Home » 2020 » May » 07 (page 2)

Daily Archives: May 7, 2020

მთავრობა სარესტორნე ბიზნესს ახალი სესხების მოზიდვის დროს, 90%-ს თანაუზრუნველყოფას გაუკეთებს

მთავრობა სარესტორნე ბიზნესს ახალი სესხების მოზიდვის დროს, 90%-ს თანაუზრუნველყოფას გაუკეთებს. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა. მისივე თქმით, საბანკო, არსებული სესხების რესტრუქტურიზაციის დროს კი სარესტორნე ბიზნესს სახელმწიფო 30%-ის თანაუზრუნველყოფაში დაეხმარება. „ტურისტული ბიზნესის საკმაოდ დიდი სეგმენტი, სარესტორნე ბიზნესი, ალბათ, ყველაზე სწრაფად აღდგება, რადგან ჩვენი კულინარული ტრადიცია ძალიან ძლიერია და შიდა ტურიზმიც გარკვეული ...

Read More »

კოსაჩევი – რუსეთი მზად არის სრულად აღადგინოს საპარლამენტო დიალოგი საქართველოსთან და უკრაინასთან

რუსეთი მზადაა სრულად აღადგინოს საპარლამენტო დიალოგი უკრაინასა და საქართველოსთან, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, კონსტანტინ კოსაჩევმა Russia Today-ის მიერ ორგანიზებულ ვიდეოხიდის დროს განაცხადა. „მინდა ჩემი კოლეგების, რუსი პარლამენტარების სახელით, დავადასტურო ჩვენი მაქსიმალური მზადყოფნა, რომ სრულად აღვადგინოთ ჩვენი საპარლამენტო დიალოგი როგორც ჩვენს თანამოაზრეებთან, ისე ჩვენს ოპონენტებთან”, – აღნიშნა კოსაჩოვმა სიტყვით გამოსვლისას ჩართვის დროს, რომელშიც პარტია “ერთიანი საქართველოს“ ...

Read More »

“მაშინ, როცა მსოფლიო ჯერ ისევ ებრძვის პანდემიას, ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვხსნით ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებს”

“მაშინ, როცა მსოფლიო ჯერ ისევ ებრძვის კორონავირუსის პანდემიას, ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვხსნით ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებს”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი ნიკოლოზ მჭედლიშვილი აცხადებს. “შიდა ტურიზმი საქართველოში 15 ივნისიდან ამუშავდება, ხოლი უცხოელი ტურისტების მიღებას შევძლებთ 1 ივლისიდან. არ ჩამოთვლი იმ ფინანსურ შეღავათებს, რომლებიც ტურიზმის ინდუსტრიაში მოქმედ სასტუმროებს, კომპანიებს და ადამიანებს უწესდებათ, რაც დიდი ხელშეწყობაა თავისთავად. მაგრამ აქ მთავარია ის, რომ ჩვენ ვიხსენებით უცხოელი ...

Read More »

კვლევები, რომლებიც მოწევას და ნიკოტინს წარმოაჩენენ COVID-19-სგან თავის დასაცავ საშუალებად, ყალბია

“კვლევები, რომლებიც მოწევას და ნიკოტინს წარმოაჩენენ COVID-19-სგან თავის დასაცავ საშუალებად, ყალბია!!!”, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. თამბაქოს მომხარება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ამავდროულად პრევენტირებადი პრობლემაა მსოფლიოში. თამბაქოს გლობალური ეპიდემია ყოველწლიურად დაახლოებით 7 მილიონ ადამიანს კლავს, მათ შორის 6 მილიონი მწეველია, ხოლო დაახლოებით 1 მილიონი არამწეველი. თამბაქოს მიზეზით ყოველ 6 წამში ერთი ...

Read More »

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერების ფინანსური პროდუქტებით მხარდაჭერისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციასთან BlueOrchard Finance გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა და ფერმერების ინოვაციური ფინანსური პროდუქტებით მხარდაჭერას მოხმარდება. აღნიშნული ფინანსური რესურსის გაცემა COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის ფონზე, როდესაც  ინვესტორების მხრიდან  რისკების მართვისადმი უაღრესად ფრთხილი მიდგომა შეიმჩნევა, ორ ფინანსურ ინსტიტუტს შორის არსებული მყარი და პროდუქტიული პარტნიორობის ნათელი დასტურია. მოცემული დაფინანსების დახმარებით, კრისტალი უზრუნველყოფს კრიზისის ...

