Home » 2020 » May » 09

Daily Archives: May 9, 2020

საქართველო – კორონავირუსთან ბრძოლის სანიმუშო სკოლა

ცხოვრება საქართველოში მოგვაგონებს ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებს. ტემპერამენტით ცნობილი ადამიანები უფრო მეტად გარეთ არიან, კარგად იკვებებიან და უყვართ ზეიმი. იზოლაციის ღონისძიებები აქაც ისეთივე მკაცრი იყო, როგორც იტალიაში – თუმცა შედეგი სრულიად სხვანაირია. ამ თემაზე ავტორიტეტული გამოცემა WELT.DE პაველ ლოკშინის სტატიას აქვეყნებს. პოსტსაბჭოთა ქვეყნებში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით სიტუაცია გაცილებით დადებითია: რუსეთი, ერთი თვის დაგვიანებით დადგენილ კარანტინშია, ბელარუსის ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენკო უარს აცხადებს ...

Read More »

ლადო პაპავა – ვისურვებდი, რომ პირველი ყოფილიყო გეგმა სოფლის მეურნეობს შესახებ, შემდეგ ეკონომიკის რეალურ სექტორზე

ვისურვებდი, რომ პირველი ყოფილიყო არა ტურიზმის შესახებ გეგმა, არამედ ყოფილიყო სოფლის მეურნეობა, შემდეგ ეკონომიკის რეალური სექტორი. ჩვენ თუ არ გადავაწყობთ ეკონომიკას და ისევ ტურიზმზე ვიქნებით ჩამოკიდებული, ეს ქვეყანას ვერანაირ ხეირს ვერ მოუტანს,- ამის შესახებ პროფესორმა ლადო პაპავამ „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის შეფასებისას განუცხადა. ლადო პაპავას განცხადებით, ტურიზმი გვჭირდება, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ტურისტს უმეტესწილად იმპორტირებული პროდუქტით ვუმასპინძლდებით, ეს დარგი ქვეყნისთვის პრიორიტეტული ...

Read More »

ფარერის კუნძულებზე კორონავირუსით ინფიცირებული ყველა პაციენტი გამოჯანმრთელდა

ფარერის კუნძულებზე კორონავირუსით ინფიცირებული ყველა პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ ქვეყანაში ეპიდემიასთან დაკავშირებით შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. საერთო ჯამში ფარერის კუნძულებზე კორონავირუსი 187 ადამიანს დაუდასტურდა. პირველი შემთხვევა ქვეყანაში 28 თებერვალს დაფიქსირდა, ბოლო ინფიცირებულმა კი საავადმყოფო 8 მაისს დატოვა. სულ ქვეყანაში კორონავირუსზე 8403 ტესტი ჩატარდა. „ჩვენმა ერმა მიაღწია შედეგს, რომლითაც ძალიან ცოტა ქვეყანა თუ დაიკვეხნის. ეს შესაძლებელი გახდა, ვინაიდან ადამიანებმა, ოჯახებმა და ...

Read More »

,,COVID-19-ის აფეთქების მეორე ტალღა საქართველოს არ ემუქრება” – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოში კორონავირუსის აფეთქების მეორე ტალღა მოსალოდნელი არ არის – ამის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია იუწყება: “საქართველო ევროპის იმ ქვეყნების ჩამონათვალშია, სადაც ვირუსის წინააღმდეგ ღონისძიებები ადეკვატურად და დროულად გატარდა, ამან კი თავის მხრივ განაპირობა ის, რომ სიტუაცია ქვეყანაში კონტროლს ექვემდებარება და დაბალია სიკვდილიანობის მაჩვენებელი.კორონავირუსის აფეთქების მეორე ტალღა საქართველოს არ ემუქრება” – აღნიშნული განცხადება “ჯანმომ” ვირტუალურ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ინფორმაცია “რუსთავი 2”-მა გაავრცელა.

Read More »

რა თანხები გამოყვეს მოსახლეობის დასახმარებლად და როგორია ჩვენი მეზობელი ქვეყნების ანტიკრიზისული გეგმა

საქართველოს ხელისუფლებამ  ანტიკრიზისული გეგმა 24 აპრილს წარმოადგინა. ანტიკრიზისულ გეგმას ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. მათი მტკიცებით, თანხები გაცილებით კარგად შეიძლებოდა, რომ გადანაწილებულიყო. „ფორტუნა“ დაინტერესდა, როგორია ანტიკრიზისული გეგმა ჩვენს მეზობელ ქვეყნებში და რა პაკეტები შესთავაზეს სხვა ქვეყნებმა მოსახლეობასა და ბიზნესს. აზერბაიჯანის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ეკონომიკის სტიმულირება 2, 5 მილიონი მანათით მოეხდინა. ეს დაახლოებით მილიარდ ნახევარი დოლარია. პრეზიდენტის განცხადებით, აუცილებლად მობილიზდება დამატებითი რესურსებიც. აზერბაიჯანში ...

