Home » 2020 » May » 11

Daily Archives: May 11, 2020

მარიამ ქვრივიშვილი – ტურიზმის დახმარების პაკეტი ბოლომდე პასუხობს კერძო სექტორის მოთხოვნებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის და სექტორის დახმარების პაკეტზე ისაუბრა. „ვიდრე მესამე ეტაპის დახმარების პაკეტს წარმოვადგენდით, ტურიზმის ინდუსტრიის ყველა წარმომადგენელთან გვქონდა პირდაპირი დიალოგი, ესენი იყვნენ: მცირე, საშულო, დიდი ზომის სასტუმროები, გიდები, ტურისტული კომპანიები და კვების ობიექტები. პირველ რიგში მათგან მოვისმინეთ, თუ რა მდგომარეობა აქვთ და რა სჭირდებათ, რომ გააგრძელონ ოპერირება ...

Read More »

ცეზარ ჩოჩელი: ეროვნულმა ბანკმა ბიზნესი ორ ცეცხლს შუა ჩააგდო

ბიზნესმენმა,  „ქართული ლუდის კომპანიისა“ და სხვა არაერთი წარმატებული საწარმოს დამფუძნებელმა ცეზარ ჩოჩელმა „ბანკები და ფინანსებთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში იმ სირთულეებზე ისაუბრა, რასაც ბიზნესისთვის ლარის გაცვლითი კურსის არაპროგნოზირებადობა იწვევს. მისი თქმით, ლარის გაუფასურება და მისი მოუქნელი, წინ და უკან სიარული, ანგრევს ზოგადად ბიზნესს, ხოლო წარმოებას განსაკუთრებით. „წარმოება, ეს არ არის იყიდე დღეს და ხვალ გაყიდე. წარმოება არის გრძელვადიანი პროცესი, რომელსაც სტაბილურობა სჭირდება. როდესაც ...

Read More »

გიორგი რამიშვილი: ოპტიმისტურად ვუყურებთ მომავალს, გვჯერა ტურიზმის ინდუსტრიის პოტენციალის

სილქ როუდ ჯგუფის დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი დანიის საინვესტიციო ფონდიდან (Danish SDG Investment Fund) სასტუმრო ტელეგრაფის შენობის მოსაწყობად 15 მლნ ევროს მოზიდვაზე აცხადებს. “ფონდმა ვალდებულება აიღო გამოყოს 15 მლნ ევრო ჩვენი ახალი პროექტისთვის, რომელიც გულისხმობს თბილისის გულში ყოფილი ტელეგრაფის უნიკალური შენობის რეკონსტრუქციას. ჩვენ 2007 წელს დავიწყეთ საქართველოში სასტუმრო და ტურისტული ინფრასტრუქტურის ინდუსტრიაში ინვესტირება. ეს საკმაოდ რთული პერიოდი იყო და ის დაემთხვა ...

Read More »

გამოსახლების დავებზე, ზეპირი მოსმენის გარეშე სასამართლოში დანიშნული სხდომები უნდა შეჩერდეს – „ახალგაზრდა ადვოკატები“

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის დავებზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, საერთო სასამართლოებში დანიშნული სხდომების გადადებისა და საგანგებო მდგომარეობის სრულ გაუქმებამდე, საქმისწარმოების შეჩერების რეკომენდაციით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესს საბჭოს მიმართა. ორგანიზაციას მიაჩნია, რომ საერთო სასამართლოებმა, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის დავებზე, საქართველოში საგანგებო მდგომარეობის სრულ გაუქმებამდე, უნდა შეაჩერონ საქმისწარმოება, ვინაიდან ზეპირი მოსმენის გარეშე საქმეთა განხილვა და ფორმალური მართლმსჯაულების განხორციელება, ლახავს ყველა იმ ...