Read More »

„საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთი პირველი და რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელიც ტურიზმს აამუშავებს უახლოეს პერიოდში“

საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთი პირველი და რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელიც ტურიზმს აამუშავებს უახლოეს პერიოდში, რა თქმა უნდა, ყველა სტანდარტების და უსაფრთხოების დაცვით. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ მიმართულებით რეკომენდაციები ტურიზმის საერთაშორისო მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან უახლოეს დღეებში გვექნება. „ჩვენი დღევანდელი შეხვედრის ყველაზე მთავარი მიზანი და მიზეზი გახლავთ ტურისმის ანტიკრიზისული მხარდაჭერის და ტურიზმის როგორც ...

Read More »

თბილისში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა 11 მაისიდან მოიხსნება

თბილისში შესვლასა და გასვლაზე ყველა სახის შეზღუდვა 11 მაისიდან მოიხსნება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა. გარდა ამისა, მისი განმარტებით, 14 მაისიდან აღდგება გადაადგილება რუსთავსა და გარდაბანში, 18 მაისს კი მოიხსნება შეზღუდვა მარნეულში. მისივე თქმით, მარნეულში ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, აუცილებელია ტესტების რაოდენობა, რომელიც უნდა ჩატარდეს და სწორედ ამიტომ არის საჭირო ეს დამატებითი დრო. “ეს ...

Read More »

11 მაისიდან ყველა სახის წარმოება და ყველა მაღაზია გაიხსნება, გარდა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლისა

მთავრობის გადაწყვეტილებით, 11 მაისიდან ყველა სახის წარმოება გაიხსნება. შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე გააკეთა. მისივე განმარტებით, 11 მაისიდან ასევე გაიხსნება ყველა მაღაზია, გარდა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლისა. „11 მაისიდან ჩვენ გავხსნით ყველა სახის წარმოებას. თუ აქამდე საუბარი იყო მხოლოდ და მხოლოდ სამშენებლო მასალების წარმოებაზე, მომავალი კვირიდან გავხსნით ყველა სახის წარმოებას. გარდა ამისა, ჩვენ გავხსნით ყველა სახის ...

Read More »

“მაგალი” იტალიაში პომიდვრის ექსპორტს აგვისტოდან დაიწყებს

აგვისტოში კომპანია „მაგალი“ იტალიაში პირველ ექსპორტს განახორციელებს. მხარეებს შორის მოლაპარაკებები უკვე დასრულებულია და 500 ტონამდე 3 სახეობის ცოცხალი პომიდორი იტალიაში მიმდინარე წლის აგვისტოში გავა. როგორც „მაგალის“ მფლობელმა „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, პომიდორი 3,5 ჰექტარზე სპეციალურად იტალიელების მოთხოვნებისა და წესების შესაბამისად დაირგო და მთელი მოსავალი იტალიაში გაიგზავნება. „იტალიელებმა პროდუქტი წინასწარ შეგვიკვეთეს. ჩვეულებრივი პომიდორია, მაგრამ არა საგაზაფხულო და განსხვავებულად, მათი წესების დაცვით დარგული,“ – ...

Read More »

25 მილიონი მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ძალიან ცოტაა, ეპარქია ვალებში ვიხრჩობით – მეუფე ნიკოლოზი

ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი ფიქრობს, რომ სახელმწიფოსგან საპატრიარქოს 25 მილიონით დაფინანსება „ძალიან ცოტაა„ და მისი ეპარქია „ვალებში იხრჩობა”. მეუფე ასე გამოეხმაურა „ტვ პირველის” ეთერში TDI-ის ინსტიტუტის კვლევას რელიგიურ თავისუფლებასთან დაკავშირებით. „ჩვენ გვაქვს ეს თანხა საქართველოს სახელმწიფო რასაც გვიხდის, ესაა კონსტიტუციური შეთანხმების ამოქმედება, ოღონდ 25 მილიონი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ძალიან ცოტაა, მე მაქვს 500 ათასი ლარი ეპარქიაში სასწავლო ცენტრისთვის და ...

Read More »