Home » 2020 » May » 12 (page 2)

Daily Archives: May 12, 2020

პრემიერი – ძლიერი სოფელი პირდაპირ ნიშნავს ძლიერ სახელმწიფოს

კრიზისის პერიოდში განსაკუთრებით მწვავედ გამოჩნდა რას ნიშნავს ქვეყნისთვის სასურსათო უსაფრთხოება და აგროპროდუქტების შიდა წარმოება. ეს ძალზედ მგრძონობიარე იყო თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის როგორც ფასების ზრდის თვალსაზრისით, ასევე ქვეყნის მომარაგების თვალსაზრისითაც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობის მიერ შემუშავებული პროგრამა ითვალისწინებს როგორც ფერმერის მხარდასაჭერას, ასევე იმ ხარისხობრივი ნიშნების შემოტანას, რომელმაც ერთმნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს ...

Read More »

ფერმერები 1 ჰექტარ მიწაზე სახელმწიფოსგან 200 ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებენ

ფერმერები 1 ჰექტარ მიწაზე სახელმწიფოსგან 200 ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებენ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა. „თითოეული ფერმერი, რომელსაც აქვს დარეგისტრირებული მიწა, 1 ჰექტარზე მიიღებს დახმარებას სახელმწიფოსგან 200 ლარის სუბსიდირებით. ეს ნიშნავს იმას, რომ საშუალო და მსხვილი საფერმერო მეურნეობები, რომლებსაც გააჩნიათ მაგალითად, 10 ჰექტარი მიწა და ამშავებენ, მიიღებენ სახელმწიფოსგან დახმარებას 2000 ლარის ოდენობით. ეს რა თქმა უნდა, ...

Read More »

გახარია – ფერმერები დიზელის საწვავს ბაზარზე არსებულ ფასთან შედარებით 1 ლარით იაფად შეიძენენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ფერმერები დიზელის საწვავს ბაზარზე არსებულ ფასთან შედარებით ერთი ლარით იაფად შეიძენენ. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა. მისივე თქმით, მთავრობა მუშაობს, რომ ფერმერებისთვის აგროდეზელის ფასი ნაკლები იყოს კრიზისის შემდეგადაც, მომდევნო წლებში. „ყოველი ფერმერი 1 ჰექტარზე მიიღებს 150 ლიტრ დიზელის საწვავს, რომელიც გარანტირებულად იქნება საბაზრო ფასზე ერთი ლარით იაფი. საერთოდ, სასოფლო სამეურნეო საქმიანობისთვის, საწვავის ...

Read More »

შვედეთი Covid 19-თან ბრძოლის საკუთარ სტრატეგიას გადახედავს

როგორც გამოცემა „ბლუმბერგი“ წერს, შვედეთი კოვიდ 19-თან ბრძოლის საკუთარ სტრატეგიას გადახედავს. გამოცემის ცნობით, გადაწყვეტილება ამის შესახებ მას შემდგომ იქნა მიღებული, როდესაც სიკვდიალონობის მაჩვენებელი მოხუცებულთა სახლებში კონტროლიდან გამოვიდა. შვედეთის მთავრობა გეგმავს 2.2 მილიარდი კრონის (220 მილიონი დოლარი) დახარჯვას, რათა გაიზარდოს იმ პერსონალის რაოდენობა, რომლებიც დაეხმარებიან ქვეყნის უხუცეს მოსახლეობას ვირუსისგან თავის დაცვაში. დამატებით 2 მილიარდი კრონი გადაეცემა ადგილობრივ ხელისუფლებებს იმ ფინანსური წნეხის ...

Read More »

ბრაზილიის პრეზიდენტი – ეკონომიკის გარეშე არც სიცოცხლე არსებობს და არც ექიმები

ბრაზილიის პრეზიდენტი, ჟაირ ბოლსონარო აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების რაოდენობის ზრდის მიუხედავად ღია უნდა დარჩეს ისეთი „არსებითი სერვისები“, როგორიცაა სალონები და სპორტული დარბაზები. მისივე თქმით, სიცოცხლის საკითხი სამუშაო ადგილების საკითხის პარალელურად უნდა განიხილონ. „ეკონომიკის გარეშე არ არსებობს სიცოცხლე, არ არსებობს ექიმები და არც საავადმყოფოები“,- განაცხადა პრეზიდენტმა. ცნობისთვის, ბრაზილიის პრეზიდენტი კორონავირუსს „უბრალოდ პატარა გრიპს“ უწოდებს და არ ეთანხმება დაწესებულ შეზღუდვებს. მისივე ...