Read More »

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამ კრიზისიდან ქართული ეკონომიკა უფრო გაძლიერებული უნდა გამოვიდეს“

საქართველო, როგორც ტურისტული ბრენდი უნდა პოზიციონირებდეს საერთაშორისო ბაზარზე, არა მხოლოდ როგორც ზღვის, ღვინის, მთის ისტორიული კულტურის, სამზარეულოს ქვეყანა ტურისტებისთვის, არამედ როგორც უსაფრთხო ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ბათუმში, სასტუმროებისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე. მისი თქმით, ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია. „ყველაზე მნიშვნელოვანი, რაზეც უნდა შევთანხმდეთ, მდგომარეობს იმაში, რომ ამ ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, ტურიზმისა და ეკონომიკის სხვა დარგების, მათ შორის სოფლის ...

Read More »

მთავრობა ცალკეული ტურისტული ადგილების კოვიდ19-სგან უსაფრთხო ზონებად გამოცხადებას განიხილავს

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ინფორმაციით, მთავრობა ცალკეული ტურისტული ადგილების კორონავირუსისგან უსაფრთხო ზონებად გამოცხადებას განიხილავს. როგორც პრემიერმა ბათუმში ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, ამ ზონებს შორის განიხილება საირმე, წყალტუბო, გუდაური და კიდევ რამდენიმე პატარა მობილური ზონა. მისივე თქმით, ასეთი ზონა ვერ იქნება აჭარა, თუმცა შესაძლებელია გახდეს აჭარის ცალკეული ლოკაციები. „იმ პროცესებიდან, რომელიც დღეს ეკონომიკაში ხდება, ყველაზე მნიშვნელოვანი და დიდი იმედი გვაქვს, რომ ძირითადი გამწევი ლოკომოტივი ...

Read More »

გიორგი გახარია – ეკონომიკური აღდგენის პროცესი ტურიზმიდან დაიწყება, შემდგომი იქნება სოფლის მეურნეობა

ქვეყანაში ეკონომიკური აღდგენის პროცესი ტურიზმიდან დაიწყება, შემდგომი იქნება სოფლის მეურნეობა, ამას შემდგომ მოჰყვება მშენებლობა და დეველოპმენტი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბათუმში ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისივე განმარტებით, ეკონომიკის სექტორების გახსნის რანჟირება ეფუძნება იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეკონომიკისთვის კონკრეტული სექტორი და რამდენად დაზარალდა პანდემიის გამო. „ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ამ ქვეყანაში ეკონომიკური გახსნის და ეკონომიკური აღდგენის პროცესი ტურიზმიდან დაიწყება, ...

Read More »

ბელარუსმა აშშ-სთან ნავთობის შეძენის შესახებ დაიწყო მოლაპარაკებები

როგორც Finanz.ru წერს, ბელარუსიულმა კონცერნმა, Белнефехим-მმა, ნავთობის მომწოდებელთა რაოდენობის გაფართოებისკენ აიღო კურსი. გაფართოებულ სიაში შესაძლოა ამერიკული კომპანიებიც მოხვდნენ. ამის შესახებ ხუთშაბათს კომპანიის პრესმდივანმა ალექსანდრე ტიშჩენკომ განაცხადა. „ნავთობის მომწოდებელთა რუსულ კომპანიებს დაემატა კომპანიები ნორვეგიიდან, საუდის არაბეთიდან და აზერბაიჯანიდან. მიმდინარეობს მოლაპარაკებები ამერიკულ კომპანიებთან“, – განაცხადა ტიშჩენკომ. მისივე თქმით, დღეს ენერგეტიკულ ბაზარზე შეთავაზებების და შესაძლებლობები საკმარისზე მეტადაა. „უფრო მეტიც, ნავთობპროდუქტების დივერსიფიკაციის გარდაუვალობის აღიარებასთან ...

Read More »

სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 80 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. „2020 წლის 11 მაისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა ოთხმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ შეადგინა 131 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.650 პროცენტით, მაქსიმალური 8.740 ...

Read More »

საქართველოში კორონავირუსით მე-11 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, მეთერთმეტე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 638 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 317 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 11 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

Read More »