Home » 2020 » May » 06 (page 2)

Daily Archives: May 6, 2020

სომხეთის ყოფილი პრემიერი: ვოცნებობ, გახარია ჩამოვიდეს ჩვენთან და გვაჩვენოს, როგორ უნდა covid 19-თან ბრძოლა

ამის შესახებ სომხეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გრანტ ბაგრატიანმა განაცხადა. კორონასვირუსთან დაკავშირებით სომხეთში საშინელი სიტუაციაა, – განაცხადა სომხეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გრან ბაგრატიანმა საავტორო გადაცემაში “PRESSING”. ბაგრატიანმა შეახსენა მსმენელს, რომ სომხეთში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს და კომენდანტად ვიცე-პრემიერ ტიგრან ავინიანი დანიშნეს მარტის შუა რიცხვებში. “მაშინ ჩვენთან იყო 18 დაავადებული, დღეს, თუ არ ვცდები 2619, ე.ი. რაოდენობა გაიზარდა თითქმის 146-ჯერ. 50 დღეში დავადებულთა რაოდენობა გაიზარდა ...

Read More »

პროფესორი, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით მნიშვნელოვან კვლევებში მონაწილეობდა, მოკლული იპოვეს

როგორც გამოცემა CNN-ი წერს, პიტსბურგის უნივერსიტეტის პროფესორი, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით მნიშვნელოვან კვლევებში მონაწილეობდა, მოკლული იპოვეს. პროფესორი ბინგ ლიუ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით გარდაცვლილი მის კუთვნილ სახლში ნახეს. პოლიციამ ასევე პროფესორის სახლთან მდგარ მანქანაში კიდევ ერთი ცხედარი აღმოაჩინა. სამარდამცავები ვარაუდობენ, რომ რომ დაუდგენელმა პირმა მეცნიერი მოკლა, შემდეგ კი თავის მანქანაში დაბრუნდა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. როგორც გარდაცვლილი პროფესორის კოლეგები ამბობენ, ბინგ ლიუ „კოვიდ-19“-თან დაკავშირებულ ...

Read More »

„ფეისბუქმა“ Espersona-სთან დაკავშირებული 511 გვერდი, 101 ანგარიში, 122 ჯგუფი და „ინსტაგრამის“ 56 ანგარიში წაშალა

კომპანია Facebook 2020 წლის აპრილის ანგარიშს აქვეყნებს, სადაც საუბარია არაავთენტური ქმედებების გამო წაშლილი სოციალური ქსელების ანგარიშებისა და გვერდების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ანგარიშში რუსეთთან, ირანთან, აშშ-თან, მავრიტანიასა და მიანმართან ერთად, საქართველოც არის ნახსენები. უფრო კონკრეტულად კი, Facebook-მა ონლაინ გამოცემა Espersona-სთან დაკავშირებული 511 Facebook გვერდი, 101 ანგარიში, 122 ჯგუფი და Instagram-ის 56 ანგარიში წაშალა. ამ დროისათვის, გამოცემის თითოეული ანგარიში თუ გვერდი დაბლოკილია. „ჩვენმა ...

Read More »

Facebook-მა „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დაკავშირებული ასობით ყალბი გვერდი წაშალა

სოციალური მედიის უდიდესმა ქსელმა Facebook-მა 5 მაისს განაცხადა, რომ ყალბი ანგარიშების წმენდის ფარგლებში, საკუთარი პლატფორმიდან ანგარიშების, გვერდებისა და ჯგუფების რვა ქსელი წაშალა, რომელთაგანაც ორი საქართველოში მოქმედებდა. Facebook-ის განცხადებით, ქართული ქსელები შიდა აუდიტორიაზე იყო გათვლილი, მსგავსად აშშ-დან, მიანმარიდან და მავრიტანიიდან წაშლილი ქსელებისა. ამასთან, Facebook-მა თავისი პლატფორმიდან წაშალა რუსული და ირანული ანგარიშების ქსელიც, რომლებიც უცხოურ აუდიტორიაზე მუშაობდნენ. Facebook-ის თანახმად, რუსეთთან დაკავშირებული გვერდების სამიზნე ...

