინისტრომ რეკომენდაციები დაამტკიცა, რომლის შესრულებაც მათ 18 მაისიდან მოუწევთ. სამინისტროს მიერ დამტკიცებულ ძირითად რეკომენდაციებში აღნიშნულია, რომ რიგებისა და ადამიანთა თავშეყრის თავიდან აცილების მიზნით, დაწესებულებებმა მომხმარებელთა მიღება წინასწარი დაჯავშნის სისტემის გამოყენებით იმგვარად უნდა უზრუნველყონ, რომ არ მოხდეს ობიექტის შიდა სივრცეში მომხმარებელთა მოცდა. ამავე რეკომენდაციების თანახმად, საერთო სივრცეში 5 კვ.მ-ზე დაშვებული უნდა იყოს მხოლოდ ერთი მომხმარებელი და ...

Read More »

თუ “მწვანე დერეფნების” ინიციატივა ძალაში შევა, იტალია ევროკავშირს დატოვებს – ჯუზეპე კონტე

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე აკრიტიკებს ევროკავშირის ტურიზმის აღდგენის გეგმას, რომლის მიხედვით, ბლოკში მყოფ ქვეყნებს შორის, შესაძლოა, სპეციალური ე.წ. მწვანე დერეფნები შეიქმნას.  ჯუზეპე კონტე ამბობს, რომ აღნშნული გეგმის განცორციელების შემთხვევაში, იტალია ევროკავშირს დატოვებს. იტყობინება CNN-ი. ე.წ. “მწვანე დერეფნის” ინიციატივა, საზღვრების სრულად გახსნამდე, კოვიდ-19-ით ნაკლებად დაზარალებულ ქვეყნებს შორის ტურზმის აღდგენას გულისხმობს. “ჩვენთვის მიუღებელია ორმხრივი შეთანხმებები ევროკავშირის შიგნით, რაც შექმნის ტურიზმის პრივილეგირებულ დერეფნებს. ...

Read More »

გერმანიაში მოქალაქეებს ევროკავშირის სიმბოლოებისა და სხვა სახელმწიფოთა დროშების შეურაცხყოფისთვის გაასამართლებენ

გერმანიაში ევროკავშირის სიმბოლოების შეურაცხყოფისთვის გაასამართლებენ. ამის შესახებ „დე24“ იუწყება. გერმანიის პარლამენტის მიერ მიღებული კანონის მიხედვით, ევროკავშირის სიმბოლოებისა და სხვა სახელმწიფოების დროშების შეურაცხყოფის გამო მოქალაქე შესაძლოა, სამი წლით ციხეშიც კი მოხვდეს. კანონის მიღება მას შემდეგ გადაწყდა, რაც ბერლინში ერთ-ერთ დემონსტრაციაზე მომიტინგეებმა ისრაელის დროშები დაწვეს. „არ შეიძლება, რომ გერმანიაში ისრაელის დროშები იწვოდეს“, – განაცხადა ბუნდესტაგში გამოსვლისას გერმანელმა დეპუტატმა, იოჰანეს ფეხნერმა. აღსანიშნავია, რომ ამ ...

Read More »

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ერთ სივრცეში არაუმეტეს 10 აბიტურიენტი იქნება

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ერთ სივრცეში არაუმეტეს 10 აბიტურიენტი იქნება. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განათლების ხელმშემწყობი ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა. როგორც ჩხენკელმა აღნიშნა, ზუსტი რეკომენდაციები და პროტოკოლი თუ როგორ უნდა ჩატარდეს გამოცდები ივნისში გახდება ცნობილი მაშინ, როდესაც გამოცდების თარიღები დასახელდება. „ის, რომ გამოცდების დროს ზედმიწევნით კარგად იქნება დაცული პროტოკოლები, რომელსაც ჯანდაცვის სფერო მოგვაწოდებს, ეს ცალსახად ასეა. მაგალითად, ერთ ...

Read More »

22 მაისის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა აღარ გახანგრძლივდება

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა პრეზიდენტს 22 მაისის შემდეგ საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების მოთხოვნით აღარ მიმართავს. “საქართველოს მთავრობამ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ღრმა ანალიზის შემდგომ მიიღო გადაწყვეტილება, 22 მაისის შემდგომ პრეზიდენტს და შესაბამისად, პარლამენტს აღარ მიმართოს საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების გაგრძელების მიზნით”, – განაცხადა გახარიამ.

