Home » 2020 » May » 08 (page 2)

Daily Archives: May 8, 2020

თბილისის მერია მთაწმინდის ფერდის ტყის ლანდშაფტის აღდგენას და დაახლოებით 700 ჰექტარი ტერიტორიის გამწვანებას იწყებს

ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით, თბილისის მერიასთან თანამშრომლობის ფარგლებში, მთაწმინდის ფერდობებზე არსებული დაზიანებული ნარგავების აღდგენის სამუშაოები იწყება. პროექტი, რომლის პრეზენტაციაც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ფონდი „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანთან და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად გამართა, მთაწმინდის ფერდის ტყის ლანდშაფტის აღდგენა-რეაბილიტაციასა და ტურისტულად მიმზიდველი გარემოს შექმნას ითვალისწინებს. როგორც კალაძემ აღნიშნა, პროექტის განხორციელების მთავარი მიზანი არსებული ფერდის ლანდშაფტის ოთხ სეზონად გადაქცევაა, რაც მარადმწვანე და ფოთლოვანი ...

Read More »

იტალიის კუნძული ვიზიტორებს ფრენის 50%-სა და სასტუმროს ხარჯების მესამედს დაუფინანსებს

სამხრეთ იტალიაში მდებარე სიცილიის კუნძული ვიზიტორებს ფრენის ხარჯის ნახევარსა და სასტუმროს ხარჯების მესამედს დაუფინანსებს, რათა პოსტკორონა პერიოდში გააგრძელონ ვიზიტორების მასპინძლობა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიზნეს ინსაიდერი“ ავრცელებს. The Times-ს ცნობით, სიცილია ვიზიტორებს ასევე შესთავაზებს უფასო ბილეთებს მუზეუმებისთვის და არქეოლოგიური ობიექტების მოსანახულებლად. იტალიიშ მთლიან შიდა პროდუქტში ტურიზმის 13 პროცენტიანი წილი უჭირავს. მას შემდგომ, რაც კუნძული პანდემიის გამო ჩაიკეტა, სიცილიის ტურიზმის სექტორმა უკვე ...

Read More »

საქართველოში კორონავირუსისგან მეათე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, მეათე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. პაციენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდა. საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 623 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 288 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 10 გარდაიცვალა.

Read More »

უხვი ნალექის გამო ადიდებულმა მდინარე ძირულამ რიკოთზე მშენებარე ავტობანი დატბორა

დღეს დილით უხვი ნალექის გამო ადიდებულმა მდინარე ძირულამ რიკოთზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში – მაქათუბანსა და საქასრიაში მშენებარე ავტობანი დატბორა. ადიდებულმა წყალმა ავტობანის მშენებელი კომპანიის ტექნიკა წაიღო. მშენებელი კომპანიის კოორდინატორის, გოჩა კოპაძის ინფორმაციით, დილით, სამუშაოების მიმდინარეობისას სოფელ საქასრიაში, მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა და ექსკავატორი წყალში მოიყოლა. მძღოლი, რომელიც ექსკავატორს მართავდა, ტრაქტორით უსაფრთხო ადგილზე გამოიყვანეს. ადიდებულმა მდინარემ მხოლოდ მშენებარე ავტობანის ტერიტორიის ხევი-უბისას მონაკვეთი დააზიანა. თბილისი-სენაკი-ლესელიძის არსებულ ...

Read More »

ბერნარ არნომ პანდემიის შედეგად 30 მილიარდი დოლარი დაკარგა

როგორც Bloomberg-ი წერს, ფრანგული კომპანია Louis Vuitton Moët Hennessy-ის ხელმძღვანელმა, ბერნარ არნომ კორონავირუსის პანდემიის შედეგად 30 მილიარდი დოლარი დაკარგა. „ფორბსის“ მონაცემებით, ყველაზე მეტი თანხა სწორედ არნომ დაკარგა. თუმცა, ის უმდიდრესი ადამიანების სიაში მესამე ადგილზეა 90 მილიარდი დოლარით. გამოცემის ცნობით, არნოს მიერ დაკარგული თანხა არის მაქსიმალური, რომელიც ერთმა ადამიანმა დაკარგა. კომპანიის ფინანსური დირექტორის ჟან-ჟაკ გიონის განცხადებით, არნოს ბიზნესის მომავალი დამოკიდებული იქნება ...

