Home » 2020 » May » 14 (page 2)

Daily Archives: May 14, 2020

იტალიაში ათასობით არალეგალ მიგრანტს კანონიერად დასაქმების უფლება მიეცემა

„ალ ჯაზირას“ ინფორმაციით, იტალიაში ათასობით არალეგალ მიგრანტს ქვეყანაში კანონიერად დასაქმების უფლება მიეცემა. გავრცელებული ინფორმაციით, არალეგალებს შეეძლებათ ოფიციალურად წარადინონ განაცხადი ქვეყანაში კანონიერად დარჩენისა და მუშაობის შესახებ. გუშინ გამოცემული განკარგულების თანახმად, ბინადრობის უფლება 6 თვის მანძილზე იქნება ვარგისი. აღნიშნული გადაწყვეტილება ეხება იმ პირებს, რომლებიც ფერმებსა და სახლებში არიან დასაქმებული.

Read More »

დასაქმებულებმა შესაძლოა ყოველ ზეგანაკვეთურ საათში იმ თანხის 125% მიიღონ, რასაც ჩვეულებრივ სამუშაო საათში იღებენ

ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით მოხდება. შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებული ხდება, დასაქმებულს ყოველ ზეგანაკვეთურ საათში გადაუხადოს იმ თანხის 125%, რასაც ჩვეულებრივ სამუშაო საათში უხდის. ამასთან, კანონპროექტის თანახმად, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ, დასაქმებულისათვის დამატებითი პროპორციული დასვენების დროის მიცემაზე, თუმცა დამატებითი დასვენების დროის მიცემა უნდა მოხდეს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებიდან არაუგვიანეს 4 კვირის განმავლობაში. ...

Read More »

„ჩვენ აქცენტი ყოველთვის გვქონდა ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობაზე“

„ჩვენი სტრატეგიული მიმართულებები არ შეცვლილა – ჩვენ აქცენტი ყოველთვის გვქონდა ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობაზე. პროდუქტიულობის და კონკურენტუნარიანობის ზრდა, ეს არის ის მიმართულებები, რომლებიც ჩვენ დამტკიცებულ სტრატეგიებში გვაქვს და რომელსაც, სხვადასხვა სამოქმედო გეგმის მიხედვით, სამინისტრო ახორციელებს შესაბამისი სახელმწიფო პროგრამებით. ეს პროგრამები დაფინანსებულია ბიუჯეტიდან. დამატებითი დახმარების პაკეტი, რომლის პრეზენტაციაც რამდენიმე დღის წინ გვქონდა, უკავშირდება კრიზისს. არაერთხელ განგვიცხადებია და პრემიერმა დღესაც განაცხადა, რომ პანდემიით ...

Read More »

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციამ და თიბისიმ ერთობლივ ვებინარს ინკოტერმი 2020 უმასპინძლეს

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციამ და თიბისიმ, როგორც მისმა ასოცირებულმა წევრმა, ერთობლივ ვებინარს უმასპინძლეს თემაზე – ინკოტერმს 2020 – Incoterms 2020. ინკოტერმსი (International Commercial Terms) – საერთაშორისო კომერციული ტერმინები და წესებია, რომლებიც გამოქვეყნებულია საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) მიერ და ფართოდ გამოიყენება საერთაშორისო კომერციულ ოპერაციებში. ინკოტერმსის წესები განმარტავს მხარეთა ვალდებულებებს, ხარჯებისა და რისკების გადანაწილებას საქონლის ტრანსპორტირების დროს. 2020 წელს აღნიშნულ წესებში ცვლილება შევიდა ...

Read More »

ორ თვეში სახელმწიფოს მხრიდან კომუნალური გადასახადების დაფინანსებაზე უარი 9 200-ზე მეტმა მოქალაქემ თქვა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, ორი თვის განმავლობაში სახელმწიფოს მხრიდან კომუნალური გადასახადების დაფინანსებაზე უარი 9 200-ზე მეტმა მოქალაქემ თქვა. როგორც დავით ნარმანიამ „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფოს მხრიდან კომუნალური გადასახადების სუბსიდირების პროგრამის მიმდინარეობაზე საუბრისას განუცხადა, ამ ეტაპზე უკვე შეჯამებულია ერთი თვის მონაცემები და მარტში მოქალაქეების კომუნალური მომსახურების სუბსიდირება ბიუჯეტს 55 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა. „აპრილში კომუნალური სუბსიდიის ...

