Home » 2020 » May » 14

Daily Archives: May 14, 2020

ჭყონია – ეროვნული ბანკი ისე განკარგავს სავალუტო რეზერვებს, ვითომ ბაბუამისმა დაუტოვა

ბიზნესმენი თემურ ჭყონია ეროვნული ბანკის საქმიანობით უკმაყოფილოა. „საქმის კურსთან“ ინტერვიუში ჭყონია ამბობს, რომ ეროვნული ბანკის ინტერვენციები და ლარის გაუფასურების შესაჩერებლად სავალუტო რეზერვებიდან თანხების ხარჯვის სპეციფიკა კითხვებს უჩენს. „სუბიექტურად ვამბობ, მე არ მაქვს პრეტენზია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ცოდნაზე. მე მაქვს ეროვნული ბანკის მუშაობის შედეგზე პრობლემა. მე ვიცი, რომ მისი შედეგი არის ცუდი, ასე ჩანს. ის შედეგი, რაც გვაქვს ნორმალური არ არის. ...

Read More »

კახა ოქრიაშვილი: ეროვნული ბანკი თავისივე ადრინდელი განცხადებების ტყვე აღმოჩნდა

„პრობლემა ისაა, რომ რეალურად არ გატარდა ეროვნული ბანკის რეგულაციები  და ეს პრაქტიკულად, მარეგულირებელმაც აღიარა. ჩანაწერები კანონში უნდა გამკაცრდეს. მე ვთვლი რომ დღეს  „საქართველოს კაპიტალი“, მასთან დაკავშირებული კომპანიები და ზოგადად, ეს ჰოლდინგი  კანონს არღვევს.“ – ამის შესახებ „კომერსანტთან“  ბიზნესმენი კახაბერ ოქრიაშვილი ეროვნული ბანკის გუშინდელი  განცხადების კომენტირებისას აღნიშნავს. როგორც ცნობილია, მარეგულირებელმა საქართველოს კაპიტალის ჯგუფი საბანკო სისტემიდან დასაშვებზე მეტი დაფინანსების მიღების მცდელობაში დაადანაშაულა. კახა ოქრიაშვილი ...

Read More »

ლადო პაპავა: ეროვნულ ბანკს ლარისადმი ძალიან გაუბრალოებული დამოკიდებულება აქვს

ლარმა გაუფასურება შეწყვიტა და ბოლო რამდენიმე კვირაა ერთი დოლარი 3.20 ლარის ფარგლებში ივაჭრება. საგულისხმოა ისიც, რომ ბოლო რამდენიმეთვიან მონაკვეთში ეს ლარის ყველაზე სტაბილური პერიოდია. არის თუ არა ეს ლარის ახალი წონასწორობის ნიშნული, ამის შესახებ „კომერსანტი“ ეკონომიკის ყოფილ მინისტრს, აკადემიკოსს ლადო პაპავას ესაუბრა. აკადემიკოსი ლარის გაუფასურების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად რეფინანსირების სესხების გაზრდილ მოცულობას მიიჩნევს. როგორც პაპავა განმარტავს, ეროვნულ ბანკს ლარისადმი ძალიან ...

Read More »

რესტორანში ერთ მაგიდასთან სავარაუდოდ 6 ადამიანზე მეტი ვერ დაჯდება

ღია კაფე-ბარების გახსნა 1 ივნისიდან იგეგმება, თუმცა არ არის გამორიცხული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით თარიღი შეიცვალოს. დაახლოებით სამი თვის განმავლობაში დაკეტილ ობიექტებს ახალი რეგულაციებით მოუწევთ მუშაობა. განსხვავებული იქნება წესები ვიზიტორებისთვისაც.  კვების ობიექტის სტუმრებს დისტანციის დაცვა მოუწევთ. მანამდე კი მათ უსაფრთხო განლაგებაზე, თავად ობიექტის ხელმძღვანელები იზრუნებენ. წინასწარი ინფორმაციით, საერთო სასადილო დარბაზში მაგიდებსა და დასაჯდომ ადგილებს შორის დისტანცია 6 ნაბიჯი, ანუ ორი მეტრი ...

Read More »

ტრამპი – კორონავირუსმა აჩევენა, რომ გლობალიზაციის ერა დასრულდა

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გლობალიზაციის ეპოხის დასასრულის შესახებ გამოაცხადა. ამის თაობაზე Reuters-ი წერს. ამერიკელი ლიდერის აზრით, კორონავირუსის აფეთქებამ აჩვენა, რომ გლოგალიზაციის ეპოქა დასრულდა. „ახლა ჩვენ ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამერიკაში!“ – ამბობს ტრამპი. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ამერიკის პრეზიდენტი ჩინეთის წინააღმდეგ სანქციებს შემოიღებს, თუ ის უარს იტყვის კორონავირუსის გავრცელების მიზეზების გამოძიებაზე. 29 აპრილს მან ამერიკულ სპეცსამსახურებს ჯანმოსა და ჩინეთს შორის შესაძლო ...

