Home » 2020 » May » 12

Daily Archives: May 12, 2020

ერთი პატარა ქვეყანა მისაბაძად იქცა! – ბრიტანული გამოცემა პანდემიასთან საქართველოს ბრძოლის შესახებ წერს

პატარა ქვეყანა, დიდი ძალისხმევა: როგორ გახდა საქართველო სამაგალითო კოვიდ-19-თან ბრძოლაში – ამ სათაურით აქვეყნებს ბრიტანული CISION საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მუშაობის მიმოხილვას, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: კოვიდ-19 მთელი მსოფლიოსთვის დიდ გამოწვევას წარმოადგენს – მათ შორის, იმ ქვეყნებსთვისაც, რომლებსაც ძლიერი ჯანდაცვის სისტემა გააჩნიათ. სიკვდილიანობის შემთხვევები დრამატულია, ეკონომიკური კრიზისი – დამანგრეველი ლამის მთელი მსოფლიოსთვის. ამ დროს კი ერთი პატარა ქვეყანა, რომელიც აზიისა და ევროპის ...

Read More »

„ეროვნულ ბანკს ვურჩევ, როდესაც ლარი გამყარებას დაიწყებს არ ჩაერიოს და არ მოახდინოს დოლარის სარეზერვო ფონდის შევსება“

„ეროვნულ ბანკს ვურჩევ, რომ როდესაც  ქართული ლარი გამყარებას დაიწყებს არ ჩაერიოს და მაშინვე არ მოახდინოს დოლარის სარეზერვო ფონდის შევსება. ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ კურსმა განიცადოს რევალვაცია და დაუბრუნდეს ლოგიკურ ნიშნულს“, ამის შესახებ კომერსანტს კომპანია “კახური ტრადიციული მეღვინეობის“ (KTW ჯგუფი) დამფუძნებელმა ზურაბ ჩხაიძემ განუცხადა.  ბიზნესმენი ეროვნულ ბანკს ურჩევს გუნდური თამაშის წესებით მოქმედება გააგრძელოს. რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, ზურაბ ჩხაიძე როგორც რეგიონში ასევე ...

Read More »

ქუთაისის აეროპორტთან სასტუმროს გახსნა წლის ბოლოსთვის იგეგმება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან GDG+-ის მიერ მშენებარე სასტუმროს გახსნა წლის ბოლოს იგეგმება, – განუცხადა „ბიზნესაპარტნიორს“ კომპანიის დამფუძნებელმა. ბეჟან წაქაძე ამბობს, რომ თუ მშენებლობა დაგეგმილ ვადებში ვერ დასრულდა, სასტუმრო მაქსიმუმ 2021 წლის მარტში გაიხსნება. „ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან სასტუმროს მშენებლობა განახლდა. დაახლოებით ათ დღეში შავი კარკასი დასრულდება. ბოლო სართული დარჩა დასასხმელი და კედლები იფუთება. თვენახევარში შიდა რემონტი უნდა დავიწყოთ. ვფიქრობ, თუ მოვასწრებთ, ამ ...

Read More »

ჩვენ ველოდებით ფასების ქვემოთ სვლას შემდეგი თვეების განმავლობაში – ლევან დავითაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, მომდევნო თვეების განმავლობაში სასურსათო პროდუქტების გაიაფებაა მოსალოდნელი. როგორც მინისტრმა განმარტა, საერთაშორისო ტენდენციის და სეზონის გათვალისწინებით სურსათის ფასების შემცირების მოლოდინი აქვს. „დღეს ვუყურებთ, რომ ფაქტობრივად ყველა მნიშვნელოვანი სასურსათო პირველადი მოხმარების პროდუქტზე სამომავლო ფასების ნაწილში კლებაა, კლებაა შაქარზე, ზეთზე , მაკარონზე და ასე შემდეგ. ყველაზე მეტად გაიზარდა წიწიბურის ფასი, რომელიც დეფიციტში იყო, მაგრამ ზეთზე, შაქარზე, მაკარონზე ...

Read More »

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერს, დიმიტრი პესკოვს კორონავირუსი დაუდგინდა

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერს, დიმიტრი პესკოვს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. გავრცელებული ცნობებით, ის ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი რუსეთის პრემიერ-მინისტრს, მიხეილ მიშუსტინს დაუდასტურდა.

