Home » 2020 » May » 13

Daily Archives: May 13, 2020

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ბაკურიანისთვის 10 ერთეული სამგზავრო ავტობუსი შეიძინა

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ბაკურიანისთვის 10 ერთეული სამგზავრო ავტობუსი შეიძინა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბაკურიანისთვის 10 ერთეული სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე გამარჯვებული კომპანია გამოავლინა. ავტობუსების შესყიდვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 1 მილიონი ევროა. სამგზავრო ავტობუსებთან ერთად, ფონდს დაგეგმილი აქვს ბაკურიანისთვის თოვლის საწმენდი, სათხილამურო ტრასების მოსაწესრიგებელი, მყარი ნარჩენების მართვის და საცობების პრევენცია-განეიტრალებისთვის ...

Read More »

პოლონეთი რუსულ გაზს ევროპისკენ მიმავალ გზაზე ახალ დარტყმას უმზადებს

პროექტ Nord Stream 2-ის წარუმატებლობის შემდგომ, რუსეთიდან ევროპაში ბუნებრივი აირის ექსპორტისათვის განკვთვნული ერთ-ერთი მთავარი მილსადენის მომავალიც ბუნდოვანია. საუბარია რუსეთიდან პოლონეთის გავლით ევროპაში ბუნებრივი აირის ექსპორტისათვის განკუთვნილ მილსადენზე. როგორც სააგენტო Finanz.ru წერს, მიმდინარე წლის 17 მაისს ვადა ეწურება ხელშეკრულებას, რომელიც რუსეთიდან პოლონეთის გავლით ბუნებრივი აირის ექსპორტს ითვალისწინებს მილსადენ „იამალი-ევროპას“ საშუალებით. აღნიშნული მილსადენი ყოველწლიურად ტუმბავს 33 მილიარდ კუბურ მეტრს ბუნებრივ აირს, რომლის ...

Read More »

ლუკა პოლარემ თბილისში ყველა ფილიალი გახსნა

ლუკა პოლარემ თბილისში არსებული ყველა ფილიალი გახსნა. 2 მაღაზია გაიხსნა ბათუმშიც. კორონავირუსიის პანდემიის გამო ამ დრომდე მხოლოდ 4 ობიექტი ფუნქციონირებდა. „ბაზარზე 4 ფილიალით დარჩენა უპირველს ყოვლისა ემსახურებოდა მიზანს, თანამშრომლებისთვის შეგვენარჩუნებინა სამუშაო ადგილები და გარდა ამისა, მომხმარებელთან ამ რთულ პერიოდში წყვეტა არ გვქონოდა. ამისთვის კომპანიას, რა თქმა უნდა, მოუწია დამატებითი სახსრების გაღება, შევიმუშავეთ სრულიად ახალი ოპერაციული პროცედურები, ავაწყვეთ დისტრიბუციისა და პროდუქტის ...

Read More »

„ახალგაზრდა ადვოკატები“ ბანკების მხრიდან საშეღავათო პერიოდის შედეგების პროაქტიულ გამოქვეყნებას მოითხოვს

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოში ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებების მხრიდან Covid 19-ის გამო, ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ, საკრედიტო ვალდებულებებზე დაწესებული სამთვიანი საშეღავათო პერიოდის შედეგების პროაქტიულად გამოქვეყნებას მოითხოვს და აღნიშნავს, რომ მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, საჭიროა საზოგადოებისთვის და თემით დაინტერესებული სპეციალისტებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს ინფორმაცია, თუ რამდენმა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა მიიღო გადაწყვეტილება ესარგებლა საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან შეთავაზებული წინადადებით და რა პროცენტულ მაჩვენებელს ...

Read More »

„მნიშვნელოვანი გამოწვევაა ლარის გაუფასურებაც“ – „ტექნო ბუმმა“ მაღაზია დახურა

კრიზისის გამო ტექნიკის მაღაზიათა ქსელმა „ტექნო ბუმმა“, ვაჟა-ფშაველას გამზირზე არსებული მაღაზია დახურა – ამის შესახებ BM.GE-ს კომპანიის დამფუძნებელმა ანზორ ქოქოლაძემ განუცხადა.  მისი თქმით, კომპანიისთვის პანდემიის პერიოდში გაჩერება რთული დასაძლევი აღმოჩნდა. „ვაჟა-ფშაველას გამზირზე ერთი მაღაზიის დახურვა მოგვიწია. იმის გამო, რომ არ გვქონდა გაყიდვები, კრიზისულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით, ვეღარ ვფარავდით ხარჯებს და გადავწყვიტეთ წამგებიანი ობიექტი დაგვეხურა. რაც შეეხება თანამშრომლებს, იქ დასაქმებული ადამიანები სხვა მაღაზიებში ...