Read More »

ვენაში მოქალაქეებს 25 ევროიან ვაუჩერებს დაურიგებენ კაფეებში, რესტორნებსა და ყავის მაღაზიებში გამოსაყენებლად

ავსტრიის დედაქალაქის ხელისუფლება, ივნისის შუა რიცხვებიდან მოქალაქეებს 25 ევროს ღირებულების ვაუჩერებს დაურიგებს. მათი გამოყენება ქალაქის კაფეებში, რესტორნებსა და ყავის მაღაზიებში იქნება შესაძლებელი. ამგვარად ქალაქის ხელისუფლებას სურს დაეხმაროს საზოგადოებრივი კვების სფეროს, რომელმაც ორთვიანი კარანტინის გამო დიდი ზარალი განიცადა. ქალაქმა ამ პროგრამისთვის 40 მილიონი ევრო გამოყო. მარტო მცხოვრები მოქალაქე 25 ევროს ვაუჩერს მიიღებს, ოჯახებს კი 50 ევროიანი ვაუჩერები ერგებათ. მათი გამოყენება სექტემბრამდე იქნება შესაძლებელი, ...

Read More »

“კოკა-კოლამ” COVID-19-ზე რეაგირების ფარგლებში, წითელი ჯვრის საზოგადოებას 240 000 ლარი გადასცა

კომპანია კოკა-კოლა, კოკა-კოლას საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი და კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია საქართველოში COVID-19 პანდემიის წინააღმდეგ მხარდასაჭერი აქტივობების გასატარებლად ერთიანდებიან. “მოხარულნი ვართ გაცნობოთ, რომ საქართველომ კოკა-კოლას საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის ფინანსური დახმარება მიიღო, 240 000 ლარის ოდენობით და ეს თანხა COVID-19-ის რისკის შემცირებასა და მყისიერი რეაგირების ფარგლებში, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების დახმარებით განახორციელებს გადაუდებელ ღონისძიებებს, რომელთა მიზანია ვირუსის გავრცელების პრევენცია და შემთხვევების დროული ...

Read More »

ევროკომისიის პრეზიდენტი – საქართველო 183 მილიონ ევროზე მეტი გრანტით სარგებლობას შეძლებს

საქართველოს პრეზიდენტთან საუბრის შემდეგ, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სალომე ზურაბიშვილს წერილი გამოუგზავნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორია და ევროკომისია მზად არის მომავალში ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო განავითაროს. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტი წერილში აღნიშნავს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერასთან ერთად, ევროპის გუნდის ფინანსურ დახმარებებს შეუძლია მაკროეკონომიკური სტაბილურობის განმტკიცება და ისეთი სივრცის შექმნა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება რესურსების მიმართვა პანდემიის ...

Read More »

„გალფი“ დღეს 696 ექიმს ბონუსის სახით ჯამში 271,000 ლარს ჩაურიცხავს

ნავთობკომპანია „გალფი“ COVID 19-თან მებრძოლ 9 კლინიკის 696 ექიმს, ექთანს, სანიტარს და სხვა სამედიცინო პერსონალს 271,000 ლარს გამოუყოფს. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს „გალფსა“ და ყველა იმ კლინიკას შორის რომელიც კორონავირუსით დაავადებულ მოქალაქეებს მკურნალობს, გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებში კომპანია „გალფმა“ აიღო ვალდებულება თითოეულ სამედიცინო პერსონალს თავად გადაურიცხოს თანხა ყველანაირი გადასახადების ჩათვლით. გარდა ამისა, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კარანტინში მყოფი სამედიცინო პერსონალის კვებას ...

Read More »

პოლ ვანდორენი: ევროკავშირმა საქართველო უნდა მიიღოს თავის წევრად

ევროკავშირის ინსტიტუციებმა უნდა გააგრძელონ იმის უზრუნველყოფა, რომ პროევროპული ქვეყნები, როგორიც არის საქართველო, ხედავდნენ ევროკავშირს, როგორც თავიანთ საბოლოო მიზანს, – წერს ევროკავშირის ყოფილი ელჩი ხორვატიაში და ევროკავშირის მოქმედი ელჩი რუსეთის ფედერაციაში პოლ ვანდორენი. „ეს არაჩვეულებრივი დროა დიპლომატიურ და საგარეო საქმეთა სამყაროში დასამკვიდრებლად. როგორც ყველაფერი დანარჩენი, ჩვენი სამყაროც მოიცვა კორონავირუსის პანდემიამ. ურთიერთობებს სახელმწიფოებში თითქმის ექსკლუზიურად განაგებს ამ ლეტალური ვირუსის სამწუხარო გავლენა. მედიკამენტებისა და აღჭურვილობის ...

Read More »