Home » 2020 » May » 12 (page 3)

Daily Archives: May 12, 2020

ადგილები თბილისში, სადაც ავტობუსის ზოლები ქუჩის შუაში მოეწყობა

ჭავჭავაძის გამზირზე, ავტობუსის გაჩერება ქუშის შუაში არის მოწყობილი. რასაც საზოგადოების მხრიდან სხვადასხვაგვარი გამოხმაურება მოჰყვა. როგორც მერის მოადგილემ მაია ბითაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, ავტობუსის ზოლი და გაჩერება კიდევ ერთ ქუჩაზე მოეწყობა შუაში. „მელიქიშვილის გამზირზეც იქნება ავტობუსის ზოლი შუაში, მაგრამ არა ახლა. როდესაც გამზირს რეაბილიტაცია ჩაუტარდება, მხოლოდ მას შემდეგ. ზოლი შუაში მელიქიშვილზე მხოლოდ ფილარმონიამდე იქნება, თუმცა, მას შემდეგ, რაც აქ სარეაბილიტაციო სამუშაოები ...

Read More »

ეროვნული ბანკის პოლიტიკა ინფლაციასთან მიმართებაში არაადეკვატურია

„2020 წლის დასაწყისიდან ინფლაციამ, როგორც მოსალოდნელი იყო, კლება დაიწყო. წლიურმა ინფლაციამ იანვარსა და თებერვალში 6.4 პროცენტი შეადგინა. თუმცა, შემდგომ, „კოვიდ-19“-ის გლობალურ პანდემიასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელზეც იმოქმედა. მოსალოდნელია, რომ ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელზე მაღლა უფრო ხანგრძლივად დარჩება, ვიდრე ნავარაუდევი იყო, თუმცა, წლის მეორე ნახევარში ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და მიზნობრივ მაჩვენებელს 2021 წლის დასაწყისში დაუახლოვდება“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ. ...

Read More »

სამტრედია-გრიგოლეთის 15 კმ-მდე მონაკვეთის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა

სამტრედია-გრიგოლეთის პირველ და მეორე მონაკვეთებზე სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მეორე მონაკვეთზე, ჯაპანა-ლანჩხუთის 15 კმ-მდე გზის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა. აღნიშნულ  მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარის, საგზაო ნიშნების მოწყობისა და გზის სავალი ნაწილის მონიშვნის სამუშაოები ხორციელდება. ასევე რეაბილიტაცია უტარდება არსებულ გზასთან დამაერთებელ 2.7 კმ-იან მონაკვეთს, სადაც მიწის ვაკისის სამუშაოები, გაბიონებისა და კიუვეტების მოწყობა მიმდინარეობს. სამტრედია–გრიგოლეთის მე-2 მონაკვეთის მშენებლობის პროექტი 18.5 კილომეტრიანი 4 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის ...

Read More »

ინფლაციის მაჩვენებლით შეგვიძლია ვიმსჯელოთ ეროვნული ბანკის არცთუ წარმატებული საქმიანობის შესახებ

„კატასტროფული რეალობა გვაქვს, ინფლაცია მაღალ დონეზეა, ეროვნული ვალუტა კი მიმდინარე პერიოდში რეკორდულად გაუფასურდა. სწორედ აქედან შეგვიძლია ვიმსჯელოთ ეროვნული ბანკის საქმიანობის წარმატება-წარუმატებლობის შესახებ“,-  ამის შესახებ „კომერსანტს“ გადასახადის გადამხდელთა კავშირის პრეზიდენტმა და ემ სი ბი ჯორჯიას“ მმართველმა პარტნიორმა ალექსანდრე რატიშვილმა განუცხადა. ბიზნესმენი აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის საქმიანობის კომპეტენტური შემფასებელი არ არის, მაგრამ მუდმივად გაუფასურებული ეროვნული ვალუტის მაჩვენებლით შეუძლია ისაუბროს ქვეყნის ცენტრალური ბანკის ...

Read More »

ზელენსკი – სააკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტობის დროს შექმნა თანამედროვე საბაჟო სამსახური და დაამარცხა კორუფცია

უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტობის დროს შექმნა თანამედროვე საბაჟო სამსახური და დაამარცხა კორუფცია. ზელენსკიმ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ სააკაშვილს ინვესტორებთან ძლიერი კავშირები აქვს. „მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტობის დროს, ნამდვილად შექმნა თანამედროვე საბაჟო სამსახური და დაამარცხა კორუფცია. მეორე მხრივ, მას ძლიერი კავშირები აქვს ინვესტორებთან. ჩვენ განვიხილეთ საპენსიო რეფორმა და უკვე დროა, ის უკრაინაში განვახორციელოთ“,-აღნიშნა ზელენსკიმ.

Read More »

საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 32-ით გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ბოლო 24 საათში – 1-ით გაიზარდა და 639 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 32 – ით გაიზარდა და 349 გახდა. კარანტინის რეჟიმშია 4769 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 414 პირი. ინფორმაციისთვის, 639 ადამიანიდან 349 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 11 გარდაიცვალა.

Read More »