Read More »

„რატომ უნდა ვიარო სხვაგან, როცა ამდენი ჩაი გატყიურდა“ – ქობულეთში, სოფელ ოჩხამურის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა

ქობულეთში, სოფელ ოჩხამურის მოსახლეობა სახელმწიფოსგან მიწების გადაცემას ითხოვს. დღეს მათ საპროტესტო აქცია სოფლის მომიჯნავე, ჩაის ყოფილი პლანტაციების ტერიტორიაზე გამართეს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ათეულობით ჰექტარი ტერიტორია წლების წინ ერთ-ერთ ბიზნესმენს გადაეცა, რომელსაც ვალდებულება ჰქონდა, ჩაის პლანტაციები განეახლებინა და ადგილობრივი მოსახლეობა დაესაქმებინა, თუმცა ბიზნესმენი დღემდე არ გამოჩენილა, პლანტაციები კი, გაველურდა. „თურქეთში დადის ხალხი სამუშაოდ და ჩაის კრეფს, ახლა ეს თურქეთიც აღარ ...

Read More »

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ჯოგური იმუნიტეტი „საშიში გათვლაა“

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკ რაიანმა განაცხადა, რომ ჯოგური იმუნიტეტის იდეა საშიშია.  ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს. „იდეა, რომ ქვეყნები, რომლებიც მხოლოდ რბილ ზომებს იღებენ და არაფერს აკეთებენ, უცებ ჯოგურ იმუნიტეტს გამოიმუშავებეენ და მერე რა, თუ ამ პროცესში რამდენიმე მოხუცებული ადამიანი გარდაიცვლება, ეს ძალიან საშიში გათვლაა“, – განაცხადა რაიანმა ბრიფინგისას. რაიანის თქმით, მოსახლეობა ამ ტერმინს ფრთხილად უნდა მოეპყრას, რადგან ამან შეიძლება, ძალიან სასტიკ არითმეტიკამდე მიგვიყვანოს, რომელიც ადამიანებს, მათ ცხოვრებასა ...

Read More »

მსოფლიოში ცნობილი საგანმანათლებლო პლატფორმა საქართველოში იწყებს ფუნქცონირებას

გლობალური საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც საქართველოში იქმნება, მსოფლიოში ცნობილი edX-ის ბაზაზე ოფიციალურად ამოქმედდება. MIT და Harvard-ის მიერ შექმნილ Open Edx-ზე, რომელსაც Stanford, Berckley და სხვა მოწინავე უნივერსიტეტები იყენებენ, ახლა უკვე საქართველოში შექმნილი, გლობალური საგანმანათლებლო პლატფორმა დაშენდება. Edx-ს ანვითარებენ Google, IBM, Microsoft და სხვა მეგაკორპორაციები და მას მსოფლიოში 50 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. Open Edx-ის ახალი ქართული პლატფორმა ქართულენოვანი მასალით მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი მალე ...

Read More »

ისრაელის ავიხაზები მზადაა დაბრუნდეს საქართველოს საჰაერო სივრცეში, რაც პოზიტიური გზავნილია მთელი მსოფლიოსთვის – მარიამ ქვრივიშვილი

ისრაელის ავიახაზები მზადაა დაბრუნდეს საქართველოს საჰაერო სივრცეში, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემა “ბიზნესპარტნიორის ოთხეულში” განაცხადა. მისი თქმით, ისრაელის ელჩმა საქართველოში უკვე საჯაროდ განაცხადა,  რომ საქართველოსა და ისრაელს შორის მოლაპარაკებები მნიშვნელოვან ეტაპზეა. “ისრაელი ყოველთვის იყო ჩვენი ერთ-ერთი ძალიან სტრატეგიული პარტნიორი მეგობარი ქვეყანა, როდესაც ტურიზმზე ვსაუბრობთ და არა მხოლოდ. აღსანიშნავია, რომ ისრაელის ეროვნული ავიხაზები მზადაა დაბრუნდეს საქართველოს საჰაერო ...

Read More »

ანდრია გვიდიანი: ერთადერთი სწორი გზა არის ახალი ჰესების მშენებლობა, გვაქვს უდიდესი რესურსი, რომელსაც არ ვიყენებთ

“ჩვენ გვაქვს უდიდესი რესურსი, რომელსაც არ ვიყენებთ. ამ რესურსების გამოუყენებლობა კი დანაშაულად მიმაჩნია”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ეკონომისტი ანდრია გვიდიანი აცხადებს. “ბოლო ორი დღეა მთელი “სანაცეთი” თავის “მთავარი არხით” მობილიზდა “ონის ჰესების კასკადის” წინააღმდეგ. მათი ასეთი გააფთრებული აქტიურობა გამოწვეულია ერთადერთი ფაქტორით – პროექტს ბიძინა ივანიშვილის “თანაინვესტირების ფონდი” აფინანსებს. შესაბამისად, რადგან ამ ამბავში ივანიშვილის სახელი ფიგურირებს, ახლა გახდნენ ეკოლოგები, ენერგეტიკოსები, ძირძველი ...

Read More »