Read More »

გიორგი დოლიძე – შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, დაიწყება ქვეყნებს შორის მიმოსვლა, თუმცა ეს არ იქნება ეკონომიკური აღმასვლისთვის საკმარისი

„ბანკები და ფინანსების“ ინტერვიუ ტურიზმის სფეროს ექსპერტთან ბატონ გიორგი დოლიძესთან – ბატონო გიორგი, თქვენი დაკვირვებით, ახალი კორონავირუსის შედეგებიდან გამომდინარე, რა სირთულეების წინაშე აღმოჩნდება ტურიზმის სფერო, რა განვითარებას და რეალობას უნდა ველოდოთ მსოფლიოსა და საქართველოში? – კორონავირუსის პანდემიის გავრცელებამ, ფაქტია, ყველაზე მეტად ტურიზმის სფერო დააზარალა, როგორც საქართველოს, ისე მსოფლიოს მაგალითზე. ჯერ კიდევ იანვარში. როდესაც ვირუსი გავრცელების პირველ ფაზებში იყო და მხოლოდ ...

Read More »

ნათია თურნავა – პრიორიტეტულია, სწრაფად აღდგეს დაბალბიუჯეტიანი ფრენები

იმ ფაქტმა, რომ საქართველოს მთავრობამ პირველმა დაასახელა კონკრეტული ვადები, თუ როდის გაიხსნება საერთაშორისო ვიზიტორებისთვის ქვეყნის ტურისტული ბაზარი, ძალიან დიდი სტიმული მისცა საერთაშორისო ავიაკომპანიებს, აღადგინონ ფრენები ჩვენი მიმართულებით, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საერთაშორისო ავიაკომპანიების მიერ საქართველოში ფრენების აღდგენის დაანონსების შესახებ კომენტარისას განაცხადა. მისივე თქმით, საავიაციო კომპანიების უმრავლესობა, ვინც საქართველოს ბაზარზე ოპერირებდა, უკვე მზად არის განაახლოს ფრენები. ...

Read More »

„მდინარე რიონი ინარჩუნებს თავის კალაპოტს, იმ ეკოსისტემასაც შევინარჩუნებთ აუცილებლად, მხოლოდ ამ პირობით აშენდება რაჭაში ჰესი“

მდინარე რიონი ინარჩუნებს თავის კალაპოტს და იმ ეკოსისტემას ჩვენ შევინარჩუნებთ აუცილებლად, მხოლოდ ამ პირობით აშენდება ჰესი, – ასე უპასუხა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა რაჭის კასკადის მშენებლობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას. დავითაშვილის განმარტებით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მთები ფეთქდება და რიონი დაიკარგება, არის ტყუილი, მოღალატეობრივი და რაჭის მკვიდრი მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურება. „რაც შეეხება რაჭის კასკადთან დაკავშირებით, ძალიან მიჭირს სიტყვების მოძებნა იმგვარი ...

Read More »

გიორგი გახარია – შევიძინოთ ქართული პროდუქტები

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს ქართული პროდუქტები შეიძინონ. როგორც მან აღნიშნა, საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ქართული პროდუქცია საერთაშორისო ბაზარზე იყოს კონკურენტუნარიანი. გარდა ამისა, გახარიას თქმით, სოფლად ფერმერებმა უნდა გააგრძელონ მუშაობა და არცერთი მიწა არ უნდა დარჩეს დაუმუშავებელი. „აგროსასურსათო უსაფრთხოება ჩვენი ქვეყნის არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად არცერთი აგრარული პროცესი არ უნდა გაჩერდეს არცერთი წამით. სოფლად ფერმერებმა უნდა გააგრძელონ ...

Read More »

„EBRD-ის სესხის დამტკიცებას იგივე დრო დასჭირდა, რაც სებ-ის პრეზიდენტს წერილზე პასუხის გასაცემად“

“EBRD-ის სესხის დამტკიცებას იგივე დრო დასჭირდა, რაც სებ-ის პრეზიდენტს, რომ წერილზე გაეცა პასუხი”, – ამის შესახებ გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის” CEO-მ ნიკოლოზ გამყრელიძემ განაცხადა. ამასთანავე, გამყრელიძე ამბობს, რომ ეროვნული ბანკი არსებულ კრიზისულ ვითარებაში არსებულ გამოწვევებს სათანადოდ ვერ პასუხობს, ეს კი აზიანებს ქვეყნის შესაძლებლობას, გაუმკლავდეს COVID-19-ის მიერ გამოწვეულ კრიზისს.  ნიკოლოზ გამყრელიძის თქმით, სწორედ ეს გახდა იმის საფუძველი, რომ ...

Read More »