Home » 2020 » May » 13 (page 2)

Daily Archives: May 13, 2020

Twitter-ი კომპანიაში დასაქმებულ ადამიანებს სახლიდან მუშაობის უფლებას სამუდამოდ აძლევს

BBC-ის ინფორმაციით, სოციალური პლატფორმა Twitter კომპანიაში დასაქმებულ ადამიანებს სახლიდან მუშაობის უფლებას სამუდამოდ აძლევს. როგორც გამოცემა წერს, ამიერიდან დასაქმებულებს თავად შეეძლებათ გადაწყვიტონ სახლიდან სურთ მუშაობა თუ არა. “თუ თანამშრომლის პოზიცია და მოვალეობა სახლიდან მუშაობის შესაძლებლობას იძლევა და მათ ამის სურვილი აქვთ, ჩვენ ამის განხორციელებაში ხელს არ შევუშლით”, – აცხადებს კომპანიის გენერალური დირექტორი ჯეკ დორსი. როგორც ცნობილია, Twiter-ის მთავარი ოფისი, რომელიც სან-ფრანცისკოში ...

Read More »

სამშენებლო კომპანიებს კონკრეტული პროექტების განხორციელებისას ტრანსპორტის ზემოქმედების შეფასების მომზადება აღარ მოუწევთ

სამშენებლო-დეველოპერულ კომპანიებს კონკრეტული პროექტების განხორციელებისას ტრანსპორტის ზემოქმედების შეფასების მომზადება აღარ მოუწევთ. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ტრანსპორტის ზემოქმედების შეფასების შესაძლებლობა მერიას უკვე თავად აქვს, რასაც პროექტზე გადაწყვეტილების მიღებისას გამოიყენებს. „დაახლოებით, ორი წლის წინ ჩვენ შემოვიღეთ ტრანსპორტის ზემოქმედების შეფასება ყველა სამშნებლო პროექტის განხორციელებისათვის, რომ მიგვეღო სრული ინფორმაცია, როდესაც კონკრეტული მშენებელი, კონკრეტული დეველოპერი, კონკრეტულ ქუჩაზე აშენებს ...

Read More »

EBRD-მა საქართველოს 2020 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი – 5.5%-მდე შეამცირა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოს 2020 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. ბანკის პროგნოზით, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 2020 წელს – 5.5%-მდე შემცირდება, ვინაიდან გადაადგილებაზე დაწესებულმა შეზღუდვებმა მოგზაურობა და ტურიზმი დააზარალა, რაც, ეკონომიკაზე უკიდურესად უარყოფითად აისახება. თუმცა, ბანკის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 2021 წლისთვის 5.5%-მდე გაიზრდება. „ეკონომიკური გაუმჯობესება დამოკიდებულია კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით ქვეყნის შიგნით ...

Read More »

ფერმერები 1 ჰექტარზე მიღებული 200 ლარის გამოყენებას მხოლოდ სპეციალიზირებულ აგრომაღაზიებში შეძლებენ

ფერმერები ყოველ 1 ჰექტარზე მიღებული 200 ლარის გამოყენებას მხოლოდ სპეციალიზირებულ აგრომაღაზიებში შეძლებენ. სოფლის მეურნეობის განვითარების საააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი ჯიბლაძე განმარტავს, რომ 0.25 ჰა-დან – 5 ჰა-მდე სასოფლო-სამეურნეო რეგისტრირებული მიწის მესაკუთრე ფერმერები 1 ჰა-ზე დარიცხული 200 ლარის განაღდებას მხოლოდ სპეციალიზირებულ მაღაზიებში, სასოფლო სამეურნეო საქონელის შესაძენად შეძლებენ. „დაურიგდებათ „ლიბერთი ბანკის“ პლასტკიკური ბარათები ან შესაძლოა მათ ეს ბარათები უკვე აქვთ, სადაც დაერიცხებათ ...

Read More »