Read More »

„ონი ჰესის პროექტი არის უსაფრთხო, ასაქმებს ადამიანებს და ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაში“

ონი ჰესის პროექტი არის უსაფრთხო, ასაქმებს ადამიანებს და ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაში, – ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მედიით გავრცელებულ ინფორმაციას რაჭის რეგიონში ონის ჰესის პროექტის შესახებ. მინისტრის თქმით, მტკნარი ტყუილი და საკმაოდ უნიჭოდ შეთხზული აპოკალიპტური ისტორიაა, თითქოს დამანგრეველი ზემოქმედება ექნება ამა თუ იმ პროექტს. „ჩვენ შეჩვეული ვართ, რომ მსგავსი განცხადებების ერთადერთი მიზანი არის ...

Read More »

საკანონმდებლო ცვლილებით, 70 წელს გადაცილებული მოსახლეობისთვის პენსიის ზრდის უფრო მაღალი ინდექსი წესდება

საქართველოს მთავრობამ პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებები წარუდგინა, რომლის მიხედვითაც, კონკრეტული წესი განისაზღვრა, რითაც პენსიის ოდენობა გამოითვლება. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება. ინიციატივაში აღნიშნულია, რომ პენსიის ოდენობა აისახება გაანგარიშებული შემდეგი წესით – 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის, ბოლო 12 თვის ინფლაციის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 20 ლარის ოდენობით; ასევე 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისთვის, ჯამით, რომელიც ...

Read More »

გიორგი გახარია – ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელთანაც გვექნება უსაფრთხო, მწვანე კორიდორი, როგორც ჩანს, ისრაელი იქნება

საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს ტურიზმის გახსნას, ტურიზმის ამუშავებას და ქვეყანაში სტუმრების მიღებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობის მიდგომაა, რომ კრიზისი ქვეყნისთვის უნდა გახდეს შესაძლებლობა. „რაც შეეხება ეკონომიკის შემდგომ განვითარებას და ანტიკრიზისულ გეგმებს, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ, მოგეხსენებათ, ჩვენი მიდგომა არის მარტივი – კრიზისი ჩვენი ქვეყნისთვის უნდა გახდეს შესაძლებლობა, ...

Read More »

გაერო-ს გათვლებით, პანდემიის შედეგად 34,5 მილიონი ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში აღმოჩნდება

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პროგნოზით, მსოფლიო ეკონომიკა მიმდინარე წელს 3,4%-ით დაეცემა, რაც 1930-იანი წლების შემდეგ ყველაზე მკვეთრი შემცირებაა. ორგანიზაციის პროგნოზით, აღნიშნულის შედეგად 34,5 მილიონი ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში აღმოჩნდება, რაც ძირითადად აფრიკის კონტინენტს დააზარალებს. გაერო-ს გათვლებით, კორონავირუსის პანდემია მომავალი ორი წლის მანძილზე გლობალურ ეკონომიკურ წარმოებას 8,5 ტრილიონი დოლარით დააზარალებს, რაც გასული ოთხი წლის მონაპოვარს „თითქმის სრულად აღმოფხვრის“. ცნობისთვის, კორონავირუსი თავდაპირველად გასული წლის დეკემბერში, ...

Read More »

კრედო ბანკმა BlueOrchard Microfinance Fund-ისგან 63 მილიონი ლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა

კრედო ბანკმა BlueOrchard Microfinance Fund-ისგან 63 მილიონი ლარის მოცულობის 3 წლიანი სესხი მოიზიდა. ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებული რესურსი აგრო სექტორში მოქმედ მიკრო და მცირე ბიზნესების მხარდაჭერისთვის არის გამიზნული. აღნიშნული გარიგება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულ მეწარმეებს საგაზაფხულო სამუშაოების წარმატებით განხორციელებაში, განსაკუთრებით ეკონომიკაში COVID-19-ით შექმნილი გამოწვევების ფონზე. “მინდა მადლობა გადავუხადო BlueOrchard-ს მრავალწლიანი წარმატებული პარტნიორობისთვის და კრედო ბანკში 180 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის ...

Read More »