Home » 2020 » May » 07 (page 3)

Daily Archives: May 7, 2020

სოფლად ბიზნესის განვითარების დასახმარებლად 9 მილიონი ლარის ღირებულების საგრანტო პროგრამა ამოქმედდება

საქართველოს სოფლის დასახმარებლად პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური და სოციალური კრიზისის პირობებში, ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსთან ერთად, 9 მილიონი ლარის ღირებულების საგრანტო პროგრამას იწყებენ. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, პროგრამა სოფლად არაფერმერული ბიზნესის განვითარებას, მდგრადი სამუშაო ადგილების შექმნას, ბუნებრივი რესურსების მდგრად მართვას და კლიმატის ცვლილების შერბილებას შეუწყობს ...

Read More »

აფბა მთავრობას მოუწოდებს ეკონომიკის გახსნის ტემპი დააჩქაროს

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“ ეხმაურება მთავრობის მიერ დაანონსებულ ეკონომიკის გახსნის გეგმას და მთავრობას მოუწოდებს, კერძო სექტორისთვის დაწესებული შეზღუდვები უფრო სწრაფი ტემპით მოიხსნას.   დღეს, კერძო სექტორისთვის დაწესებული შეზღუდვები გადამეტებულია და ვერ პასუხობს იმ რეალობას, რომელიც ქვეყნის შიგნით არსებობს. ამას ცხადყოფს ვირუსის გავრცელების უკანასკნელი დინამიკაც, რომელიც აშკარად კლებითი დინამიკით ხასიათდება და ის უკვე ჩამოუვარდება  გამოჯანმრთელებულ ადამიანთა რაოდენობას. არსებულ ...

Read More »

ტრამპი – კორონავირუსის პანდემია უარესია, ვიდრე პერლ-ჰარბორზე ან მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე შეტევები

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გააჟღერა ჩინეთის მიმართ ბრალდებები იმის შესახებ, რომ ჩინეთს შეეძლო, შეეჩერებინა გლობალური კორონავირუსის პანდემია. დონალდ ტრამპმა კორონავირუსის პანდემიას ყველაზე საშინელი შეტევა უწოდა, რაც ოდესმე ჰქონია აშშ-ს. “ეს უარესია პერლ ჰარბორზე. ეს უარესია “მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე”. ეს არასდროს უნდა მომხდარიყო. შეიძლებოდა გაჩერებულიყო წყაროზე. შეიძლებოდა გაჩერებულიყო ჩინეთში. ის უნდა გაჩერებულიყო პირდაპირ წყაროზე და ეს ასე არ იყო”, – ...

Read More »

პაატა ბაირახტარი: კობა გვენეტაძის რჩევები ბიზნესისათვის ძალიან დაგვიანებულია და ძვირია

ლარის არაპროგნოზირებადი კურსი ბიზნესისთვის, ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით სერიოზული პრობლემა გახდა და ამაზე  ყველა თანხმდება.ამ გამოწვევის საპასუხოდ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ გადაცემა, „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას ბიზნესს ჰეჯირებული სესხებით სარგებლობა შესთავაზა. „კომერსანტი“ დაინტერესდა, უფრო ზუსტად რას გულისხმობს ჰეჯირებული სესხები და როგორ იცავს ის ბიზნესს კურსის მერყეობისგან მომდინარე დარტყმებისგან. თუ ეს ინსტრუმენტი უებარი საშუალებაა, რატომ არ იყენებდა მას ბიზნესი აქამდე უფრო აქტიურად. ამ ...

Read More »

ბეგი სიორიძე: მოვუწოდებ ოზურგეთელ ბიზნესმენებს, შევქმნათ მეწარმეთა კავშირი და დავეხმაროთ შეჭირვებულ ოჯახებს

ოზურგეთის ყოფილი მერი, ბიზნესმენი ბეგლარ სიორიძე ინიციატივით გამოდის, რომ პანდემიის დასრულების შემდეგაც ოზურგეთელი ბიზნესმენები მუნიციპალიტეტში შეჭირვებულ ოჯახებს დაეხმარონ. დღეს, ბეგლარ სიორიძე 50 მოწყვლად ოჯახში იმყოფებოდა, რომელთაც სასურსათო ამანათები გადასცა. “მინდა ერთი ინიციატივის შესახებ გავაჟღერო, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ეპიდემია დასრულდება, მოვუწოდებ ყველა ოზურგეთელ მეწარმეს, გავერთიანდეთ და შევქმნათ ოზურეგეთელ მეწარმეთა კავშირი, რათა არა მხოლოდ ინფეციის გავრცელების პერიოდში, არამედ პანდემიის დასრულების შემდეგაც დავეხმაროთ ...

Read More »