Home » 2020 » May » 07

Daily Archives: May 7, 2020

ზელენსკი – გულითადად ვულოცავ მიხეილ სააკაშვილს ახალ საპასუხისმგებლო გამოწვევას

გულითადად ვულოცავ მიხეილ სააკაშვილს ახალ საპასუხისმგებლო გამოწვევას. მჯერა, რომ ის შეძლებს იმპულსის მიცემას რეფორმების ეროვნული საბჭოსთვის და დაეხმარება ქვეყნის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებაში , – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომელმაც უკვე მოაწერა ხელი მიხეილ სააკაშვილის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნის შესახებ ბრძანებას. ამავე ბრძანებით, მიხეილ სააკაშვილის მოადგილედ ალექსანდრ ოლშანსკი დაინიშნა. ბრძანება ძალაშია მისი გამოქვეყნებისთანავე.

Read More »

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა „უკრინფორმი“ პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით აქვეყნებს. მისი ინფორმაციით, დანიშვნის თაობაზე საუბარია პრეზიდენტის 169/2020 ბრძანებაში „რეფორმების ეროვნული საბჭოს საკითხები და რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტი“, რომელსაც სახელმწიფოს მეთაურმა ხელი 7 მაისს მოაწერა.

Read More »

პროფესორმა ფაუჩიმ საქართველოს COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილებას მაღალი შეფასება მისცა

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრმა (შემდგომში ცენტრმა) ა.წ. 14 აპრილს მიიღო წერილი აშშ-ს ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტების ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტის (NIAID/NIH) დირექტორის, მსოფლიო მედიცინის ერთ-ერთი ლიდერის პროფესორ Anthony Fauci-ისგან, სადაც მან საქართველოს COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილებას მაღალი შეფასება მისცა: Fauci, Anthony (NIH/NIAID) [E] afauci@niaid.nih.gov To: Tengiz Tsertsvadze tt@aidscenter.ge Apr 14, 2020 Tengiz: I am pleased to see that Georgia ...

Read More »

გიორგი ცუცქირიძე: საქართველო ნელ-ნელა გადადის ცოდნაზე ბაზირებული ეკონომიკის ფუნდამენტზე

“საქართველო ნელ-ნელა გადადის ცოდნაზე ბაზირებული ეკონომიკის ფუნდამენტზე”, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი, გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს. “გლობალური ეკონომიკური კრიზისები, რომ არის ახალი შანსი განსაკუთრებით ჩვენნაირი განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისათვის, ბევრი ფაქტორით დასტურდება. ეს შანსი სხვა დროს ბევრმა ქვეყანამ გამოიყენა, ეკონომიკის ტრანსფორმაციისათვის და ჩვენც უნდა გამოვიყენოთ. ამის კარგი წინაპირობები ნამდვილად გვაქვს. ეკონომიკური ტრანსფორმაციის ერთ-ერთი წამყვანი სეგემენტი დღეს არის განათლება და ...

Read More »

კობა გვენეტაძე საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა

ეროვნული ბანკი საფინანსო სექტორთან კომუნიკაციას ვიდეოკონფერენციის ფორმატში განაგრძობს. ეროვნული ბანკის ცნობით,  ამჯერად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე, საპენსიო სააგენტოს უფროს საინვესტიციო ოფიცერს, გოგა მელიქიძეს და მის მოადგილეს, ლევან ვერძეულს შეხვდა. გოგა მელიქიძე საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურს 2020 წლის 1 აპრილიდან ხელმძღვანელობს. “შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი თემები, მათ შორის, საუბარი შეეხო საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტს, ასევე, სამომავლოდ დაგეგმილ აქტუალურ საკითხებს. ...

Read More »

ნათია თურნავა – სილამაზის სალონები მტკივნეული საკითხია, მათ შორის მერწმუნეთ, ჩემთვისაც

სილამაზის სალონები მტკივნეული საკითხია, მათ შორის მერწმუნეთ, ჩემთვისაც , – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სალონების გახსნასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მინისტრი იმედოვნებს, რომ სილამაზის სალონები მალე გაიხსნება და განმარტავს, რომ მათი გახსნის წინაპირობა უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა იქნება, რისთვისაც სათანადო მომზადებაა საჭირო. „სილამაზის სალონები მტკივნეული საკითხია, მათ შორის ჩემთვისაც მერწმუნეთ, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ სილამაზის სალონები ...