Read More »

საქართველოში კორონავირუსზე 4 მედიკამენტს გამოცდიან

საქართველო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (ჯანმო) კვლევაში ერთვება, რომლის ფარგლებშიც კორონავირუსზე 4 მედიკამენტს გამოცდიან. როგორც “ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუში თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, კვლევის მიზანია, 4 შერჩეული მედიკამენტიდან, კორონავირუსის ინფექციის საწინააღმდეგო ყველაზე ეფექტური სამკურნალო საშუალება გამოვლინდეს. რაც შეეხება უშუალოდ მედიკამენტებს, კოვიდინფიცირებულ პაციენტებზე „რემდესივირის“, „პლაქვენილის“, „ინტერფერონი ალფას“ შემცველი „ლოპინავირ/რიტონავირისა“ და „ინტერფერონი ბეტას“ შემცველი „ლოპინავირ/რიტონავირის“ ეფექტურობა დაიტესტება. მისივე განმარტებით, კვლევაში მონაწილეობის მიღება ...

Read More »

ტრამპი – მოსახლეობას აღარ სურს პანდემიის გამო ჩაკეტილი ქვეყანა

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აღნიშნავს, რომ მოსახლეობას აღარ სურს პანდემიის გამო ჩაკეტილი ქვეყანა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში საუბრობს. „შშ-ის ეკონომიკა იმაზე ძლიერი და დიდებული იქნება, ვიდრე ეს სადმე სხვაგან შეიძლება იყოს. ხალხს სურს, რომ ქვეყანა გაიხსნას. ჩვენ გვსურს ამის უსაფრთხოდ გაკეთება, თქვენ იცით სოციალური დისტანცირების, ხელების დაბანისა და ყველაფრის შესახებ, რისი გაკეთებაც საჭიროა“,- აცხადებს ტრამპი.

Read More »

თემურ ჭყონია: ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ქართული ბიზნესი არ ენდობა

“არა მარტო მე, იმ უამრავ ბიზნესმენს, რომელთაც ვიცნობ და ვესაუბრები, ჩვენ გვაკლია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიმართ ნდობა”, – ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ BM.GE-სთან ლარის გაუფასურების მიზეზებსა და შედეგებზე საუბრისას განუცხადა. ჭყონიას შეფასებით, არა მხოლოდ პანდემიის პირობებში, არამედ მის მიღმაც, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის გადაწყვეტილებები გაუგებარია. “ჩვენი აზრით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი არ არის მიმართული ბიზნესის განვითარებისთვის. სებ-ი თავის მონეტარულ ...

Read More »

ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება. როგორც მერიაში აცხადებენ,  ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, მიმდინარე წლის 11 მაისს, 06:00 საათიდან 12 დღის განმავლობაში საავტომობილო მიმოსვლა შეიზღუდება ვარაზისხევიდან ატენის ქუჩამდე არსებულ მონაკვეთში, სადაც ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგება დაიწყება. საერთო ჯამში, ჭავჭავაძის გამზირზე ასფალტის საფარი 60 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგება. სარეაბილიტაციო არეალი ჯამში, 2.5 კილომეტრს მოიცავს. პროექტის ფარგლებში, შეიცვალა ...

Read More »

საქართველომ მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, შესაძლოა, Persona Non Grata-ად გამოაცხადოს

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გამოცემული ბრძანებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა. კომიტეტი რეფორმების ეროვნული საბჭოს ნაწილია, რომელიც კონსტიტუციური ორგანოა. საქართველომ, მიხეილ სააკაშვილი, შესაძლოა persona non grata-ად გამოაცხადოს – რა სამართლებრივ შედეგებს იწვევს მისი მოსალოდნელი დიპლომატიური იმუნიტეტი, სამართლებრივ განმარტებას ორგანიაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი აკეთებს. „ბუნებრივია, საკითხი არსებითად მნიშვნელოვანია საქართველო-უკრაინის შემდგომი ურთიერთობებისთვის, მნიშვნელოვანია პოლიტიკური, სამართლებრივი და საზოგადოებრივი ...

Read More »