Read More »

ლილო მოლის გახსნა 25 მაისს იგეგმება

ლილო მოლის გახსნა 25 მაისს იგეგმება. ამ დროისთვის საქართველოში არსებული უმსხვილესი სავაჭრო ცენტრი სახელმწიფო უწყებებისგან შესაბამის რეკომენდაციებს ელოდება. ჯერჯერობით უცნობია, აღადგენს თუ არა მოლი მუშაობას სრული დატვირთვით. როგორც „ბიზნესპარტნიორისთვის“ ხდება ცნობილი, შესაძლოა ტერიტორიაზე არსებული ობიექტების ნაწილმა მუშაობა ახალი ფორმით განაახლოს. მაგალითად, ტერიტორიაზე არსებულ კვების ობიექტებში შესაძლოა, ადგილზე შესვლა თავდაპირველად დაშვებული არ იყოს და მომხმარებლისთვის საკვების მიწოდება მიტანის სერვისით მოხდეს. როგორც ...

Read More »

საქართველოს სარეზერვო აქტივები გაეზარდა

სავალუტო ბაზარზე ეროვნული ბანკის გააქტიურების მიუხედავად, საქართველოს სარეზერვო აქტივები გაეზარდა. აპრილში ზრდამ 77 მილიონ დოლარს გადააჭარბა. 1 მაისისთვის საქართველოს 3,476 მლრდ დოლარის სარეზერვო აქტივები ჰქონდა, მათ შორის, 3.280 მლრდ-მდე უცხოური ვალუტის რეზერვები იყო. როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, აპრილში რეზერვების ზრდაზე გავლენა მოახდინა ეროვნული ბანკის სვოპ ოპერაციებმა, რის შედეგადაც რეზერვი დაახლოებით 153 მლნ დოლარით გაიზრდა. საქართველოს რეზერვები დაბანდებული აქვს რამდენიმე ქვეყნის ...

Read More »

თიბისის პირველი ციფრული ბარათი უკვე ხელმისაწვდომია

მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, თიბისის  და ვიზას ინიციატივით,  საქართველოში პირველი ციფრული ბარათით სარგებლობა უკვე შესაძლებელია. ციფრული ბარათი პლასტიკური ბარათის ციფრული ანალოგია და ყველა ის ფუნქცია აქვს, რაც სადებეტო ბარათს. მისი გამოყენებით შესაძლებელია თანხის გადახდა სავაჭრო ობიექტებში, პოს-ტერმინალების გამოყენებით, ასევე ბანკომატიდან თანხის განაღდება. უახლოეს მომავალში ბარათს ონლაინ გადახდის სერვისიც დაემატება. ციფრული ბარათის  შეკვეთა  და მიღება თიბისის მობაილ და ინტერნეტბანკიდან  ძალიან მარტივადაა შესაძლებელი ...

Read More »

„იმ ბერკეტებით, რაც აქვს ეროვნულ ბანკს, ვფიქრობ, არამარტო ფასების რეგულირება, არამედ სავალუტო რისკებისა და კურსის დაზღვევაც უნდა შეძლოს“

ბიზნესმენ თემურ ჭყონიას განცხადებით, ქართული ბიზნესი ეროვნული ბანკის პრეზიდენტს არ ენდობა. ჭყონიას შეფასებით, არა მხოლოდ პანდემიის პირობებში, არამედ მის მიღმაც, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის გადაწყვეტილებები გაუგებარია. „ბანკები და ფინანსები“ დაინტერესდა თუ რამდენად იზიარებენ ბიზნესის სხვა წარმომადგენლები თემურ ჭყონიას პათოსს, რამდენად ენდობიან ქვეყნის მთავარ ბანკირს. მათი აზრით, რა პრობლემებს უქმნის ეკონომიკასა და ბიზნესის გამართულად ფუნქციონირებას გაუფასურებული ეროვნული ვალუტა. რამდენად მართებულ ...

Read More »

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა საქართველოსთვის „კოვიდ-19“-ზე რეაგირების მხარდასაჭერად დამატებით 3 მილიონი დოლარის დახმარება გამოყო

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა საქართველოსთვის „კოვიდ-19“-ზე რეაგირების მხარდასაჭერად დამატებით სამი მილიონი დოლარის დახმარება გამოყო, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ვიდეომიმართვაში აცხადებს. ელჩის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს ჯანდაცვის სექტორის დახმარებას. „მოხარული ვარ გაცნობოთ დამატებით სამი მილიონი დოლარის დახმარების შესახებ, რომელიც ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გამოყო საქართველოსთვის „კოვიდ-19“-ზე რეაგირების მხარდასაჭერად. იანვრის თვიდან ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ...

Read More »