Read More »

“ქვეყნის გახსნამ შესაძლებელია, სიკვდილიანობა გამოიწვიოს, რადგან თქვენ არ იქნებით ჩაკეტილი ბინებში ან სახლებში”

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, შესაძლოა, სიკვდილიანობა იყოს, მაგრამ ქვეყანა უნდა გაიხსნას. ”შესაძლებელია, რომ იყოს სიკვდილიანობა, იმიტომ, რომ თქვენ არ იქნებით ჩაკეტილი ბინებში ან სახლებში”,- განაცხადა ტრამპმა და დასძინა “მაგრამ ამავდროულად, ჩვენ ვაპირებთ სოციალურ დისტანციას, ჩვენ ვაპირებთ ხელების დაბანვას, ჩვენ ბევრ რამეს გავაკეთებთ, რისი გაკეთებაც ვისწავლეთ გასული პერიოდის განმავლობაში”. მისივე თქმით, ვირუსი გაივლის. “ვაქცინის თუ მის გარეშე, ის გაივლის და ...

Read More »

თბილისის მერიას ყოფილი კორტების ტერიტორია გასაყიდად გამოაქვს

დედაქალაქის მერიას იპოდრომის მიმდებარედ არსებული ყოფილი კორტების ტერიტორია გასაყიდად გამოაქვს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კალაძემ განაცხადა, ინვესტორი ვალდებული იქნება ჩოგბურთის კორტები აღადგინოს. „დღეს ჩვენ გამოგვაქვს საპრივატიზაციოდ ეს ადგილი სპორტული კომპლექსის აღდგენა-განვითარების პირობით. ანუ პირობიანი პრივატიზაცია იქნება. სავალდებულო იქნება, რომ ტერიტორიაზე აღდგეს ჩოგბურთის კორტები, მოეწყოს საცურაო აუზი და ფიტნეს კლუბი. ქონება უკვე შეფასებულია სამხარაულის ექსპერტიზის მიერ ...

Read More »

მიკროავტობუსის მძღოლები, ტაქსის მძღოლების მსგავსად, 300-ლარიან დახმარებას მიიღებენ

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, არსებული ვითარებიდან გამომდინარე დაზარალებულ ტაქსის მძღოლებსა და მიკროავტობუსის მძღოლებს 300-ლარიანი დახმარების შეღავათი შეეხებათ. „არსებული ვითარებიდან გამომდინარე ძალიან ბევრი მიმართულება დაზარალდა, მათ შორის არის ტაქსის მძღოლები და ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსების მძღოლები. თბილისის ტაქსის მფლობელებს ის სამთავრობო ანტიკრიზისული შეღავათი შეეხება, რომელიც ერთჯერადად 300-ლარიან დახმარებას ითვალისწინებს, ეს ეხება ყველა იმ ტაქსის მძღოლს, რომელსაც აქვს ლიცენზია. ასევე ამ პროექტით ისარგებლებენ მიკროავტობუსების მძღოლები,“ ...

Read More »

არჩილ გაჩეჩილაძის ხელფასის 50% კორონავირუსის ნეგატიური გავლენების წინააღმდეგ საბრძოლველად იქნება მიმართული

საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძე ხელფასის 50%-ს საქართველოში კორონავირუსის ნეგატიური გავლენების წინააღმდეგ საბრძოლველად მიმართავს. ამის შესახებ „საქართველოს ბანკში“ აცხადებენ. საფინანსო ინსტიტუტის აღმასრულებელი მენეჯმენტის გუნდი ასევე შეთანხმდა, რომ 2020 წელს მათი ხელფასი 20%-ით შემცირდეს და დანაზოგი ასევე COVID-19-ის მიერ გამოწვეული ნეგატიური გავლენების წინააღმდეგ საბრძოლველად მიიმართოს. შეთანხმება ძალაში მიმდინარე წლის 1-ლი მარტიდან შევიდა.

Read More »

Facebook-ის ადმინისტრაციამ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული გვერდები და ჯგუფები წაშალა

Facebook-ის ადმინისტრაციამ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირებულ პირებთან დაკავშირებული გვერდები და ჯგუფები წაშალა. ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაში წერია, Facebook-მა არაავთენტური ქმედებების გამო წაშალა Facebook-ის 23 ანგარიში, 80 გვერდი, 41 ჯგუფი და Instagram-ის 9 ანგარიში. Facebook-ის ადმინისტრაციის განმარტებით, ამ საქმიანობის უკან მყოფი პირები იყენებდნენ ავთენტური და ყალბი ანგარიშების კომბინაციას და მართავდნენ ჯგუფებსა და გვერდებს, რომლებიც თავს ასაღებდნენ საინფორმაციო ორგანიზაციებად. „ისინი ხშირად ...

Read More »