Read More »

თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის 92 ბენეფიციარს და თანამშრომელს COVID-19-ზე „პისიარ“ ტესტირება ჩაუტარდათ

თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის 92 ბენეფიციარს და თანამშრომელს COVID-19-ზე „პისიარ“ ტესტირება ჩაუტარდათ. ადგილზე ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მივიდა და პანსიონატის ბენეფიციარებს შეხვდა. ჯანდაცვის მინისტრმა თავშესაფრებში ტესტირების დაწყება გასულ კვირას დააანონსა. „დაანონსებული პროტოკოლის შესაბამისად ჩვენ უკვე დავიწყეთ მოწყვლადი ჯგუფების გატესტვა. ტესტირება ხდება „პისიარ“ ტესტების საშუალებით. ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით გაიტესტება ყველა ის პანსიონატი, რომელიც წარმოადგენს რისკ ჯგუფს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო დღეს ...

Read More »

ტურიზმის სექტორში მომუშავე კომპანიებს საშემოსავლო გადასახადი წლის ბოლომდე გადაუვადდებათ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ტურიზმის ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიები 2020 წელს ქონების გადასახადისგან თავისუფლდებიან და ამასთან, საშემოსავლო გადასახადი წლის ბოლომდე გადაუვადდებათ. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა. „ეს ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია. კომპანიებს საბრუნავ საშუალებებს გამოვუთავისუფლებთ, რომ დასაქმებულები შეინარჩუნონ. ასევე საშემოსავლო გადასახადი, რომელიც აქამდე პირველ ნოემბრამდე იყო გადავადებული, გადავადდება 2020 წლის ბოლომდე და აქაც იგივე პრობლემას ...

Read More »

„ეროვნულ ბანკს ეროვნული ვალუტის კურსი თვითდინებაზე აქვს მიშვებული, რაც მნიშვნელოვნად აზარალებს ქვეყნის ეკონომიკას“

ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის მერყეობაზე, გამოწვევ მიზეზებზე, არაპროგნოზირებადობასა და მისგან მომდინარე ნეგატიურ შედეგებზე, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლია ელიავა „ბანკები და ფინანსებთან“  საუბრისას აცხადებს, რომ ქვეყანაში უცხოური ვალუტის დეფიციტის გამო, იზრდება მისი ღირებულება და შედეგად, ეროვნული ვალუტაც უფასურდება. მისი თქმით, ეროვნულ ბანკს ეროვნული ვალუტის კურსი თვითდინებაზე აქვს მიშვებული, რაც მნიშვნელოვნად აზარალებს ქვეყნის ეკონომიკას.  „როგორც მეტწილ შემთხვევებში საქართველოში, ეროვნული ვალუტის გაუფასურება ...

Read More »

Tesla-მ ჩინეთში ქარხნის მუშაობა მოულოდნელად შეაჩერა

კომპანია Tesla-მ ჩინეთში ქარხნის მუშაობა მოულოდნელად შეაჩერა. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg-ი წერს. მათივე ინფორმაციით, საუბარია შანხაის გარეუბანში მდებარე ქარხანაზე. როგორც გამოცემა წერს, ქარხანაში დასაქმებულებს, რომლებიც 5 დღიან შვებულებაში იყვნენ, შვებულების გახანგრძლივების შესახებ შეატყობინეს. ქარხნის გაჩერების ოფიციალური მიზეზი არ არის ცნობილი, თუმცა ჩინური ტექნოლოგიური საინფორმაციო საშუალება 36kr-ს ინფორმაციით, შეჩერბის მიზეზი კომპონენტების დეფიციტია. კომპანიის ერთადერთი ქარხანა, რომელიც აშშ-ის საზღვრებსგარეთ მდებარეობს, გარდა მოდელ ...

Read More »