Home » 2020 » May » 14 (page 3)

Daily Archives: May 14, 2020

საქართველოში კორონავირუსით მე-12 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, მე-12 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გარდაცვლილია 81 წლის ქალი. საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 652 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 383 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 12 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

Read More »

პრემიერი – არა მხოლოდ მოვუწოდოთ ერთმანეთს, რომ შევიძინოთ ქართული პროდუქტი, არამედ უნდა ვაწარმოოთ იმ რაოდენობით, რომელიც ქვეყანას სჭირდება

უნდა შეგვეძლოს, არა მხოლოდ მოვუწოდოთ ერთმანეთს, რომ შევიძინოთ ქართული პროდუქტი, არამედ უნდა შეგვეძლოს ასეთი პროდუქტის შეძენა, ასეთი პროდუქტის წარმოება უნდა ხდებოდეს იმ რაოდენობით, რომელიც ქვეყანას სჭირდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, პროგრამა, რომელიც სოფლის მეურნების ხელშეწყობისთვის მთავრობამ წარადგინა, ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. „პროგრამა, რომელიც წარვადგინეთ, სოფელსა და ფერმერზე ზრუნვის, არის არათუ მნიშვნელოვანი, არამედ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის ...

Read More »

სილამაზის სალონები 18 მაისიდან გაიხსნება

სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები საქართველოში 18 მაისიდან გაიხსნება. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. „ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია რამდენიმე ეტაპი დავაჩქაროთ, გარკვეული ნაბიჯები გახსნასთან დაკავშირებით ცოტა ადრე გავაკეთოთ და ამ შესაძლებლობის ფარგლებში ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება 18 მაისიდან, ორშაბათიდან გაიხსნას სილამაზის სალონები და ესთეტიური სალონები, რაც, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის“ – განაცხადა პრემიერმა.

Read More »

ირაკლი კოვზანაძე – პარლამენტი ანტიკრიზისული გეგმიდან გამომდინარე ორი უმნიშვნელოვანესი კანონპროექტის განხილვას იწყებს

პარლამენტის ბიუროზე შემოვიდა ორი უმნიშვნელოვანესი კანონპროექტი, რომელთაგან ერთი პენსიების ინდექსაციის საკითხს ეხება, ხოლო მეორე საგადასახადო კოდექსში განსახორციელებელ ცვლილებებს, ორივე ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმიდან გამომდინარეობს, – განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ „იმედის“ ეთერში. მისი ინფორმაციით, წელს, პირველი იანვრიდან პენსიები 20 ლარით გაიზარდა ყველა კატეგორიის პენსიონერისთვის, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები პენსიონერებისთვის კიდევ უფრო მაღალი კოეფიციენტით არის გაზრდილი. „მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტი ყოველთვიურად ...

Read More »