Read More »

თიბისის აპლიკაციების კონკურსის ფინალისტები გამოვლინდნენ

თიბისის აპლიკაციების კონკურსის 11 ფინალისტის ვინაობა უკვე ცნობილია. ფინალში ის მონაწილეები გადავიდნენ, რომელთა მიერ შექმნილი მობილური და ვებ აპლიკაციები ჟიურის წევრებმა საუკეთესოდ მიიჩნიეს. პროექტის ფარგლებში, მონაწილეებმა ისეთი პროექტები წარადგინეს,  რომლებიც ბიზნესებისთვის ყოველდღიური საქმიანობის გამარტივებასა და პროცესების ავტომატიზირებას უწყობს ხელს. კონკურსის ფინალისტი აპლიკაციებია: ·         Gamo Carploonig – ერთი მიმართულებით მიმავალ ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებს და საწვავის თანხის განაწილებას სთავაზობს; ·         Inventors – ...

Read More »

თურქული პროდუქციის დემპინგური ფასები ქართულ წარმოებებს დარტყმის ქვეშ აყენებს

ცემენტის ქართული საწარმოებისთვის, რომლებიც უმძიმეს კრიზისულ ვითარებას ებრძვიან კორონავირუსის პანდემიის გამო, შეფერხებული სამშენებლო სექტორისა და თურქული ცემენტის დემპინგის პირობებში, განსაკუთრებული შეშფოთების საგანი გახდა თურქეთის ხელისუფლების ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება. თურქეთი ექსპორტზე ორიენტირებულ სამშენებლო მასალების მწარმოებლებს $15 მლრდ-ით დაასუბსიდირებს. ცემენტის ქართველი მწარმოებლები აცხადებენ, რომ თურქული ცემენტი დასავლეთ საქართველოს ბაზარზე დღემდეც მნიშვნელოვანი დემპინგით ახორციელებდა გაყიდვებს – საბაზრო ფასზე 30-40%-ით ნაკლებად. ამის მიზეზად დარგის ექსპერტები ...

Read More »

მოსახლეობას სესხებზე შეღავათი შეიძლება, კიდევ გაუხანგრძლივდეს

პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს, პირობები შეიცვლება და დეტალები დაზუსტდება ბანკების მიერ დაწესებული სამთვიანი საშეღავათო პერიოდი უკვე იწურება, თუმცა ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნა მხოლოდ ახლა დაიწყო და ხალხს შემოსავალი ჯერ არ მიუღია, ამიტომ მათი გადახდისუნარიანობა ისევ ეჭვქვეშ დგას. საშეღავათო პერიოდის გახანგრძლივებაზე რომ საუბარი მიმდინარეობს, ეს საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელმა უკვე დაადასტურა, თუმცა უცნობია, რა ფორმით.  საქართველოში მოქმედმა ბანკებმა მნიშვნელოვანი გადაწვეტილება მიიღეს და თავიანთ კლიენტებს ...

Read More »

6 თვეზე მეტი ვადით არაანაზღაურებადი სტაჟირება შესაძლოა, აიკრძალოს

6 თვეზე მეტი ვადით არაანაზღაურებადი სტაჟირება აიკრძალება. „საქართველოს შრომის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინა. კანონპროექტის თანახმად, შრომის კოდექსს ახალი მუხლი ემატება, რომელიც სტაჟიორსა და დამსაქმებელს შორის შრომით ურთიერთობებს განსაზღვრავს. ამავე მუხლით განსაზღვრულია სტაჟიორის დეფინიცია: სტაჟიორი არის ფიზიკური პირი, რომელიც ანაზღაურების სანაცვლოდ ან მის გარეშე, დამსაქმებლისათვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული ცოდნის, უნარების ან პრაქტიკული გამოცდილების მიღების მიზნით. ...

Read More »

რუსეთში უმუშევართა რაოდენობა 97.6%-ით გაიზარდა

რუსეთში უმუშევართა რაოდენობა თითქმის გაორმაგდა და მაისის შუა რიცხვებისთვის 1.4 მილიონს გადააჭარბა, – სააგენტო “ტასსის” ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის ვიცე პრემიერ-მინისტრმა ტატიანა გოლიკოვამ განაცხადა. „რეგისტრირებული უმუშევრობის რაოდენობა იმ თარიღიდან რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ- სხვა ეტაპზე გადასვლის თარიღიდან – 725 800-დან 1.434 მილიონამდე გაიზარდა. ეს კი თითქმის გაორმაგებას, ანუ 97.6%-ით გაზრდას ნიშნავს,”- განაცხადა ტატიანა გოლიკოვამ. მისივე თქმით, 1 მარტიდან დღემდე დასაქმების სამსახურებს დასაქმების, ...

Read More »