Read More »

ბილაინი მომხმარებლებს უცხო ენების შესწავლის, მსოფლიოში პოპულარულ პლატფორმა Busuu-ს პრემიუმ პაკეტს საჩუქრად სთავაზობს

საერთაშორისო ჯგუფი „ვიონი“-ს წევრი, ბილაინი მომხმარებლებს წვდომას აძლევს უცხო ენების შესწავლის პლატფორმა Busuu-ს 1-თვიან პრემიუმ პაკეტზე. Busuu უცხო ენის შესწავლის ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული და მსოფლიოში პოპულარული პლატფორმაა, რომელიც ხელმისაწვდომია ვებგვედის, ასევე iOS და ანდროიდის აპლიკაციების მეშვეობით და უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს ისწავლოს უცხო ენა იმ ადამიანთან ურთიერთობით, ვისთვისაც ეს ენა ბუნებრივია. Busuu-ზე ხელმისაწვომია მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული 12 ენა, მათ შორის: ...

Read More »

აუთვისებელი სიმდიდრე – ჰიდროგენერაციის ნორვეგიული მაგალითი საქართველოსთვის

ჰიდროელექტროგენერაცია, რომელიც დასაბამს მეცხრამეტე საუკუნიდან იღებს, განახლებადი ენერგიის წყაროა. ენერგეტიკის ამ დარგის განვითარებით ლიდერი ნორვეგიაა, რომელსაც თითქმის სრულად აქვს ათვისებული წყლის რესურსები. ამ მხრივ საქართველო, რომელიც ასევე მდიდარია წყლის რესურსით, ამ სიმდიდრის მხოლოდ 20%–ს ითვისებს. ეს – იმ პირობებში, როდესაც ელექტროენერგიის იმპორტი წლიდან წლამდე იზრდება და მხოლოდ გასულ 2019 წელს რუსეთისა და აზერბაიჯანისგან შეძენილ ელექტროენერგიაში ქვეყანამ $80 მლნ–ზე მეტი გადაიხადა. ...

Read More »

დღეიდან მთავრობის მიერ ინიცირებული კომპენსაციების მიმღებთა რეგისტრაცია დაიწყო

ახალი კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულთათვის, საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულიკომპენსაციების მიმღები პირების რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო და პირველ ივლისამდე გაგრძელდება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროში დღეს ბრიფინგი გაიმართა. უწყების ინფორმაციით, კომპენსაციების მიმღები პირები უნდა ეწვიონ ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდს, სადაც სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით შეუძლიათ, გაიარონ რეგისტრაცია. სამინისტრო განმარტავს, რომ პორტალზე რეგისტრაციის ვალდებულება გააჩნიათ მხოლოდ თვითდასაქმებულებს. დაქირავებით დასაქმებულებს, აღნიშნული რეგისტრაციის გავლის ვალდებულება არ აქვთ. ...

Read More »

“საქართველოდან 100 მილიონამდე ბოთლი ღვინო გადის, რომლის საშუალო ფასი 2.30 დოლარია, ეს არის სამარცხვინო ფასი ღვინისთვის”

პოლიტიკური გაერთიანება “ლელო საქართველოსთვის” დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, იმ ღვინის ფასი, რომელიც საქართველოდან ექსპორტზე გადის, სამარცხვინოა. როგორც მან “ფეისბუკ ლაივის” დროს განაცხადა, სწორედ ამ დაბალი ფასის გამო არ ვითარდება ღვინის მრეწველობა. “დღეს საქართველოდან ღვინო გადის დაახლოებით 100 მილიონი ბოთლი. მისი საშუალო ფასი არის 2 დოლარი და 30 ცენტი. ეს არის სამარცხვინო ფასი ღვინისთვის. იმიტომაა, რომ ჩვენი ღვინის მრეწველობა არ ვითარდება და იმიტომ არის, ...

Read More »

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი რობერტო აზევედო აცხადებს, რომ ის თანამდებობას ვადამდე ერთი წლით ადრე, 2020 წლის აგვისტოში დატოვებს,- ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. აზევედო, რომელიც ორგანიზაციას 2013 წლიდან ხელმძღვანელობს, აცხადებს, რომ თანამდებობას „პირადი გადაწყვეტილების“ შედეგად ტოვებს. “შესაძლოა, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია სრულყოფილი ორგანიზაციაა არაა, თუმცა მისი არსებობა აუცილებელია. ის გვაშორებს სამყაროდან, სადაც ჯუნგლების კანონია გაბატონებული, როგორც მინიმუმ, ვაჭრობასთან დაკავშირებით,”- აღნიშნა აზევედომ. ...

Read More »